დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მატვეი განაპოლსკი: „ვისწავლოთ საქართველოსგან კონსტიტუციის დაცვა“
2012/10/04 23:01:26

რუსმა  მიმომხილველმა  მატვეი განაპოლსკიმ თავისი ბლოგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მიუძღვნა. მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ მის შეფასებებს.

საქართველოში გაიმარჯვა კონსტიტუციამ და არა სააკაშვილმა ან ივანიშვილმა. წერს თავის ბლოგში მატვეი განაპოლსკი;
„პირველად ვხვდებით მშვიდობიან, თავისუფალ არჩევნებს, სადაც ხელისუფლებას სხვა კონფიგურაცია ექნება,  პრემიერი კი  იქნება პარლამენტთან კონსენუსის შედეგად არჩეული  პიროვნება. პირველად ვხვდებით არჩევნებს, სადაც მმართველი პარტიის ლიდერი დამარცხებას აღიარებს და  მოქმედ პრეზიდენტად ყოფნის პირობებში  ოპოზიციაში გადადის და ეს ყველაფერი პოსტსაბჭთა ქვეყანაში ხდება “-წერს მატვეი განაპოლსკი.
მიმომხილველის აზრით, ხელისუფლებას მოუწევს დაშვებული შეცდომების გაანალიზება და იმის გარკვევა თუ რატომ მოხდა, რომ „აშენებდნენ-აშენებდნენ“ და მაინც ნახევარ ქვეყანაზე მეტმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
განაპოლსკის მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას  დასჭირდება  ისწავლოს მუშაობა არა მორჩილ ოპოზიციასთან , არამედ რელურთან.   ოპოზიციას კი როცა „წარმატებისგან თავბრუსხვევა“ გაუვლის , ორი არასასიამოვნო რამეს გაარკვევს.  კერძოდ, იმას რომ სააკაშვილი და მისი პარტია ჰაერში არ აორთქლებულან და იმასაც  რომ მათთან მუშაობა, კამათი და კომპრომისის
ძებნა მოუწევთ. „ესმის ეს ოპოზიციას? არის მზად ამისთვის? " -  კითხულობს განაპოლსკი და დასძენს,  რომ  ეს პერიპეტიები ბოლოსდაბოლოს საქართველოს შიდა საქმეებია.
„ჩვენი საქმეა, ვისწავლოთ საქართველოსგან არა მხოლოდ გზების, იუსტიციის სახლების მშენებლობა და შესანიშნავი პოლიციის შექმნა, არამედ ვისწავლოთ მთავარი -კონსტიტუციის დაცვა, თუნდაც ჩვენდა საზიანოდ და აღვფრთოვანდეთ საქართველოს მოქალაქეების მშვენიერი თვისებით - არა მხოლოდ იოცნებონ ბედნიერებაზე, არამედ  შიშის გარეშე აშენონ ის“- წერს მატვეი განაპოლსკი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია