დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი გაზაფხულზე გვექნება
2009/12/28 13:19:39

გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რობის შე­სახებ კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკ­ვე მი­­ღო. კა­ნონ­პრო­ექ­ტის ვერ­სი­­ზე არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების მთე­ლი სპექ­ტრი მუ­შაობდა.

 

 

კა­ნონ­პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვება 2008 წელს და­იწყო. თუმ­ცა, პირ­ვე­ლად ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სცენ­ტრი­სა­გან შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში. 2009 წლის და­საწყის­ში შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლობაში იყვნენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რები, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოების წარ­მო­მად­გე­ნ­ლები და იუ­რის­ტები. კა­ნონ­პრო­ექ­ტი ჯერ კი­დევ პირ­ველ მოს­მე­ნამ­დე გა­ნიხილეს სა­ფი­ნან­სო-საბიუჯეტო კო­მი­ტეტ­მა, იუ­რი­დი­ულ სა­კითხთა კო­მი­ტეტ­მა. კო­მი­ტე­ტის წევ­რებმა გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რობას მხარი და­უ­ჭი­რეს. მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ მდგო­მა­რეობის გა­მო­სას­წო­რებლად გარ­კვე­უ­ლი დროებითი ღო­ნის­ძიებებია გა­სა­ტა­რებელი.

კა­ნონ­პრო­ექ­ტში პირ­ვე­ლი მოს­მე­ნის შემ­დე­გაც შე­ვი­და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლებები. სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­სი მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნა სა­გა­ზაფხულო სე­სი­ა­ზე აუ­ცი­ლებლად მოხდება.

პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღებულ­მა კა­ნონ­პრო­ექ­ტმა გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი უკ­ვე გა­მო­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რეს­თან არ­სებული გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რობის სა­კონ­სულ­ტა­ციო საბჭო უკ­ვე გა­და­იქ­ცა მუდ­მივ­მოქ­მედ ორ­გა­ნოდ.

ეს საბჭო თა­ვი­დან­ვე იყო პირ­ვე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა გა­ე­როს გან­ვი­თა­რების ერთ-ერ­თი პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით. საბჭოს თავმჯდო­მა­რეა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, მის შე­მად­გენ­ლობაში შე­დი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რები, არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციებისა და მთავ­რობის წარ­მო­მად­გენ­ლები. საბჭო იკ­რიბება რე­გუ­ლა­რუ­ლად და გენ­დე­რულ ჭრილ­ში გა­ნიხილავს სხვა­დასხვა კა­ნონ­პრო­ექ­ტებს. მათ შო­რის შრო­მის კო­დექსს, კა­ნონ­პრო­ექ­ტებს ტრე­ფი­კინ­გის, ოჯახური ძა­ლა­დობის, სტა­ტის­ტი­კი­სა და ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობების შე­სახებ. საბჭოს წევ­რების მო­ვა­ლეობაა, რე­გი­ო­ნებში გას­ვლა და ად­გი­ლობრივ მთავ­რობებთან, არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციებითან და მო­სახლეობას­თან შეხვედ­რა.

პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღებული კა­ნონ-პრო­ექ­ტი ისევ­და­ი­სევ იხვე­წება,  სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლების შე­საბამი­სად და, ძი­რი­თა­დად, გა­ე­როს კონ­ვენ­ცი­ას „ქალ­თა მი­მართ ყვე­ლა ფორ­მის ძა­ლა­დობის აღ­მოფხვრის შე­სახებ“ ეყრდნობა.

კა­ნონ-პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ასეა გან­მარ­ტებული: „სა­ზო­გა­დოებრი­ვი ცხოვ­რების ყვე­ლა სფე­რო­ში გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რობის მიღ­წე­ვა, სა­თა­ნა­დო პი­რობების შექ­მნა, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რი უფ­ლებებისა და შე­საძ­ლებლობების უზ­რუნ­ველყოფა, სქე­სის  ნიშ­ნით  ყოველ­გვა­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლება და აღ­მოფხვრა.

კა­ნონ­პრო­ექ­ტით, სახელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კამ გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რობის მი­საღ­წე­ვად უნ­და მოახდი­ნოს: სა­მარ­თლებრი­ვი ბაზის სრულყოფა; ამ კუთხით მი­მარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მებისა და ღო­ნის­ძიებების შე­მუ­შა­ვება და განხორ­ცი­ე­ლება; სქეს­თა ნიშ­ნით მო­ქა­ლა­ქე­თა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა სახის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლების­გან სა­ზო­გა­დოების დაც­ვა; გენ­დე­რულ, სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნობაზე ორი­ენ­ტი­რებული ბიუჯეტის მხარ­და­ჭე­რა, რო­გორც ცენ­ტრა­ლურ, ისე ად­გი­ლობრივ დო­ნე­ზე.

კა­ნო­ნის მი­ღება უკ­ვე დი­დი პროგ­რე­სია. ის იქ­ნება პირ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ა­რე­გუ­ლი­რებს და და­ა­კა­ნო­ნებს გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რობას. აქამ­დე, მხოლოდ კონ­სტი­ტუ­ცია ახორ­ცი­ე­ლებდა ამას და ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლებები, რომ­ლებიც ავალ­დებულებს სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა უფ­ლებების დაც­ვას და გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რობის მიღ­წე­ვას. რაც შეეხება კა­ნო­ნის ნაკლს, , არ არის კარ­გად და­მუ­შა­ვებული კა­ნო­ნის აღ­მას­რუ­ლებელი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი, არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი სან­ქციები კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის შემთხვე­ვა­ში. ასე რომ, ამ სახით კა­ნო­ნი მხოლოდ დეკ­ლა­რა­ცი­ულ ხასი­ათს ატა­რებს და მი­სი აღ­სრუ­ლება გარ­თულ­დება.

თუმ­ცა, რო­გორც მუდ­მივ­მოქ­მე­დი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რობის სა­კონ­სულ­ტა­ციო საბჭოს თავმჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე ზუ­რა მჭედ­ლიშ­ვი­ლი ამბობს, მთა­ვა­რია შე­იქ­მნას კა­ნო­ნი და ცვლი­ლებების განხორ­ცი­ე­ლება სხვა კა­ნო­ნებთან მი­მარ­თებაში ყოველ­თვის შე­იძ­ლება მოხდეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია