დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაგდა პოპიაშვილი : „ ჟურნალისტებს საშინელი რეგულაციები დაგვიდგინეს...“
2012/09/25 02:06:18

ჟურნალისტი და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ წევრი. მაგდა პოპიაშვილი ცსკო–ს იმ დადგენილების  დეტალებზე საუბრობს, რომელიც მედიას ფაქტობრივ აკრძალვებს უწესებს ფოტო და ვიდეო–გადაღებებზე. უკვე ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დადგენილებას გაასაჩივრებენ.

 მაგდა პოპიაშვილლი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს: „მოკლედ ვიტყვი ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე: აკრძალულია კაბინის გადაღება ნებისმიერი მანძილიდან, ანუ მანამდე თუ ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრებით ვადასტურებდით, რომ ერთ კაბინაში ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩეველი შედიოდა, მათ შორის, ამომრჩეველს კაბინაში მიყვებოდა კომისიის/პარტიის წევრი, წარმომადგენელი, დღეს ამის გადაღების უფლება აგვეკრძალა. ნებისმიერი პირის - კომისიის წევრის, პარტიის წარმომადგენლის თუ დამკვირვებლის ჩაწერის უფლება მედიას აქვს მხოლოდ საარჩევნო უბნის გარეთ. ერთი ადამიანი მითხარით, ვინც დაძაბულ მომენტში კომენტარის გასაკეთებლად უბანს დატოვებს და გარეთ გავა. აღარ ვლაპარაკობ კომისიის წევრებზე, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში წილისყრით კონკრეტული ფუნქცია აქვთ მინიჭებული და იმის საშუალება, რომ დატოვონ უბანი, მათ უბრალოდ არ აქვთ. გამოიყო სპეციალური ადგილები, სადაც განთავსდება ყველა, ვისაც გადაღება სურს - მედია, დამკვირვებელი ორგანიზაცია თუ სხვა. მართალია, წერია, რომ იქ ყოფნის უფლება განუსაზღვრელად გაქვს, მაგრამ იქვე წერია, რომ თუ ამ ადგილს ერთი ნაბიჯით მაინც გადმოცდები, ან ერთხელ მაინც დატოვებ უბანს (მაგალითად, მასალის გასაგზავნად გამოხვედი უბნიდან),  შემდგომში ფოტო-ვიდეოგადაღება მთელი დღის განმავლობაში გეკრძალება. დაგვდეს პატივი და პრეზიდენტის, პრემიერის, პატრიარქის, პოლიტიკური პარტიის ლიდერის გადაღებას ხმის მიცემის პროცესში კომისიის თავმჯდომრის თანხმობა აღარ ჭირდება. როგორც კი ამ პროცესს გადაიღებ, უნდა დატოვო უბანი. აქვე წერია, რომ ერთიდაიგივე მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის განმავლობაში მხოლოდ 10 წუთი ექნება კადრების თავისუფლად გადაღების უფლება და, თუ მერე კვლავ უნდა რამის გადაღება, უნდა დადგეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რომელიც მინიმუმ 3 მეტრით უნდა იყოს დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან. ეს ადგილი ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი, რომელსაც ნებისმიერ დროს ვინმე შეიძლება ჩამოეფაროს და ბიულეტენები ჩატენოს და ამ დროს არავის აქვს უფლება, გადავიდეს იმ ადგილას, საიდანაც ეს პროცესი ჩანს და გადაიღოს. ამ შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და გაძევებს უბნიდან. იმის პარალელურად, რომ ყველას, ვისაც საარჩევნო უბანზე გადაღება უნდა, საშინელი რეგულაციები დაგვიდგინეს, ცესკოს არ დაუდგენია ის, თუ რომელიმე პირი ხელს უშლის გადაღების პროცესს თუნდაც იმ ადგილებიდან - ეფარება და ა.შ. რა ხდება ამ შემთხვევაში. მოკლედ, წაიკითხეთ და თვითონ გადაწყვიტეთ, არის თუ არა ეს ხელშეშლა და რატომ გადააკეთეს დადგენილებით საარჩევნო კოდექსში ჩაწერილი ძალიან მკაფიო ნორმა. იმედია, ცოტა მაინც შევძელი ადამიანურ ენაზე ახსნა. მაპატიეთ, თუ რამე ისე ვერ განვმარტე, ვარ ძალიან დაღლილი და ნანერვიულები. სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გავაკეთებთ. თუ მანამდე მთელი საქართველო არ დაიჭირეს ამათ“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია