დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოტია
2010/06/21 12:51:23

ის ძალიან ბევრს უყვარს, შეიძლება - ისეთებსაც, მისი ერთი წიგნი, ერთი მოთხრობა ან ზღაპარიც რომ არ აქვთ წაკითხული. მათთვის ის, უბრალოდ, ოტიაა, სვანური ქუდით, ხელში ჩიბუხით და ბასრი სიტყვით, არავის რომ არ ინდობს. ზოგისთვის კი მართლაც საყვარელი მწერალია, მისი რომანების კითხვისას რომ იპოვა. ზოგისთვის პოეტია, მისი სონეტებით რომ აღმოჩნდა პოეზია.

ჰოდა, ეს საყოველთაოდ საყვარელი კაცი 80 წლის გახდა.

არცთუ მოკრძალებულ საიუბილეო თარიღს თავად მოკრძალებით შეხვდა, ტრადიციულად ის თქვა, რასაც ყოველთვის ამბობს: რა დროს ჩემი იუბილეა, ქვეყანა თავზე გვექცევაო.

მაინც აღნიშნეს: ჯერ ქუთაისში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა 15 ივნისს მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია, ქუთაისის თვითმმართველობის ხარჯებით რომ გამოვიდა.

„ჩვენ დავბეჭდეთ მისი რჩეული მოთხრობები, ეს მოთხრობები თვითონ ბატონმა ოტიამ აარჩია, ეს არის საიუბილეო გამოცემა...“- აღნიშნა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ.

16-ში კი წყალტუბომ გადაუხადა იუბილე, თან - საქმიანად. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პირველ სართულზე  მდებარე ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში განადგურებული იყო, ოტია იოსელიანმა წყალტუბოს ხელისუფლებისგან 10 000 ლარი მოითხოვა ამ ბიბლიოთეკის კეთილმოწყობისათვის. ხელისუფლებამ ათჯერ მეტი გამო-ყო - სულ 106 ათასი ლარი. ოტიას წყალობით, წყალტუბოში დღეს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა აქვთ, ორი დარბაზითა და კომპიუტერებით. 16 ივნისს, მწერლის დაბადების დღეზე, ამ ბიბლიოთეკას მისი სახელი მიანიჭეს.

მერე ფაიტონში ჩასვეს და ისე მიაბრძანეს ნიკო ლორთქიფანიძის ძეგლთან - მივიდა და „ანგარიში ჩააბარა.“ უამბო ქართველი ერის გასაჭირი, სატკივარი. მასთან ერთად მომავალი თაობაც და სულგანაბული უსმენდა მწერალს, მათაც თავისი სათქმელი ჰქონდათ, ოტია იოსელიანისა და ნიკო ლორთქიფანიძის. თქვეს კიდეც, ჯერ ძეგლთან, მერე - სცენაზე გადაინაცვლეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად. სათქმელი ბევრი ჰქონდათ: ოტია იოსელიანი 80 წლის გახდა, ამ წლების მანძილზე მან უამრავი მოთხრობა, რომანი, პიესა, ლექსი დაწერა, მისი ნაწერები უამრავ ენაზეა თარგმნილი. მისი პიესები საქართველოს და მსოფლიოს სცენებზეა დადგმული.

ყველას მხოლოდ ერთადერთი გულწრფელი სურვილი ჰქონდა იუბილარის მიმართ: დიდხანს, დიდხანს სიცოცხლე!

 

მართა მარგველანი  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია