დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
24 საათში დამთავრებული!
2011/11/28 12:34:37

მიშა რო იყო წინა კვირას ქუთაისში, ქე გეიგებდით მაი ამბავს, იმდენი რამე გახსნა, კინაღამ სათვალავი ამერია... მიხაროდა, კაცო, რაფერ სწრაფათ შენდება ყოლიფერი-თქვა. აგერ მთავრობის სახლი, აგერ ეს, ეგერ - ის. კინო „საქართველო“ გახსოვთ? რაც მე მაქანა დრო მაქ ნატარები და კაი კინოები ნაყურები კომუნისტების დროში, ვინ მოთვლის? ახლა ვინცხას უყიდია აგი კინოთეატრი და კარქათ აკეთებს. ხოდა, ჩემო ბატონო, ქე შეამჩნევდით ხარაჩოებზე გამოკიდებულ მუშებს, კი მუშაობდენ მიშას ჩამოსვლამდე ოუჩქარებლად და დინჯად, მარა თქვენ 22-ში უნდა გენახათ, დილას, სანამ მიშა ეწვეოდა ქუთაისს. მე იქინე ამბავი ვნახე?!. შესეული იყო ბარე 300 კაცი და ფაცხაფუცხით  „კრასკავდენ“ და აპრიალებდენ გარედან. გედევირიე კაცი, ერთ დღეში უნდათ მოასწრონ ამოდენა შენობის დამთავრება-თქვა?

ყოლიფერი ისე აგიხდეთ, რავარც ეს ახდა... საღამოს, ტელევიზორი რო ჩავრთე, აგერ არაა ჩვენი მიშა გამოჭიმული გაღებილ-გაპრიალებული კინო „საქართველოს“ წინ? დედა, რავა მოუსწრიათ-თქვა, წამომცთა ჩემ შვილთან. „მოასწრებდენ, აბა, კაი ბიჭები იქნებოდენ და არ მოასწრებდენ, - ჩეილაპარაკა კუკურიამ.

რა მომხდარა, იცით? დოუბარებიათ სამი დღის წინ მაგ ობიექტის მშენებელი ვინც არის და უთქვიათ, მიშა მოდის და უნდა დაამთავრო მის ჩამოსვლამდეო. გოუშლია იმ მშენებელს ხელი: ვერაფრით ვერ მოვასწრებ, კაცო მაგ ამბავსო. „მოასწრებ!“ - ერთი ეს სიტყვა უსროლია იმ დამბარებელს, ჩემო ბატონო.

სხვა რა გზა ქონდა, მოასწრო. აბა, მიშას ვინ გოუბედავდა, ფონი არ გვაქ მზათო?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია