დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მორიგი განცხადება
2013/06/22 19:35:27

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო ოკუპაციის ხაზთან ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე, წყლისა და სასაფლაოების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მხარეებს დახმარებას დაპირდნენ.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ამის შესახებ სხდომის თანათავმჯდომარეებმა დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ 35-ე შეხვედრაზე განაცხადეს.

"მხარეებმა  ის ინციდენტები და მოვლენები განიხილეს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 მაისის შეხვედრის შემდეგ. მათი შეფასებით, მდგომარეობა ზოგადად მშვიდი იყო, დაფიქსირდა მოქალაქეთა დაკავების მხოლოდ მცირედი შემთხვევები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟების ინტენსივობის ზრდა და მისი გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და მათ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან მიმართებით. შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ, მონაწილე მხარეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სიტუაციიდან პრაგმატული გამოსავლის მოძებნაში - ეს ეხება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემას წყლისა და სასაფლაოების ხელმისაწვდმობასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე განიხილეს დაპატიმრებულ, დაკარგულ და ძებნილ პირებთან დაკავშირებული საკითხები, ხაზი გაუსვეს ზოგიერთ პოზიტიურ მოვლენასაც. კიდევ ერთხელ დაფიქსირეს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით პრევენციული გაფრთხილების მნიშვნელობა", - აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2768
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია