დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოტე გიორგაძე: „სამთო ტურიზმის განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება“
2010/04/06 13:09:11

ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სების გათ­ვა­ლის­წი­ნებით, დღეს ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს და უნი­კა­ლურ ქვეყანა­ში უნ­და ვცხოვ­რობდეთ, მაგ­რამ თა­ვად ტუ­რიზ­მის ინ­დუს­ტრი­ის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რეობა ამის სა­შუ­­ლებას არ იძ­ლე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თი პერ­სპექ­ტი­­ლი სფერო - სამ­თო ტუ­რიზ­მიც ასეთ მდგო­მა­რეობაშია.

 

ქუ­თა­ი­სე­ლი მთამ­სვლე­ლი კო­ტე გი­ორ­გა­ძე, რო­მე­ლიც დღეს სამ­თო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რებისათ­ვის აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობს, თა­ვის დრო­ზე 200-მდე ალ­პი­ნის­ტურ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლეობდა. დღეს იგი ქუ­თა­ი­სის ნაკ­რების მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია კლდე­ზე ცოც­ვა­ში. მო­მა­ვა­ლი თაობის დი­დი ინ­ტე­რე­სის მიუხედა­ვად, ამ სფე­რო­ში ფი­ნან­სები მწი­რია, ამი­ტომ ექ­სპე­დი­ციების მოწყობას ხში­რად ვერ ახერხებენ. ახალ­გაზ­რდები ცდი­ლობენ, პრო­ფე­სი­ულ ოს­ტა­ტობას ალ­პი­ნი­ა­დებში მო­ნა­წი­ლეობით მი­აღ­წი­ონ.

„ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლობის მხარ­და­ჭე­რით, მე­ოთხე წე­ლი­წა­დია, რაც მუ­რად ჭი­ჭი­ნა­ძის სახელობის ტურ­ნი­რი და­ვა­არ­სეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ რა­ი­მე ალ­პი­ნის­ტუ­რი გუნ­დია, მა­ის­ში ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ან და ჭო­მა­ში, სა­დაც სა­ვარჯიშო კლდეა, ვა­ტა­რებთ შეჯიბრს. მოხარუ­ლი ვარ, რომ ეს შეჯიბრი ყოველ­წლი­უ­რი გახდა და ჩა­ვარ­დნა არ გვქო­ნია.

და კი­დევ ერ­თი - ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნის სახელობის ალ­პი­ნი­ა­დას ვა­კე­თებთ. მო­მა­ვალ თაობას თოკ­ზე მუ­შაობას ვას­წავ­ლით,“ - ამბობს მთამ­სვლე­ლი.

იგი იხსე­ნებს იმ დროს, რო­ცა ქუ­თა­ი­სის მთამ­სვლელ­თა გუნ­დი სა­კავ­ში­რო პირ­ვე­ლობის დროს მეხუთე ად­გილ­ზე იყო, რაც მა­შინ დიდ მიღ­წე­ვად ით­ვლებოდა. „ქუ­თა­ისს ჰყავ­და და ჰყავს სა­უ­კე­თე­სო მთამ­სვლე­ლები. მარ­ტო აფი გი­გა­ნი რად ღირს, ევე­რეს­ტის დამპყრობი! მი­სი მიღ­წე­ვები საქ­ვეყნო­დაა ცნობილი. რო­ცა მთა­ში სი­ა­რუ­ლი და­ვიწყე, მა­შინ მოღ­ვა­წეობდა კი­დევ ერ­თი დი­დი მთამ­სვლე­ლი - საბჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი, მრა­ვა­ლი ჩვენ­გა­ნის დი­დი მო­ა­მა­გე მუ­რად ჭი­ჭი­ნა­ძე. ერთ-ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი ალ­პი­ნის­ტი გახლდათ შაქ­რო გაბისი­ა­ნი. მას სა­სი­მაღ­ლო ას­ვლებში ბადა­ლი არ ჰყავ­და. პა­ტა­რა, სუს­ტი კა­ცი იყო ფი­ზი­კუ­რად. მის შე­სახებ ლე­გენ­დები და­დი­ო­და. ერთხელ, თურ­მე, მთა­ზე ას­ვლი­სას ცხენი და­ვარ­დნია, მის ტვირ­თთან ერ­თად მო­უ­კი­დებია და ისე ასუ­ლა მწვერ­ვალ­ზე, ჩაი მო­უ­დუ­ღებია და თბილი­სე­ლების­თვის უთ­ქვამს: აგერ, ჩაი ავა­დუ­ღე და არ უნ­და ამოხვი­დე­თო?“ - ღი­მი­ლით იხსე­ნებს კო­ტე გი­ორ­გა­ძე.

ქუ­თა­ი­სის გუნ­დის ერთ-ერთ მიღ­წე­ვად თვლის შარ­შან­დელ 14 კა­ცი­ან ექ­სპე­დი­ცი­ას მწვერ­ვალ თეთ­ნულ­დზე. ასე­ვე იხსე­ნებს ახლო წარ­სულ­ში სვა­ნეთ­ში - მწვერ­ვალ ქო­რუმ­ზე მოწყობილ ექ­სპე­დი­ცი­ას, რო­მელ­შიც ორ­მო­ცი ბავ­შვი მო­ნა­წი­ლეობდა.

ყვე­ლა­ზე და­სა­მახსოვ­რებელი ექ­სპე­დი­ცია მის ბიოგ­რა­ფი­ა­ში იყო ტაჯიკეთ­ში ფა­ნების მთების დაპყრობა. კო­ტე გი­ორ­გა­ძე ამბობს, რომ ეს „ბუნებრი­ვი პი­რობებით გა­მორ­ჩე­უ­ლი უნი­კა­ლუ­რი რა­ი­ო­ნია.“ ევე­რეს­ტი (ჯომო­ლუნ­გმა) მის­თვი­საც, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ალ­პი­ნის­ტი­სათ­ვის, სა­ოც­ნებო მწვერ­ვა­ლია, თუმ­ცა აქ­ვე დას­ძენს: „სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იძ­ლება მო­აწყო ისე­თი ექ­სპე­დი­ცია, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ სი­ა­მოვ­ნებას მო­გა­ნი­ჭებს.“

რე­სურ­სები კი ქვეყანა­ში მარ­თლაც ბევ­რი გვქო­ნია, რა­მაც, შე­საძ­ლოა, სამ­თო ტუ­რიზ­მი წამყვან დარ­გა­დაც კი აქ­ცი­ოს. მაგ­რამ, სამ­წუხაროდ, არ გვაქვს ტუ­რიზ­მის ინ­დუს­ტრია, რაც მის გან­ვი­თა­რებას აფერხებს. მთამ­სვლე­ლი ამბობს: „ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რებას უდი­დე­სი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს თუნ­დაც ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა ჩა­მოშ­ლი­ლია. სამ­თო ტუ­რიზ­მი რომ გან­ვი­თარ­დეს, სჭირ­დება შე­საბამი­სი ინ­ფრას­ტურ­ქტუ­რა, რა­თა ტუ­რისტს მა­ღალ დო­ნე­ზე მო­ემ­სახუროს.“

ამას­თან და­კავ­ში­რებით, იგი ერთ ის­ტო­რი­ას იხსე­ნებს: „რო­ცა ფრან­გები გვეწ­ვივ­ნენ ქა­ლაქ­ში, ჩვენ­ზე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყნეს თა­ვი­ანთ ქვეყანა­ში. სტა­ტი­ა­ში წე­რენ, რომ ნა­ნახით აღ­ფრთო­ვა­ნებული არი­ან, კმაყოფი­ლები დარ­ჩნენ ადა­მი­ა­ნებთან ურ­თი­ერ­თობით, ლა­მა­ზი ბუნებითაც, ბოლოს კი, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის კუთხეს რომ მი­ად­გნენ, მა­შინ თქვეს: არ არის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახური, არ არის სას­ტუმ­რო, არ არ­სებობს ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა... ეს მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო!“

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც არის გა­საკ­ვი­რი, რომ ჩვენს ქა­ლაქს, ჯერჯერობით, უცხოე­ლი ტუ­რის­ტები არ სწყალობენ. კო­ტე გი­ორ­გა­ძე ამბობს: „წე­ლი­წად­ში ერ­თი-ორი თუ შე­მო­დის. ქუ­თა­ის­ში ტუ­რისტს ვერ გა­ა­ჩე­რებ. უნ­და გაიყვა­ნო რე­გი­ონ­ში და მის გა­რეთ. ტუ­რის­ტულ მა­სას, რაც შე­მო­დის, აინ­ტე­რე­სებთ სვა­ნე­თი. ძი­რი­თა­დად, თბილის­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტები ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს მიჰყავთ სვა­ნეთ­ში. ჩვენ­თან თუ შე­მო­დის, - ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტებით.“

ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თებელი იმი­სათ­ვის, რომ მხოლოდ ბუნების რე­სურ­სებით არ შე­მო­ვი­ფარ­გლოთ და ჩვე­ნი ქვეყნით და­ინ­ტე­რე­სებული ტუ­რის­ტი მომ­სახურებითაც კმაყოფი­ლი დარ­ჩეს.

ალ­პი­ნიზ­მი კი და­ფი­ნან­სების მო­ლო­დინ­შია და იმ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თაც ინ­ტე­რე­სი აქვთ, დი­დი იმე­დია, რომ და­ფი­ნან­სებამ­დე არ გა­უქ­რებათ იგი.

კო­ტე გი­ორ­გა­ძე­საც ამის იმე­დი აქვს და კი­დევ - იმ მო­მა­ვა­ლი უცხოე­ლი ტუ­რის­ტებისა, რომლებსაც თა­ვი­ანთ შთაბეჭ­დი­ლებებში აღარ დას­ჭირ­დებათ ჩა­მოშ­ლილ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რებზე საუბარი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია