დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფელ ცხუნკურში მოკლული მოზარდის მშობლები საქმის გამოძიებას ითხოვენ
2013/06/22 13:27:22

დღეს ქუთაისის სამხარეო სამმართველოსთან 2006 წელს გარდაცვლილი ვალერ ჯიმშელეიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 7 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიებას მოითხოვენ. გარდაცვლილის მშობლებს გამომძიებელი შეხვდა და საქმის ხელახალ გამოძიებას დაჰპირდათ.

ნანა ჯიმშელეიშვილი, გარდაცვლილის დედა: „2006 წლის 27 ნოემბერს მომიკლეს  შვილი. 7 წელი გადის უკვე,  წინა ხელისუფლების დროს არ მოხდა ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება. მოვითხოვ ახალი მთავრობისგან დამიდგეს გვერდით, 16 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზები დაადგინოს და დამნაშავე პირები დაისაჯონ. ბავშვის გარდაცვალების  საქმეს თუ არ გამოიძიებენ, სხვას რას გამოიძიებენ? წლების განმავლობაში დავდიოდით სამხარეოში, გამომძიებელ პაატა კუბლაშვილთან, გვიპასუხებდა, რომ საქმეს იძიებდა, ასეთი პასუხით გაგვიშვებდნენ უკან. შეგვპირდა ახალი გამომძიებელი, რომ ხვალ ამოვლენ და საქმის ხელახალ გამოძიებას დაიწყებენ. იმედია მიიყვანენ ამ საქმეს ბოლომდე.“

ბესარიონ ჯიმშელეიშვილი, გარდაცვლილის მამა: „იმ დღეს ტყეში ვმუშაობდით ერთად, მოგვიანებით ბავშვი  სახლში დავტოვე და წავედი. იმის მერე ჩემი შვილი აღარ მინახავს, დავიწყეთ ძებნა, ყველგან მოვიძიეთ, თუმცა ვერ ვიპოვეთ. მესამე დღეს მეზობელმა იპოვა ტყეში ღორები, რომ ჭამდნენ, ძაღლებს კი სხეულის ნაწილები მიჰქონდათ, დამწვარი იყო მთელი სხეული. ვითხოვთ დაგვიდგნენ გვერდით და გამოიძიონ ჩემი შვილის გარდაცვალების საქმე ბოლომდე!“

შეგახსენებთ, რომ 7 წლის წინ 16 წლის ბავშვის მკვლელობა წყალტუბოს რაიონში სოფელ ცხუნკურში მოხდა, საქმესთან დაკავშირები ერთადერთი ვერსია არსებობდა, რომლის მიხედვითაც ბრალი მეზობლის ბიჭს ედებოდა. მან  უკანასკნელად ნახა გარდაცვლილი,  თუმცა გამოძიების მიერ, მომხდართან დაკავშირებით, მხოლოდ მოწმეები დაიკითხა და დამნაშავე ამ დრომდე ვერ იპოვეს. ასევე, უცნობია მოტივი თუ, რის გამო მოხდა 16 წლის ახალგაზრდის მკვლელობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია