დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენი საუკუნის ახალი ოქრო
2012/08/13 02:14:32

 

მსოფლიო ეკონომიკის კრიზისის ფონზე, საოცარი რამ ხდება ხელოვნების საერთაშორისო ბაზარზე: იქ ნამდვილი ბუმი დაიწყო. სოტბისა და კრისტის ყოველწლიურ საგაზაფხულო ხელოვნების აუქციონებზე მდიდარი მუშტრები, ხშირად რეკორდულ ფასად, მსოფლიო კოლექციის შედევრებს უშურველად ყიდულობენ.

მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ეკონომიკა კვლავაც რყევას განიცდის. ცოტა ხნის წინ სოტბის აუქციონზე ედუარდ მუნკის „ყვირილი“ 199.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე ძვირი თანხა, რაც კი ოდესმე  აუქციონზე გადაუხდიათ ხელოვნების ნიმუშში. იმავე აუქციონზე კიდევ 13 ხელოვანის ნამუშევარი გაიყიდა ძალიან ძვირად. შესაბამისად, რეკორდული, და ყველაზე დიდი ხელოვნების აუქციონების ისტორიაში, იყო თანხა, რომელიც იმ დღეს სოტბიმ მიითვალა - თანხა  388 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ხელოვნება თანდათან ხდება მონეტარული ანუ ფულად იქცა. მდიდარმა ხალხმა ინვესტიციის დაბანდება ხელოვნების ნიმუშებში დაიწყო. მასზე ფინანსური ინსტიტუტები სესხებსაც კი გასცემენ.

Washington post -ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასეთი ბუმისა, არის ის, რომ ახალი კოლექციონერები გამოჩნდნენ ისეთი სახელმწიფოებიდან, როგორებიცაა რუსეთი და პოსტ საბჭოთა რესპუბლიკები და ასევე, აზიის ქვეყნები. განსაკუთრებით კი კატარი აქტიურობს. იგივე მუნკი სწორედ რომ კატარელმა სამეფო ოჯახმა შეიძინა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია