დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უსინათლო მომღერლის პირველი ალბომი
2009/09/30 13:09:43

18 სექ­ტემბერს კლუბ-რეს­ტო­რან „ბერ­მუხაში“ სტუ­დია „ბალა­დის“ პირ­ვე­ლი ალბომის პრე­ზენ­ტა­ცია იმით გახლდათ განსხვა­ვებული, რომ მი­სი ავ­ტო­რი უსი­ნათ­ლოა. ხვი­ჩა სი­მო­ნი­ას­თვის ეს პირ­ვე­ლი ალბომი­ა, რო­მელ­შიც სხვა­დასხვა ჟან­რი­სა და სტი­ლის 15 სიმ­ღე­რაა შე­სუ­ლი და ყვე­ლა ასა­კის მსმე­ნე­ლის­თვი­ს გან­კუთ­ვნი­ლი.

 

ხვი­ჩა თვლის, რომ თხზვა სი­ა­მოვ­ნებაა, შეთხზუ­ლის დაბეჭ­დვა - პა­სუხის­მგებლობა. ზუს­ტად ამ ნიშ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს შე­მოქ­მე­დებითად დახუნ­ძლუ­ლი ადა­მი­ა­ნიც, რო­მე­ლიც ჯოჯოხეთუ­რად შრო­მობს და თავს არ ზო­გავს იმი­სათ­ვის, რომ საქ­მე ბოლომ­დე მიიყვა­ნოს. ალბომ­ზე მუ­შაობაც ფრი­ად შრო­მა­ტე­ვა­დი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მის­თვის.

„დის­კზე 4 თვე ვმუ­შაობდით, ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­სი­კო­სი იყო ჩარ­თუ­ლი. არა­ვინ დაგვხმა­რებია, ჩვე­ნი მომ­ღერ­ლების ძა­ლებით გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი. აქ არის რო­გორც ბალა­დები, ასე­ვე, რო­კი, რე­პი, პაპ­სა... ყვე­ლა სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყვარს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც „ბრმა­თა ქა­ლაქს“ გა­მო­ვარ­ჩევ­დი, რო­მე­ლიც ჩემს მდგო­მა­რეობას შეეხება. ტექ­სტის და მუ­სი­კის ავ­ტო­რიც მე ვარ“, - გაგ­ვან­დო ხვი­ჩა სი­მო­ნი­ამ.

იგი შე­ე­ცა­და, მუ­სი­კით გად­მო­ე­ცა, რაც მის სულ­ში ხდება:             „ეს რომ სიტყვებით ყოფი­ლიყო შე­საძ­ლებელი, მუ­სი­კა არც იარ­სებებდა“. მის სიმ­ღე­რებში სწო­რედ ის სიტყვებია, რაც ბოლომ­დე არ ით­ქმის. ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, იმ სუ­ლი­ერ სი­ცა­რი­ე­ლე­ზე, უმოქ­მე­დობაზე, უსიყვა­რუ­ლობაზე მოგ­ვითხრობენ, რაც, რო­გორც გა­სულ, ისე ახლან­დელ სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერ­თი უდი­დე­სი პრობლე­მაა.

„სა­უ­კუ­ნე 20“, „შავ­თვა­ლა“,         „ლა­მა­ზი წუ­თები“, „სევ­დის ქალს“, „იწ­ვი­მებს ისევ“, „ყინუ­ლის ქა­ლა­ქი“, „არე­მა­რე“... - ეს იმ სიმ­ღე­რების ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რო­მელ­თა უმე­ტე­სობა სევ­და­შია ჩაფ­ლუ­ლი და რომ­ლებსაც მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლებელი თე­მურ ხითა­რიშ­ვი­ლი და მომ­ღე­რა­ლი მა­დო­ნა ტყაბლა­ძე ას­რუ­ლებდნენ. რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ხვი­ჩა სი­მო­ნი­ამ თა­ვა­დაც შე­ას­რუ­ლა.

„საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო მას­თან მუ­შაობა, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­ა, ყოველ­თვის უყვარს რე­პერ­ტუ­არ­ში სიახლეების შე­ტა­ნა. სხვა­თა­შო­რის, დღემ­დე მხოლოდ როკს მღე­რო­და და ერ­თობლი­ვი ძა­ლებით უკ­ვე გა­ვე­დით პოპ­ზე, რეპ-როკ­სა და პოპ-როკ­ზეც. ყოველ­თვის მძი­მე მუ­სი­კას მღე­რო­და და თვი­თონ მო­ინ­დო­მა სიახლის შე­ტა­ნა რე­პერ­ტუ­არ­ში, უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი რომ ყოფი­ლიყო და ხალხის­თვის არ ყოფი­ლიყო და­მამ­ძი­მებელი. რე­პერ­ტუ­არ­ში გვაქვს სიმ­ღე­რები დღე­ვან­დელ ცხოვ­რებაზე, სიყვა­რულ­ზე, ახალ­გაზ­რდობაზე... ვმუ­შაობთ ყვე­ლა­ნა­ირ სტილ­ზე, ალბომი რომ ყვე­ლა თაობის­თვის იყოს მო­სას­მე­ნი“, - გვითხრა თე­მურ ხითა­რიშ­ვილ­მა.

ხვი­ჩა სი­მო­ნი­ას არ­ჩილ გოგბერაშ­ვილ­თან ერ­თად საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც აქვს შექ­მნი­ლი, რო­მე­ლიც ცე­რებრა­ლუ­რი დამბლით და­ა­ვა­დებულ ბავ­შვებს ეხმა­რება.

„ინ­ვა­ლიდ­თა დახმა­რებისა და დახელოვ­ნების ლი­გა გახლავთ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, ის და­ფუძ­ნდა 2005 წელს და ერ­თი წლის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნობაა, რო­მელ ქა­ლაქ­შიც ჩა­ტარ­დება საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძიება თუ კონ­ცერ­ტი, იმ ქა­ლაქ­ში ცე­რებრა­ლუ­რი დამბლით და­ა­ვა­დებულ ბავ­შვებს და­ვეხმა­როთ. მე და ხვი­ჩა მსგავს საქ­მი­ა­ნობას 1998 წლი­დან ვე­წე­ო­დით, ოღონდ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სახელით. ქუ­თა­ის­ში ასე­თი 35 ბავ­შვია და­ფიქ­სი­რებული, რო­მელ­თაც სის­ტე­მა­ტუ­რად ვეხმა­რებით“, - აღ­ნიშ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ცია „ინ­ვა­ლიდ­თა დახმა­რებისა და დახელოვ­ნების ლი­გის“ გამ­გეობის თავმჯდო­მა­რემ არ­ჩილ გოგბერაშ­ვილ­მა.

სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბით კი­დევ არა­ერ­თი ქა­ლა­ქის შე­მოვ­ლას გეგ­მა­ვენ.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია