დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს
2013/05/30 18:42:08

დღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ ტელევიზიაში არსებული მდგომარეობა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ელისო ჩაფიძის თქმით, შეხვედრაზე გახელაძისგან ვერ მოისმინეს სათანადო პასუხები შემდეგ კითხვებზე:თუ რა მიზეზით დაუგროვდა ტელევიზიას ამდენი ვალი, რატომ მოხდა რუსულენოვანი ტელევიზია „პიკის“ დახურვა, რა მიზეზით მოხდა ათობით ჟურნალისტის სასმახურიდან გათავისუფლება, რატომ არ არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე  ჟურნალისტური გამოძიება და რა მიზეზით არ ინტერესდებოდა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თუ რა ხდებოდა რეგიონებში, უბედური შემთხვევების გარდა.

უმცირესობის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი კი გახელაძის მიერ წარდგენილ ანგარიშზე უმრავლესობის შეკითხვებს აფასებს როგორც  ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას. მისი განცხადებით, შეიქმნა შთაბეჭილება, რომ უმრავლესობის წევრები გახელაძისგან ცოდვების მონანიებას ითხოვდნენ. ,, უმრავლესობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ისეთ შეკითხვებს უსვამდნენ იქმნებოდა განწყობა, რომ ამ კომიტეტის სხდომის მიზანი არა კითხვების დასმა, არამედ გახელაძისგან იმის გაგება იყო ინანიებს თუ არა წინა წლებში მის მიერ ჩადენილ ქმედებებს“. - ამბობს თაქთაქიშვილი. 

თაქთაქიშვილის აზრით, ასეთი ტიპის განხილვა აჩენს შესაძლებლობას, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა მოხდეს. „ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დავიცვათ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გარეშე ძალების ჩარევისგან, განსაკუთრებით, ხელისუფლების ჩარევისაგან. “ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

კანონპროექტთა პაკეტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილებების შეტანის“ თაობაზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია