დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
50/50 – ქალი და მამაკაცი პარლამენტის წინ
2013/05/15 15:44:46

ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დასაცავად პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

„აირჩიე დემოკრატია“ ამ სახელწოდების აქცია გაიმართა  დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან. აქციის ორგანიზატორები „გენდერული თანასწორობის ქსელი“ და „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ არიან.

ღონისძიების მიზანია მოსახლეობის, პარლამენტის და მთავრობის წევრების ინფორმირება გენდერული თანასწორობის, გენდერული კვოტებისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმებზე.

ღონისძიებას საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუერთდნენ ჟურნალისტები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, დაახლოებით 500-მდე ადამიანი.

მანანა მებუკე, გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელი: „ჩვენი მოთხოვნაა, „აირჩიე დემოკრატია“. 5 წლის წინ ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება და შეაგროვა 32400 ხელმოწერა. რითიც თქვა, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა უნდა იქნას მიღწეული. დღეს ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, მიიღოს ქართველი ხალხის ნება და მხარი დაუჭიროს გენდერული თანასწორობის მიღწევას ქვეყანაში. აირჩიოს ის დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენი აქცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს.“

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული დადგმა „აირჩიე დემოკრატია“, რომელშიც მონაწილეობდა 150 ადამიანი. გენდერული თანასწორობის დასაცავად წარმოდგენაში 75 ქალი და 75 მამაკაცი იყო ჩართული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია