დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ილო­ცება მო­ნატ­რებული სამ­შობლოს­თვის?
2012/11/26 12:53:29

შო­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზია. შო­რი­დან ემზარ შალამბერიძესაც აწყობილი ეგო­ნა ჩვე­ნი სახელ­მწი­ფო, იმ­დე­ნად აწყობილი, რომ გა­დაწყვი­ტა, ბინა ქუ­თა­­სის მე­რი­ის­თვის ჩაებარებინა, სა­ნაც­ვლოდ კი მოლ­და­ვეთ­ში, ქა­ლაქ კი­ში­ნი­ოვ­ში, დაეხმა­რებოდ­ნენ ბინის შე­ძე­ნა­ში ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ად­გი­ლობრი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობები. ამ მიზ­ნით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სახელ­ზე და­წე­რი­ლი წე­რი­ლის გა­მარ­თვა­ში დახმა­რება მთხოვა. თაბახის ოთხი, სავ­სე ფურ­ცე­ლი შე­კა­ვებული ღი­მი­ლით წა­ვი­კითხე მი­სი თან­დას­წრებით და სიტყვების ძებნა და­ვიწყე - რო­გორ და­მერ­წმუ­ნებინა ჭარ­მა­გი კა­ცი იმა­ში, რომ ამ წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნას აზ­რი არ ჰქონ­და. ბოლოს გამბედაობა მო­ვიკ­რიბე და ყოველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზების გა­რე­შე, მა­მა-შვი­ლუ­რად ვურ­ჩიე, უი­მე­დო იმე­დი არ გას­ჩე­ნო­და.

 

- რო­გორ, სახელ­მწი­ფომ არ უნ­და იზ­რუ­ნოს ემიგ­რან­ტებზე? - აქ­ცენ­ტი­ა­ნი ქარ­თუ­ლით მითხრა და უნ­დობლად შე­მომხედა. მე შე­ვე­ცა­დე, ამეხსნა, რომ ჩვე­ნი სახელ­მწი­ფო ჯერაც ჩა­მოყალიბების პრო­ცეს­შია და ის ამბები, რაც მას ეს­მის, ზღა­პა­რი­ვით გაბუქებულია... - „რო­გორ კა­ცო, რო­გო­რო? სა­კუ­თა­რი ყურით მო­ვის­მი­ნე, პრე­ზი­დენ­ტი რო მე­პა­ტიჟებოდა სამ­შობლო­ში, ორ­მაგი მო­ქა­ლა­ქეობა მომ­ცა და ასე რა­ნა­ი­რა­დო? - უჭირ­და დაჯერება, მაგ­რამ დაიჯერა. დაიჯერა ის, რომ მის პრობლე­მას სახელ­მწი­ფო (ჩვე­ნი) ვერ მო­უგ­ვა­რებდა და სა­კუ­თა­რი ძა­ლების მობილი­ზებით გა­დაწყვი­ტა თა­ვი­სი თა­ვის დახმა­რება. იმედ­გაც­რუებამ, რო­მე­ლიც, ჩემ­და­უ­ნებურად, სი­მარ­თლის თქმით გა­მო­ვიწ­ვიე ამ სან­დო­მი­ან კაც­ში, ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და სა­ნაც­ვლოდ, გულ­ზე მა­ლა­მო­და­სა­დებად, ჩვენს გა­ზეთ­ში მას­ზე წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყნება შევ­თა­ვა­ზე. თა­ვი­დან იუ­ა­რა, მე­რე კი დამ­თანხმდა.

- მე ქარ­თვე­ლი კა­ცი ვარ, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დიხაშხოში დაბადებული ემ­ზარ იო­სების ძე შა­ლამბერი­ძე. ახლა კი მოლ­და­ვე­თის მო­ქა­ლა­ქე გახლა­ვარ და ქა­ლაქ კი­ში­ნი­ოვ­ში ვცხოვ­რობ. - ასე და­იწყო და, აქ­ცენ­ტით, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამბები მი­ამბო სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ის ფორ­მატს ბევ­რად რომ სცილ­დებოდა...

*** 

1942 წელს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­ვიბადე ვა­ნის რა­ი­ონ­ში სო­ფელ დიხაშხოში. რვა შვი­ლი ვყავ­დით მშობლებს, ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, ნახევარჯერ მშივ­რებს დაგ­ვძი­ნებია, მაგ­რამ ისე­თი დე­და გვყავ­და, ისეთ ტკბილ სიტყვას გვეტყოდა, შიმ­ში­ლიც კი გვა­ვიწყდებოდა, ყოველ ღა­მით იმის იმე­დით ვი­ძი­ნებდით, რომ დი­ლით უკე­თე­სი დღე გა­თენ­დებოდა. თენ­დებოდა კი­დეც, ღმერ­თი მუ­დამ გვი­ჩენ­და საზ­რდოს, ბოლომ­დე არ გვწი­რავ­და, თუმ­ცა შრო­მი­თაც ბევრს ვშრო­მობდით. ვი­საც რა შეგ­ვეძ­ლო, და­უ­ზა­რებლად ვა­კე­თებდით. სო­ფელ­ში, ხომ იცით, რამ­დე­ნი საქ­მეა, საქ­მეს ვერ გა­მო­ლევ. მე ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებდა, მინ­დო­და ბევ­რი რამ მეს­წავ­ლა, სა­ღა­მოს სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი და დღი­სით დიხაშხოს კოლ­მე­ურ­ნეობის მძღო­ლის თა­ნა­შემ­წედ ვმუ­შაობდი. ინ­ტე­რე­სი მქონ­და, მძღო­ლობა მეს­წავ­ლა, მა­შინ ამა­ზე უკე­თე­სი პრო­ფე­სია არ მე­გუ­ლებოდა.

1960 წელს ვან­ში აა­შე­ნეს სა­კონ­სერ­ვო ქარხანა, იქ  სჭირ­დებოდათ  „კა­ჩი­გა­რი“. მშობლებმა და­ი­თანხმეს დი­რექ­ტო­რი და მი­მი­ღეს ცეცხლფა­რე­შის მო­ად­გი­ლედ. მე­რე გა­მოც­და ჩა­ვაბარე და და­მა­წი­ნა­უ­რეს.

ცეცხლფა­რე­ში რომ გავხდი, სიხარუ­ლით დავ­ფრი­ნავ­დი, მაგ­რამ ღა­მის სკო­ლა­ში ვე­ღარ დავ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მქონ­და. ხელ­ფას­საც კარ­გად მიხდიდ­ნენ. ოჯახს ვეხმა­რებოდი.

1961 წლის 18 ნო­ემბერს გა­მიწ­ვი­ეს ჯარ­ში. მოვხვდი მოლ­და­ვეთ­ში, ქა­ლაქ კი­ში­ნი­ოვ­ში, სა­ტან­კო ნა­წილ­ში. გა­მო­მად­გა მძღო­ლის თა­ნა­შემ­წედ მუ­შაობა. ნა­წილ­ში არ ყოფ­ნი­დათ ტან­კის მძღო­ლები. რამ­დე­ნი­მე ჯარის­კაც­ში მეც მოვხვდი, გვას­წავ­ლეს ტან­კის მარ­თვა და დამ­ნიშ­ნეს ტან­კის მძღო­ლად. რამ­დენჯერ მი­ფიქ­რია, ახლა გად­მოახედა-მეთ­ქი დიხაშხოე­ლები! გან­სა­კუთ­რებით კოლ­მე­ურ­ნეობის მძღოლს შეეხედა მინ­დო­და. ჯარ­ში თა­ვი გა­მო­ვი­ჩი­ნე და და­მა­წი­ნა­უ­რეს. შვებულებითაც გა­მო­მიშ­ვეს შინ 10 დღით. იმ სიხარუ­ლის სიტყვებით გად­მო­ცე­მა მი­ჭირს, დე­და­ჩე­მი გა­გიჟდა, ისე­თი შეც­ვლი­ლი ვიყავი. ათი დღე მა­ლე გა­ვი­და, თა­ვის დრო­ზე ჩა­ვე­დი ნა­წილ­ში. ჯარს რომ ვამ­თავ­რებდი, ჩვენს ნა­წილ­ში მო­ვი­და ავეჯის ქარხნის დი­რექ­ტო­რი და შე­მოგ­ვთა­ვა­ზა სამ­სახური. ვინც და­თანხმდებოდა, სა­ერ­თო საცხოვ­რებელ­ში ბინას და კი­ში­ნი­ოვ­ში ჩა­წე­რას დაგ­ვპირ­და. ასეთ შე­მო­თა­ვა­ზებებზე უა­რი ვერ ვთქვი - იმის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, შინ რომ დავბრუ­ნებულიყავი გა­ჭირ­ვებაში ცხოვ­რება მე­ლო­და.

ვი­ფიქ­რე, ფულს და­ვაგ­რო­ვებ, მე­რე ჩა­ვალ სახლში და ოჯახს გავ­მარ­თავ წელ­ში-მეთ­ქი. მა­შინ იმას რა მა­ფიქ­რებდა, რომ სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ნა მო­მი­წევ­და. მა­მა­ჩემს წე­რი­ლით გა­ვა­გებინე ჩე­მი გა­დაწყვე­ტი­ლების შე­სახებ. მან ასე მომ­წე­რა: „შვი­ლო, სა­დაც უნ­და შენს გულს, იქ იცხოვ­რე, მხოლოდ ქარ­თუ­ლი წე­სი და ადა­მი­ა­ნობა არ და­კარ­გო.“ მა­მის სიტყვები დღემ­დე ჩე­მი ცხოვ­რების წე­სია.

ბავ­შვობიდან ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებდა ტექ­ნი­კა. 1965 წელს კი­ში­ნი­ოვ­ში გაიხსნა ამ­წეკ­რა­ნებისა და ექ­სკა­ვა­ტო­რების სას­წავ­ლებელი. დავ­წე­რე განცხადება და ჩა­ვი­რიცხე. მა­შინ ძა­ლი­ან ჭირ­და მძი­მე ტექ­ნი­კის მძღო­ლები. ამ­წეკ­რან­ზე ვმუ­შაობდი. სხვა­თა შო­რის, საბჭო­თა კავ­ში­რის შექ­მნის 50 წლის იუბილე­ზე და­მაჯილ­დო­ვეს, რო­გორც მო­წი­ნა­ვე მუ­შა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებშიც გა­მომ­წე­რეს. ეს ჩემ­თვის დი­დი სტი­მუ­ლი იყო. ეკო­ნო­მი­უ­რად რომ მოვ­ძლი­ერ­დი, შე­ვირ­თე ცო­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლი. შეგ­ვე­ძი­ნა ბიჭი ზუ­რაბი. თით­ქმის ყოველ წელს ჩა­მოვ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­ვი­ნახულებდი დე­დას (მა­მა ად­რე გარ­და­მეც­ვა­ლა), დედ­მა­მის­შვი­ლებს, ნა­თე­სა­ვებს და გა­მითბებოდა გუ­ლი, გახარებული ვბრუნ­დებოდი ისევ კი­ში­ნი­ოვ­ში.

ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა ვიყავი, იმ­დე­ნად ვერ ვგრძნობდი სამ­შობლოს მო­ნატ­რებას, რაც უფ­რო წლები მო­მე­მა­ტა, მით უფ­რო მი­ჭირს სამ­შობლო­დან შორს ყოფ­ნა. მუ­დამ ვცდი­ლობდი, სა­ნი­მუ­შოდ მოვ­ქცე­უ­ლიყავი, რომ ჩე­მი ქვეყანა არ შე­მერცხვი­ნა, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ვინ­მე ქარ­თვე­ლის ლან­ძღვას რომ მო­ვის­მენ­დი, ჩემს თავ­ზე ვი­ღებდი. სამ­წუხაროდ, პირ­ველ ცოლს გავ­შორ­დი. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ უპა­ტიებელი შეც­დო­მების პა­ტიება არა­სო­დეს შე­მეძ­ლო, თავ­მოყვა­რეობის შე­ლახვა ძნე­ლია. შვილ­თან კავ­ში­რი არა­სო­დეს გა­მიწყვე­ტია. სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლები მყავს.

ამჟამად მყავს არაჩ­ვე­უ­ლებრი­ვი ცო­ლი, ვა­ლია. ის არის ჩე­მი ნამ­დვი­ლი მე­ო­რე ნახევა­რი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნება მა­საც არ გა­მო­უ­ვი­და. ჰყავს გო­გო და ბიჭი. ისი­ნი ჩემ­თვის შვი­ლებივით არი­ან. თუ ადა­მი­ა­ნი გიყვარს, მის­თვის საყვა­რე­ლი ხალხიც გიყვარს. მე არ მომ­წონს ქარ­თვე­ლების ზო­გი­ერ­თი წე­სი, ქა­ლი მე­ო­რედ არ უნ­და გათხოვ­დეს, თუ შვი­ლები ჰყავ­სო. ქა­ლი მო­ნა არ არის. მას სჭირ­დება ბედ­ნი­ე­რება, მარ­ტო არა­ვინ უნ­და დარ­ჩეს, ყვე­ლამ თა­ვი­სი ტო­ლი უნ­და მო­ძებნოს. ჩვენ ისეთ ასაკ­ში ვიმყოფებით ახლა, ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნები ვართ, შვი­ლებს თა­ვი­ან­თი ოჯახები აქვთ. შვილს მა­ნამ­დე სჭირ­დები, ვიდ­რე პა­ტა­რაა, მე­რე, რო­ცა და­მო­უ­კი­დებელი გახდება, აღარ სცა­ლია შენ­თვის, - გა­ნა იმი­ტომ, რომ არ უყვარხარ, რო­გორ არ უყვარხარ, მაგ­რამ თა­ვი­სი ცხოვ­რება აქვს.

მე ძა­ლი­ან მტკი­ვა გუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი ქა­ლი სა­მუ­შა­ო­დაა საზ­ღვარ­გა­რეთ. ეს არ შე­იძ­ლება. რო­გორ, ქალ­მა უნ­და არ­ჩი­ნოს ოჯახი? კა­ცი სად არის?! რა და­ე­მარ­თათ ჩვენს ქარ­თველ კა­ცებს? რა­ტომ გა­ზარ­მაც­დნენ?! ცო­ტა, ქა­ლების ბრა­ლი­ცაა, მეტ ტვირთს რომ აი­ღებს მხრებზე. მე ჩემს დე­დას და ცოლს სა­მუ­შა­ოდ არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში არ გა­ვუშ­ვებდი. დღე და ღა­მე ვი­მუ­შა­ვებდი, არა­ნა­ირ საქ­მეს არ ვი­თა­კი­ლებდი ოჯახის სარ­ჩე­ნად. ახლა რა გა­მო­ვი­და, და­ინ­გრა ოჯახი. ცო­ლი და ქმა­რი რომ 5-6 წელს არ ნახავს ერ­თმა­ნეთს, რა ცოლ-ქმრობაზეა საუბარი. ეს სა­კითხი აუ­ცი­ლებლად გა­და­სახედია, სახელ­მწი­ფომ რა­მე უნ­და იღო­ნოს, შვი­ლი დე­დამ გა­ზარ­დოს. ეს ბუნების კა­ნო­ნების დარ­ღვე­ვაა, ცხოვე­ლიც და ფრინ­ვე­ლიც არ და­ტო­ვებს შვილს და დე­დამ არაფ­რის გუ­ლის­თვის არ უნ­და და­ტო­ვოს, სიმ­დიდ­რე რა მო­სა­ტა­ნია შვილ­თან.

ძნე­ლია, ძა­ლი­ან ძნე­ლია სამ­შობლო­დან შორს ყოფ­ნა. ვინ იცის რამ­დე­ნი ღა­მე თეთ­რად გა­მი­თე­ნებია ჩე­მი­ა­ნებზე ფიქ­რით. ნახევარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, სხვა ქვეყანა­ში ვცხოვ­რობ, ამ­დე­ნი­ვე დროა, რაც მო­ნატ­რება და ფიქ­რი მა­წუხებს. ახალ­გაზ­რდა რომ ვიყო, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად გა­ვა­კე­თებდი. აუ­ცი­ლებლად დავბრუნ­დებოდი ჯარი­დან ჩემს დიხაშხოში, ჩემს ლა­მაზ სო­ფელ­ში, ჩემს სისხლთან და ხორ­ცთან, მე­ზობლებთან, ტრა­დი­ციებთან... მაგ­რამ ახლა რა­ღა აზ­რი აქვს ჩემს დაბრუ­ნებას. მე რა­ღა შე­მიძ­ლია, რომ გა­ვა­კე­თო ჩე­მი ქვეყნის­თვის, ან თუნ­დაც ოჯახის­თვის!

ამჯერად ჩა­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ ძმის­შვი­ლი და­მე­ღუ­პა, ექ­ვსი შვი­ლის მა­მას გუ­ლი გა­უ­ჩერ­და, მოს­კოვ­ში მუ­შაობდა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ერ­თი ფიქ­რით, სამ­შობლო­ში დარ­ჩე­ნა გა­დავწყვი­ტე, მაგ­რამ საბოლოო გა­დაწყვე­ტი­ლება ვერ მი­ვი­ღე. ჩე­მი ახალ­გაზ­რდობა, კა­ცობა და სიბერეც მოლ­და­ვეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რებული, მე­გობრები ახლობლები, საყვა­რე­ლი მე­უღ­ლე, შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი იქ მყავს, მათ გა­რე­შე მე არა­ვი­ნა ვარ, იქ ზუ­რი­კოს მა­მა ვარ, ვა­ლი­ას მე­უღ­ლე, აქ კი - მარ­ტო ბიძა და ერ­თი ემიგ­რან­ტი ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც ათას­ში ერთხელ ჩა­მო­დის. ჩა­მო­დის და მცი­რე­დი სა­ჩუქ­რების ჩა­მო­ტა­ნა­საც ვერ ახერხებს. ასე­თი არა­ვის სჭირ­დები.

წლების წინ ნაყიდი ბინა მაქვს ქუ­თა­ის­ში. რო­ცა ბინა ვიყიდე, უზო­მოდ გა­ვიხარე, გა­მიხარ­და, რომ ჩე­მი სახლი მქონ­და სამ­შობლო­ში, მაგ­რამ, სამ­წუხაროდ, იძუ­ლებული ვარ, გავყიდო. იმე­დი მქონ­და, ბინის გაც­ვლა­ში და­მეხმა­რებოდა სახელ­მწი­ფო. მაგ­რამ თურ­მე ასე­თი სა­კითხების­თვის აქ არა­ვის სცა­ლია. ალბათ, მეც არ მაქვს უფ­ლება, ბევ­რი მოვთხოვო სამ­შობლოს, რად­გან თა­ვად არა­ფე­რი გა­მი­კე­თებია მის­თვის. ერ­თის გარ­და: არ­სად შე­მირცხვე­ნია ოჯახი და ქვეყანა. ვცდი­ლობდი გა­ათ­მა­გებული სიყვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­მე­პო­ვებინა, რა­თა არ შე­მერცხვი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სახელი და მთა­ვა­რი: ყოველ­თვის ვან­თებ სან­თელს და ღმერთს შევთხოვ ჩე­მი ქვეყნი­სა და ხალხის ბედ­ნი­ე­რებას. მჯერა, რომ ღმერ­თი და­ი­ფა­რავს ჩვენს ქვეყანას. ჩე­მი მი­სი­აც ეს არის, ალბათ - სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს მყოფ­მა ერ­თმა ქარ­თველ­მა ილო­ცოს მო­ნატ­რებული სამ­შობლო­სთ­ვის.

 

ლე­ლა თო­ლორ­და­ვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია