დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ ვაღიარებთ განსხვავებულს, აღიარეთ თქვენც“
2013/04/28 22:09:45

„ჩვენ ვაღიარებთ განსხვავებულს, აღიარეთ თქვენც“ – ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებას უმასპინძლა დღეს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრმა. ღონისძიებას ორგანიზატორობა ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. მონაწილეები კი ამავე ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ, რომელთაც სცენაზე დახმარებას ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უწევდნენ.

თეატრში მისულმა საზოგადოებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციართა მიერ საოცარი ინტერპრეტაციით შესრულებული ნახატები, თიხის ნივთები და ნაჭრის თოჯინები დაათვალიერა. თითოეულ ნამუშევაში ავტორთა უსაზღვრო ნიჭიერება იგრძნობოდა,  ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა გაოცება გამოიწვია, თუმცა ღონისძიების კულმინაცია ბენეფიციართა მიერ უზადოდ შესრულებული თეატრალური წარმოდგენა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ასევე მათ მიერ წაკითხული ლექსები და გაჟღერებული ქართული ჰანგები იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. შეხედულება საზოგადოების რიგით წევრებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა შორის შესაძლო განსხვავებაზე, რაც თეატრში მისვლამდე არსებობდა, ღონისძიების დასრულებისთანავე  გაქრა და თეატრში მისული საზოგადოებისათვის ცენტრის ბენეფიციარები საზოგადოების სრულყოფილი წევრები გახდნენ.  ღონისძიების მიზანიც, სწორედ არსებული სტიგმის დამარცხება და საზოგადოების არასწორი შეხედულების დამსხვრევა იყო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გოჩა ბაკურაძე: „დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმითაც, რომ გავცდით ჩვენი რაიონის ფარგლებს და ხონის შემდეგ,  ქუთაისში, ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში  მოვაწყვეთ შეხვედრა. ეს ადამიანები, რომლებიც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გადიან მკურნალობას, არაფრით განსხვავდებიან იმ საზოგადოებისგან, სადაც მათ უწევთ ყოფნა. ამით კიდევ ერთხელ გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი ბენეფიციარები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათაც ძალუძთ თანიანთი ნიჭიერების და ადამიანური გრძნობების თუ უნარების ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის.“

„მე შემიყვარდა ეს ხალხი“, „ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან“, „მე  მრცხვენია იმ დამოკიდებულების, რაც მათ მიმართ მქონდა“, „ჩვენ ნამდვილად უნდა შევცვალოთ ურთიერთობა ჩვენს შორის“ - აღნიშნავდნენ თეატრში მისული მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ სიყვარულს უწყვეტი აპლოდისმენტებით და ცრემლებით გამოხატავდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია