დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინტელექტუალები მხოლოდ სამ კითხვას სვამენ
2009/09/30 13:12:26

2009 წლის 14-16 აგ­ვის­ტოს ბაქო­ში, ელი­ტა­რულ ტე­ლე-კლუბებს შო­რის „რა? სად? რო­დის?“ მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებმა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა! თა­მაშ­ში იმ ქვეყნების ნაკ­რები გუნ­დები მო­ნა­წი­ლეობდნენ, რო­მელ­თა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ტე­ლე­გა­და­ცე­მის „რა? სად? რო­დის?“ ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი გა­დის - ბელო­რუ­სი­ა, უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი, აზერბაიჯანი და სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რები ერ­თა­დერ­თი გუნ­დი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ჭი­დილ­ში ტე­ლე­მაყურებელი და­ა­მარცხა - ან­გა­რი­შით 6:3. აქე­დან 6-დან 5 ქუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ია მეტ­რე­ველ­მა მო­უ­ტა­ნა, რო­მე­ლიც 2009 წლის მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რეს მო­აზ­როვ­ნედ და­სახელ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რების შე­მად­გენ­ლობაში ორ მუდ­მივ და უც­ვლელ მო­თა­მა­შეებთან - ია მეტ­რე­ველ­თან და გი­ორ­გი ბაქ­რა­ძეს­თან ერ­თად თა­მა­შობდნენ: გი­ორ­გი მო­სი­ძე, სერ­გო კა­პა­ნა­ძე, და­ვით რა­ფა­ვა (კა­პი­ტა­ნი) და ქუ­თა­ი­სე­ლი მო­აზ­როვ­ნე - სერ­გო თევ­დო­რა­ძე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გა­ზე­თის სტუ­მა­რია.

 

ის ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი გუნ­დის Cosa Nostra-ს წევ­რი­ა, რო­მე­ლიც წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახდა. კახა მა­ჩი­ტი­ძე (კა­პი­ტა­ნი), სერ­გო თევ­დო­რა­ძე, გი­ორ­გი ჭე­იშ­ვი­ლი, და­ვით ბახტა­ძე, გი­ორ­გი კი­ლა­ძე, ფარ­ნა ფხაკა­ძე - ამ შე­მად­გენ­ლობით გუნ­დი წლების მან­ძილ­ზე ქუ­თა­ი­სის ჩემ­პი­ო­ნა­ტებში გა­მარჯვებული და თბილისს გა­რეთ მო­თა­მა­შე გუნ­დებს შო­რის სა­უ­კე­თე­სოა.

სერ­გოს­თვის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქართ­ვე­ლოს სახელით ასე­თი დო­ნის მო­თა­მა­შეებთან ერ­თად გა­მოს­ვლა, პა­სუხის­მგებლობას­თან ერ­თად, დი­დი პა­ტი­ვიც იყო. თუმ­ცა, გა­მარჯვებაში, სხვა მო­თა­მა­შეების­გან განსხვა­ვებით, ეჭ­ვი თა­ვი­დან­ვე არ ეპა­რებოდა. და­ძაბულობა არ უგ­რძვნი­ა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლი იყო: სტუ­დი­ა, კე­თილ­განწყობილი მაყურებელი, ტე­ლე­მაყურებლის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კითხვები, იმ განსხვა­ვებით, რომ წამყვა­ნი რუ­სულ ენა­ზე საუბრობდა... არც ამ მხრივ ყოფი­ლა პრობლე­მა,  გა­უ­მარ­თლათ, რომ სპე­ცი­ფი­კუ­რად რუ­სუ­ლი შე­კითხვები არ ყოფი­ლა: „ასე­თი ერ­თი იყო მარ­ტო, რო­მე­ლიც იამ გა­მო­იც­ნო. მად­ლობა მინ­და გა­და­ვუხადო აზერბაიჯანელ რე­დაქ­ტო­რებს, რომ სუფ­თა რუ­სუ­ლი გა­გების კითხვები არ დაგ­ვის­ვეს. კარ­გი კითხვები იყო, ად­ვი­ლი არც ერ­თი არ ყოფი­ლა, ბოლოს თუ არ ჩავ­თვლით, - სტუ­მარ­მა მოგ­ვი­ტა­ნა ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი. და­ნარ­ჩე­ნები სა­აზ­როვ­ნო იყო. ტე­ლე­მაყურებელ­საც მინ­და ვუთხრა მად­ლობა, - ვინც კარგ კითხვებს წერს. კითხვის წე­რაც თა­ვი­სებური ხელოვ­ნებაა, - ეს გარ­თობა აღარ არის, სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მაა. კითხვა ისე უნ­და იყოს და­წე­რი­ლი, რომ თუ არ იცი პა­სუხი რა­ღა­ცის არ­სებობაზე, უნ­და მიხვდე, რომ ეს რა­ღაც არ­სებობს. უნ­და და­წე­რო ამო­ცა­ნა და ეს ამო­ცა­ნა იყოს ახსნი­ლი. ჩვენ ჩავ­დი­ვართ იქ და სი­ა­მოვ­ნებით ვთა­მა­შობთ, მაყურებელი კი შრო­მობს, გა­მო­ცა­ნებს აკე­თებს...“

სერ­გო ამბობს, რომ ეს მე­გობრუ­ლად განწყობილი თა­მა­ში იყო:

„ჩვენ ვი­თა­მა­შეთ ლა­ღად, გუნ­დუ­რად! საბანს არ ვქა­ჩავ­დით ჩვენს თავ­ზე. ძლი­ე­რი მო­თა­მა­შეები გვყავ­და მეტ­რე­ვე­ლის და ბაქ­რა­ძის სახით, მაგ­რამ რუ­სე­თის ნაკ­რებში ყვე­ლა მო­თა­მა­შე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო, თუმ­ცა, იქ იყო 6 ადა­მი­ა­ნი, ჩვენ­თან კი - გუნ­დი! ბაქ­რა­ძე ამბობდა ვერ­სიებს, ჩვენ ვა­მუ­შა­ვებდით - ია, შე­იძ­ლება, უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე ჩვენ, მაგ­რამ ყვე­ლა თა­მა­შობდა გუნ­დუ­რად. ბელო­რუ­სი­ამ და უკ­რა­ი­ნამ, შე­იძ­ლება, იმი­ტო­მაც წა­ა­გეს, რომ არ გა­უ­მარ­თლათ, ნერ­ვი­უ­ლობდნენ, მაგ­რამ რუ­სე­თის ნაკ­რებმა წა­ა­გო მხოლოდ და მხოლოდ იმი­ტომ, რომ ყვე­ლას უნ­დო­და, გა­მო­ჩე­ნი­ლიყო სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ. ისე უხერხულად წა­ა­გეს, - 6:0, რომ შე­მე­ცოდ­ნენ კი­დეც.“

ორ შე­კითხვას ია მეტ­რე­ველ­მა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად უპა­სუხა, და­ნარ­ჩე­ნებს გუნ­დუ­რად გას­ცეს პა­სუხი. ბოლო შე­კითხვა­ზე, სერ­გოს გა­მოც­ნობილი პა­სუხი, კა­პი­ტ­ნის გა­დაწყვე­ტი­ლებით, იამ „გაახმო­ვა­ნა“. თა­მა­შის შემ­დეგ ზო­გი თვლი­და, რომ ეს მხოლოდ იას თა­მა­ში იყო, თუმ­ცა, მთა­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა შე­დე­გი, რის­თვი­საც თი­თოე­უ­ლი წევ­რი ბოლომ­დე დაიხარჯა.

 

სერ­გო თევ­დო­რა­ძე სა­კუ­თა­რი გუნ­დის შე­სახებ:

ია მეტ­რე­ვე­ლი - ია პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი­ა, სამხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­შიც ას­წავ­ლის. ეს ის ადა­მი­ა­ნი­ა, რო­მე­ლიც ამ თა­მა­შით ცხოვ­რობს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შები ჩე­მი ცხოვ­რების დი­დი ნა­წი­ლია, მაგ­რამ გა­სარ­თობია მა­ინც. ამ ადა­მი­ანს კი, ეს რომ წა­არ­თვა, ალბათ, ვერ გა­დარ­ჩება. ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სებული­ა, აზარ­ტუ­ლიც, ნი­ჭი­ე­რი რომ არის, ამა­ზე ორი აზ­რი არ არ­სებობს. ძა­ლი­ან და­დებითი ადა­მი­ა­ნი­ა, გა­მი­მარ­თლა, რომ ჩვენ­სკენ იყო და არა - მო­წი­ნა­აღ­მდე­გეების­კენ. რო­გორც თვი­თონ მითხრა, დაიბადა რუ­სეთ­ში და 14 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვი­და აქ. სკო­ლა რუ­სუ­ლი აქვს დამ­თავ­რებული, ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც, ძი­რი­თა­დად, რუ­სუ­ლად იღებს, ამი­ტომ აქვს სპე­ცი­ფი­კუ­რი კი­ლო. მეც მეტყობა რუ­სუ­ლი სკო­ლის გავ­ლე­ნა, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვიბადე და გა­ვი­ზარ­დე.

და­ვით რა­ფა­ვა - კა­პი­ტა­ნი, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. ჩე­მი აზ­რით, ის სა­უ­კე­თე­სო კა­პი­ტა­ნია სა­ტე­ლე­ვი­ზიო კლუბში. ძა­ლი­ან დი­დი ალ­ღო აქვს, - ყვე­ლას უს­მენს და ყოველ­თვის მე­გობრუ­ლად არის განწყობილი. შე­უძ­ლია, გაგ­რძნობინოს, რომ მის ნავ­ში ხარ და უკა­ნას­კნე­ლი ნი­ჩაბი არ გი­კა­ვია - შენ ხარ წამყვა­ნი მო­თა­მა­შე და გის­მენს. ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლიც არის, ინი­ცი­ა­ტი­ვის აღებაც შე­უძ­ლია გა­დამწყვეტ მო­მენ­ტში.

გი­ორ­გი მო­სი­ძე - „შო­უ­მე­ნია“, სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამყვა­ნი და ჩვე­ნი გუნ­დის მა­მოძ­რა­ვებელი ძა­ლა, რო­გორც გე­მის აფ­რები. მას­თან ერ­თად მოწყენა გა­მო­რიცხულია. ძა­ლი­ან ხალი­სი­ა­ნი, ორი­გი­ნა­ლუ­რი, გო­ნებამახვი­ლი­ა, რო­გორც წამყვა­ნი - ცო­ტა მკაც­რიც. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში „ბატო­ნი წამყვა­ნის­თვის“ ეს პირ­ვე­ლი თა­მა­ში იყო, ისე, ხში­რად თა­მა­შობს და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტებულად.

გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე - ოდით­გან­ვე თა­მა­შობს, სა­თა­ვეებთან იდ­გა. ლე­გენ­და­რუ­ლი და ერთ-ერ­თი შე­უც­ვლე­ლი მო­თა­მა­შეა. უბრა­ლოდ, ამე­რი­კა­შია ახლა, იშ­ვი­ა­თად არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ თა­მაშ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ამთხვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა.

სერ­გო კა­პა­ნა­ძე - დიპ­ლო­მა­ტი­ა, სა­გა­რეო საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შაობს. ძა­ლი­ან გა­ნათ­ლებული ბიჭი­ა, მე­გობრუ­ლი. ყოველ­თვის გა­მოს­დის ის, რაც ამ თა­მაშ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, -       „მოკ­ლედ გა­გა­გებინოს თა­ვი­სი აზ­რი“.

 

ისევ სერ­გო...

მე-11 კლას­ში იყო, პირ­ვე­ლად სას­წავ­ლო ნა­წი­ლის, ქალბატო­ნი აზას დაჟინებული თხოვ­ნით რომ ითა­მა­შა და მის­მა გუნ­დმა მო­ი­გო. მე­რე ქუ­თა­ი­სის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლეობა... პირ­ვე­ლი გა­მოც­ნობილი შე­კითხვა ახსოვს, თუმ­ცა, ის უფ­რო და­ა­მახსოვ­რდა, რო­მელ­საც ვერ უპა­სუხა. მას შემ­დეგ 12 წე­ლი გა­ვი­და და დღემ­დე ვერ მოს­ცილ­და ამ თა­მაშს. მე­უღ­ლეც თა­მა­შის დროს გა­იც­ნო.

„ეს თა­მა­ში ისე­თი მავ­ნე ჭი­ა­ა, რომ, თუ ჩა­გი­ვარ­და გულ­ში და ბუდე გა­ი­კე­თა, მი­სი ამოგ­დება ძნე­ლია. ძლი­ე­რი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი მო­თა­მა­შეები ყოფი­ლან, რომ­ლებიც წა­ვიდ­ნენ ბიზ­ნეს­ში, პო­ლი­ტი­კა­ში, ვე­ღარ თა­მა­შობენ, მაგ­რამ, დარ­წმუ­ნებული ვარ, რო­ცა ეს თა­მა­ში ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­დის, უყურებენ, იმი­ტომ, რომ გუ­ლის სიღ­რმე­ში ეს ჭია მა­ინც ყოველ­თვის გღრღნის“.

პრო­ფე­სი­ით ინჟინერ-მე­ქა­ნი­კო­სი­ა, აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოყენებით მე­ქა­ნი­კას ას­წავ­ლის, თუმ­ცა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შების­თვის დროს მა­ინც ყოველ­თვის ნახულობს: „შე­იძ­ლება ეს ცუ­დიც არის, ჩემს პრო­ფე­სი­ას აზი­ა­ნებს, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია. ზო­გი ერ­თობა იმით, რომ ფეხბურთს თა­მა­შობს თა­ვი­სუ­ფალ დროს, მე კი - ამას. ჩემ­თვის ეს არის ახალი მე­გობრების შე­ძე­ნის და ძვე­ლებთან ურ­თი­ერ­თობის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლება, - ჭკვი­ან ხალხთან ურ­თი­ერ­თობა და მათ თვალ­ში იმა­ზე ჭკვი­ა­ნად თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ. შეჯიბრება კარ­გი­ა, მაგ­რამ ეს უფ­რო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სპორ­ტია ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თობის თვალ­საზ­რი­სით“.

ძლი­ე­რი სფე­რო არ აქვს, მი­სი თქმით ეს ნიშ­ნავს, რომ იმ სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იც­ნო. თუმ­ცა, კარ­გად ერ­კვე­ვა გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, და­ინ­ტე­რე­სებულია ჰერალ­დი­კით, ზო­გი­ერ­თი ქვეყნის ის­ტო­რი­აც, სხვა ქვეყნებთან შე­და­რებით, კარ­გად იცის. ლი­ტე­რა­ტუ­რას მხოლოდ ერ­თი ნიშ­ნით გა­მო­არ­ჩევს - სა­ინ­ტე­რე­სო. პა­რა­მეტ­რები - დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი: „დამბურ­ძგლავს, - კარ­გია! არ დამბურ­ძგლავს, - არა“.

„სა­ერ­თოდ, ვურ­ჩევ ყვე­ლას იკითხონ ის, რაც აინ­ტე­რე­სებთ. რო­მა­ნების ან დე­ტექ­ტი­ვების კითხვა უყვართ? კი ბატო­ნო. მთა­ვა­რი­ა, ის, რა­საც კითხულობენ, ხარისხია­ნი იყოს. ცუ­დი და კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ არ­სებობს, არ­სებობენ ცუ­დი და კარ­გი ავ­ტო­რები“.

ამ თა­მა­შის გა­მო ბევ­რი ისე­თი რამ წა­ი­კითხა, რომ­ლის არ­სებობის შე­სახებ წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და. აქამ­დე უც­ნობ, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რებთან ერ­თად, ბევ­რი რამ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებთან საუბრის დრო­საც გა­ი­გო. ცოდ­ნა ამ თა­მა­შის­თვის აუ­ცი­ლებელია, თუმ­ცა - არა გა­დამწყვე­ტი.

„ამბობენ, ამ მო­თა­მა­შეებთან ერ­თად სუფ­რას­თან მოხვედ­რა ცუ­დი­ა, რად­გან ყვე­ლა ერ­თდრო­უ­ლად ლა­პა­რა­კობს. რო­ცა იქ აღ­მოვ­ჩნდები, ყოველ­თვის ვუს­მენ, ბევრ ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მცდა­რი აზ­რია, რომ ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ცოდ­ნა არის გა­დამწყვე­ტი. ამ თა­მაშ­ში სა­ჭი­როა არა უბრა­ლოდ ცოდ­ნა, არა­მედ - ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნება, რაც, რა თქმა უნ­და, უნ­და ეფუძ­ნებოდეს რა­ღაც ცოდ­ნას. სიჩ­ქა­რეც გა­დამწყვეტ როლს თა­მა­შობს, ჩოგბურ­თი არ იქ­ნებოდა სა­ინ­ტე­რე­სო, ბადე რომ არ ყოფი­ლიყო და შე­მო­საზ­ღვრუ­ლი, - რა­ღაც ჩარ­ჩოები აუ­ცი­ლებელია. წე­სები, წამყვა­ნის ზე­წო­ლაც, რომ ნერ­ვი­უ­ლობა იყოს, - ისე სა­ინ­ტე­რე­სო არ იქ­ნებოდა. ეს შეჯიბრება არის ემო­ციები და და­ნარ­ჩე­ნი - სი­ა­მოვ­ნება“.

 

ინ­ტე­ლექტ-კლუბი

ბოლო ორი წე­ლი­ა, რაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლები ყოველ კვი­რა დღეს, 13 სა­ათ­ზე აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას სახელობის აუ­დი­ტო­რი­ა­ში იკ­რიბებიან. აქ­ვე ტარ­დება „რა? სად? რო­დის?“ სპორ­ტუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტები.

„სპორ­ტუ­ლი ვა­რი­ან­ტი სწო­რედ და­ინ­ტე­რე­სებული ხალხის­თვი­სა­ა, მათ­თვის, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს თა­მა­ში და არა­ნა­ი­რი ამბიცია არ გა­აჩ­ნი­ათ. ვი­საც უნ­და, გა­მოს­ცა­დოს თა­ვი­სი თა­ვი, მიხვდეს, რა­ტომ ჰქვია ია­პო­ნი­ა­ში კა­მი­კა­ძეს - კა­მი­კა­ძე და ა.შ. ასე­თი ხალხი იკ­რიბება და თა­მა­შობენ. ამ თა­მაშს სჭირ­დება მხოლოდ მა­გი­და, თუმ­ცა, ფეხზეც შე­იძ­ლება თა­მა­ში, მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი, - ასეც ბევრჯერ გვი­თა­მა­შია. თა­ვი­დან, ლა­შა კი­ლა­ძეს სად არ მივყვებოდით: ხან სა­ქორ­წი­ნო დარბაზ­ში ტარ­დებოდა ჩემ­პი­ო­ნა­ტები, ხან რეს­ტო­რან­ში, ფო­ი­ე­ში, თვი­თონ აუზ­შიც, წყალი რომ არ ყოფი­ლა. იმას კი არ ვკითხულობდით, იქ­ნებოდა თუ არა სკა­მები, მა­გი­დები, სი­ნათ­ლე... ჩვენ ვსვამ­დით მხოლოდ სამ კითხვას: რა არის სა­ჭი­რო ჩვენ­გან? სად მო­ვი­დეთ და რო­დის? ზოგჯერ შუ­ქიც არ იყო და სან­თლები მოგ­ვქონ­და, რომ რა­ღაც დაგ­ვე­ნახა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი­დევ უფ­რო შეგ­ვკრა ერთ გუნ­დად“.

გუნ­დუ­რი პრინ­ცი­პები და მე­გობრობა, ამ თა­მა­შის ის მხარე­ა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონს.

„ეს თა­მა­ში იმი­ტო­მაც მიყვარს, რომ აქ არის გუნ­დუ­რი თვი­სებების, რაც ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან გვაკ­ლია. შენს წარ­მო­ჩე­ნა­ზე კი არ უნ­და იფიქ­რო, - გუნ­დის წარ­მა­ტებაზე. ეს ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს, გან­სა­კუთ­რებით - პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის. სა­ერ­თოდ, მე ვურ­ჩევ ყვე­ლას, ვი­საც ჰყავს ბავ­შვი, რო­მელ­საც არა ჰყავს მე­გობრები, მოიყვა­ნონ იქ, სა­დაც თა­მა­შობენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მა­შებს. იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო მე­გობრები ჩე­მი გუნ­დის წევ­რები არი­ან. ფრან­გები ამბობენ: „გა­ნი­ცა­დე ადა­მი­ა­ნი გზა­ში და თა­მაშ­ში“. გზა­შიც მყავს ყვე­ლა გა­მოც­დი­ლი და თა­მაშ­შიც.

ინ­ტე­ლექტ-კლუბში მის­ვლა და თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლეობის მი­ღებაც ნების­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. მთა­ვა­რია ორი რამ - სურ­ვი­ლი და მე­გობრობის უნა­რი.

„არა­ვის აქვს შეზ­ღუდ­ვა, რომ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლეობა. ყვე­ლას ვე­პა­ტიჟებით, 6 წლი­დან 96 წლამ­დე, ვი­საც შე­უძ­ლია ლა­პა­რა­კი, სი­ცი­ლი, ხალი­სი... ბევ­რია ისე­თი, რომ მო­ვი­და, არ მო­ე­წო­ნა და წა­ვი­და. ეს არ ნიშ­ნავს მა­ინც და მა­ინც იმას, რომ ის ნაკ­ლებად ჭკვი­ა­ნია. არის ხალხი, რო­მელ­საც უყვარს ოპე­რა, არის ხალხი, ვი­საც არ უყვარს, თუმ­ცა, შე­იძ­ლება კარ­გი სმე­ნაც ჰქონ­დეს. ზოგს უკ­ვირს: ვის რა­ში აინ­ტე­რე­სებს, სად მა­ლავს ყაზახი თა­ვის მათ­რახს პირ­ველ სა­ქორ­წი­ნო ღა­მეს? - რა­ში გა­მო­გად­გება ეს? არა­ფერ­ში! მაგ­რამ, რომ გა­მო­იც­ნობ, ეს მა­გა­რი მუ­ღა­მია“.

ახლა სერ­გო თევ­დო­რა­ძე სა­ტე­ლე­ვი­ზიო თა­მა­შების შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნის­თვის ემ­ზა­დება, სა­დაც - ია მეტ­რე­ვე­ლი­სა და და­ვით რა­ფა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ უწევს თა­მა­ში: „ჩე­მი გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ მი­წევს ბრძო­ლა და ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის მო­ვი­გებ, - რომ მო­ვი­გებ, ამა­ში დარ­წმუ­ნებული ვარ“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია