დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღებების შესაძლო აკრძალვას აპროტესტებენ
2012/09/23 18:51:52

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს მიმდინარეობს იმ დადგენილების განხილვა, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მისვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში ფოტო და ვიდეო გადაღება აიკრძალება. კომისიის განმარტებით, კენჭისყრის დროს გადაღება საარჩევნო პროცესს ხელს უშლის, ასევე, ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლად აღიქმება.

ცსკო–ს თქმით გადაღება არ აიკრძალება მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა.შ.) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც ფოტო-ვიდეოგადამღები აპარატები გატანილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობიდან. მოცემულ შემთხვევებში გადაღების ნებართვას გასცემს კომისიის თავმჯდომარე. 

 

ასეთი დადგენილების არსებობამ დღეს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა საზოგადოებაში. ამ დადგენილებას მოწინააღმდეგეები ჰავს კომისიაშიც და არასამთავრობო სექტორშიც.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრას და მისგან შესაძლო ცვლილებებზე დეტალურ განმარტებას ითხოვენ. 
ითხოვენ. 

ამჟამად ცსკო–სთან აქცია მიმდინარეობს, რომელშიც "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის", "არჩევნის თავისუფლებისთვის" და პრესის ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.  მათი განმარტებით, საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვა დაუშვებელია. 
"ამ დადგენილების მიღების შემთხვევაში ქვეყანაში იქნება სრული სიბნელე და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ იარსებებს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

(გ.გ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია