დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს ეთნიკური წმენდის მომწყობთა მიერ გაცემული დოკუმენტების აღიარებას
2013/07/02 22:03:25

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა გაავრცელა სპეცისლური განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  არსებული მარიონეტული ხელისუფლების მიერ გაცემული პირადობის დოკუმენტების და პასპორტების სრული ლეგალიზაცია. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის საქართველოსა და რუსეთის თანამომხსენებლების საქართველოსა და რუსეთში 12-16 მაისს განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშიდან. დოკუმენტიდან ცნობილი გახდა რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ თანამომხსენებლების ინფორმირება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა, ე.ი. პაატა ზაქარეიშვილმა მოახდინა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პირდაპირ დარტყმას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. იმ დროს როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი სულ უფრო მეტი მოქალაქე სარგებლობდა როგორც საქართველოს პასპორტებით ასევე სტატუს ნეიტრალური დოკუმენტებით, ამ ნაბიჯის გადადგმა არაღიარების პოლიტიკისათვის ზურგიდან დარტყმის ტოლფასია,“ განაცხადა პარლამენტის წევრმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერის მონაწილემ შოთა მალაშხიამ.

„ჩვენ გვახსოვს რომ მინისტრმა ზაქარეიშვილმა სტატუს ნეიტრალურ სამგზავრო  დოკუმენტებს, რომლებიც უკვე აღიარა აშშ-მ, იაპონიამ და ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ, „უვარგისი“ უწოდა. გაუგებარია რატომ უნდა განაგრძონ საქართველოს მეგობრებმა არაღიარების პოლიტიკა, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი არალეგალური დოკუმენტების არაღიარებაა, მაშინ როცა ჩვენ თავად ვაღიარებთ ეთნიკური წმენდის მომწყობთა მიერ გაცემულ დოკუმენტებს,“ დასძინა მან.

დანართი: ამონარიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის საქართველოსა და რუსეთის თანამომხსენებელთა, ასევე მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის ანდერს ჰერკელის მიერ 12-16 მაისს განხორციელებული ვიზიტის ანგარიშიდან:

მუხლი 48: …მან [საქართველოს მთავრობამ] ასევე მოხსნა ის წესები, რომლებიც ართულებდა საქართველოს შიგნით მოგზაურობას იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნდათ  აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტები და ისინი აღიარა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად.

48. …It has also removed rules that complicated travel inside Georgia for those with Abkhazia and South Ossetia issued so-called “passports”, accepting them as valid ID documents within the Tbilisi-controlled territories.

დოკუმენტის მისამართი: http://www.assembly.coe.int/CommitteeDocs/2013/amondoc14rev_2013.pdf

იხ. ბმული: http://unm.ge/?m=6&news_id=100

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია