დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია თევდორაძე:"დიმიტრი კოპალიანი დროსა და სივრცეშია დაკარგული"
2013/07/02 17:57:27

„ჩვენ ვემიჯნედით იმ პროცესებს, რაც ხდება ქალაქის მერსა და „პატრიოტებს“ შორის. ამიტომ ნუ ხდება ნაციონალების ხსენება, რადგან ნაწილი,ამბობს, რომ ჩვენ ალიანსში ვართ კოპალიანთან, ნაწილი კი გვაბრალებს, რომ „პატრიოტებთან“ ვთანამშრომლობთ. ჩვენ გაცილებით მეტი საქმე გვაქვს, ვიდრე მერიის გარემოცვასა და ყოფილ ნაციონალებს შორის ძალთა გადანაწილება. აქვე მივმართავ დიმიტრი კოპალიანს,რომ საკუთარი პრობლემები საკუთარ გარემოცვაში გაარკვიოს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაანებოს თავი“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ  კოპალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობაში მას ხელს გარდაქმნილი და გარდაუქმნელი ნაციონალები უშლიან.

„დიმიტრი კოპალიანი სივრცესა და დროშია დაკარგული და ამის გამო ის არაადეკვატურია“-განაცხადა გია თევდორაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ნაციონალები“ „ პატრიოტების“ ინიციატივას მერისათვის იმპიჩმენტის გამოცხადებასა ამ ეტაპზე არ იზიარებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია