დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორიგინალური ნიღბები და ნახატები
2011/01/20 14:11:04

„ძალიან დიდი სიამოვნებით და ცოტა გაკვირვებით აღვიქვი ის, რაც დღეს ვნახე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ, თუ ადამიანი შეყვარებულია თავის საქმეზე, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან პროფესიონალურად გააკეთებს ყველაფერს,“ - ასე შეაფასა ხელოვნებათმცოდნე ზურაბ თოდუამ ახალგაზრდა მხატვრის დავით გოდერიძე ნამუშევრები, რომელიც წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანების 1 საჯარო სკოლაში გამოფინა.

 

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის მხატვარი, უკვე სამი წელია, რაც ამ სკოლაში ასწავლის ხელოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო პირობები არ არსებობდა, დაძველებულ შენობაში ხელოვნებისკაბინეტი, სკოლის მწირი ბიუჯეტის გამოყენებით და საკუთარი ძალებით, თავად დათომ გაარემონტა. ბავშვების ნახატებთან და  აპლიკაციებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დათოს მიერ ახალი ტექნოლოგიით დამუშავებული, თეთრი კერამიკისგან გაკეთებული თეატრალური ნიღბები, რომლებიც სხვადასხვა ფერებით არის მოხატული. „სახეებს, ძირითადად, ჩემი ფანტაზიით ვქმნი, განწყობის მიხედვით. ერთი თვეა, რაც ვმუშაობ, მსგავსი ტიპის ნიღბები ვნახე ლატვიაში, სადაც ფესტივალზე ვიმყოფებოდი და გადავწყვიტე გამეკეთებინა, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის სუვენირები იშვიათად იქმნება. ვმუშაობ თეთრ კერამიკაში, რომელსაც არ სჭირდება გამოჭრა. რაც შეეხება ბავშვებს, მყავს ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაგან რამდენიმე მათგანი მართლაც გამორჩეულია“. - განაცხადა მხატვარმა დავით გოდერიძემ.

ხელოვნება, პირველ რიგში, სულიერებასთან ასოცირდება. ნოვაცია და სიახლე კი, ისევე როგორც ყველა დარგს, ხელოვნებასაც სჭირდება, რომ განვითარდეს და არსებობა განაგრძოს ახალ სამყაროში. ახალგაზრდა მხატვრის ნოვაცია ხელოვნებათმცოდნე ზურაბ თოდუამ დადებითად შეაფასა:„ხელოვანის ინტერესით შექმნილი ეს ნიღბები არის დასტური, თუ როგორ პოულობს ორიგინალური აზროვნება გამოხატულებას. ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ნიღბების მასალა ჩემთვის უცნობია, თუმცა დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. ეს ყველაფერი ყალიბით არის შექმნილი, ამიტომ ერთნაირი სახეა. თუმცა დამუშავების შედეგად, შეიძლება, ძალიან მეტყველი სახე მივიღოთ. თუმცა ავტორი რასაც ფიქრობდა, იმის განსახორციელებლად სულ რაღაც ერთი თვე ჰქონდა. დათო ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ხატვის პედაგოგობა განსხვავდება ყველა სხვა დარგობრივი საგნის პედაგოგობისგან. ხელოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ის ჰქმნის პიროვნებას, მუშაობს მოსწავლის სულთან. დღევანდელ გამოფენაში, ნახატებში, ქანდაკებასა თუ აპლიკაციაში კარგად ჩანს ბავშვის სული“.

გამოფენა დადებითად შეაფასეს დამთვალიერებლებმა და ბევრი საგულისხმო და სასიამოვნო აზრი გამოითქვა ბავშვების და მათი პედაგოგის შემოქმედებითი მუშაობის შესახებ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია