დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკა მემანიშვილი თავის მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს
2012/10/09 19:43:13

 რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ნიკა მემანიშვილის (ნიკოლოზ რაჭველი) განცხადება, რომელშიც ის თავის მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავს. გთავაზობთ ამ განცხადებას უცვლელად:

 „ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც შესაძლოა აზრს წელიწადში ორჯერ ვეკითხები, მაგრამ ყოველთვის ვუჯერებ და ვითვალისწინებ, მითხრა, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც სულ ერთი არაა ჩემი მუსიკალური შემოქმედება, ელოდება ჩემს მოქალაქეობრივ, პოლიტიკურ ან უბრალოდ ადამიანურ გამოხმაურებას ყოველივე იმის მიმართ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება!

 მე კი მგონია, რომ ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე... იმის მაგივრად რომ მყისვე ქუჩაში დავმდგარიყავი და ჩემი შინაგანი პროტესტი გამომეხატა ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი იმ ხალხისთვის, რომელთაც სირცხვილის დერეფნების გავლა უწევდათ ჩვენს მოსასმენად... როგორც ჩანს თანაბარი ვალდებულება აღმომაჩნდა საზოგადოების ორივე ნაწილის მიმართ, ვინც აპროტესტებს და აქციაზე დგას და ვინც აპროტესტებს, მაგრამ მაინც მოდის დარბაზში...

და ყოველივე ამის პარალელურად მე ძალიან განვიცდი, თუ თითოეული ასეთი საღამო უფრო და უფრო მაშორებს ჩემს ხალხს, რომლისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვწერ, ვაორკესტრებ და ვასრულებ... მეც, ისევე, როგორც თქვენ, აღშფოთებული და შეძრული ვარ მომხდარით, მეც, ისევე, როგორც თქვენ, მინდა რომ ეს აღარასოდეს მოხდეს ჩემს ქვეყანაში და მეც, ისევე, როგორც თქვენ, მინდა, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც ასეთ შეურაცყოფას აყენებდა თავის ქვეყანას! ეს ერის მოღალატეობაა! ქვეყნის ღალატი ყველაზე დიდი დანაშაულია ოდითგან, თუმცა ყველა დროში მოიძებნენ მსგავსნი და როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ხვედრია, სამწუხაროდ... ეს არ არის ჩემი პოლიტიკური განცხადება, მე არც ერთი პარტიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არ მინდა, გამოვიყენო ჩემი სიტყვა, ვინაიდან მგონია, რომ ყველგან მოინახებიან კარგნი და ცუდნი, ჭკვიანნი და უგუნურნი, მაღალნი და მდაბალნი, მთავარია როცა ვინმე აშავებს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ არ მივცეთ გასაქანი... და მგონია, რომ ახლა სწორედ ეს მოხდა... და თუ კი მე ვინმეს გულს გტკენთ ჩემი შემოქმედებითი პროცესის შეუწყვეტლობით გულწრფელად გთხოვთ, მომიტევოთ, მე ძალიან, ძალიან მიყვარხართ..."

 

ნიკა მემანიშვილი /ნიკოლოზ რაჭველი" 

 ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და  სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი.   

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2797
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია