დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მასშტაბური საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში ქვედა დონეებსაც შეეხება
2013/06/18 14:58:50

მამუკა მღვდელაძე: „ზუსტად ვიცი, რომ თანამდებობეს ვერ შეინარჩუნებენ ისინი, ვინც ქუთაისის მერიაში  „ზონდერსაქმიანობას“ ეწეოდ

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება. ოპტიმიზაციის ფარგლებში თანამდებობებს დატოვებენ ვიცე-მერები, სამსახურების უფროსები და სპეციალისტთა დიდი ნაწილი. საერთო ჯამში, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესს თანამშრომელთა 15%-ზე მეტის სამსახური შეეწირება.

პირველ ეტაპზე პოსტებს  სამსახურების უფროსები დატოვებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობიდან 16 ხელმძღვანელი გათავისუფლდება.  როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ამბობს, ცვლილება მხოლოდ ორი სამსახურის ხელმძღვანელს არ შეეხება.

არაოფიციალური ინფორმაციით, პოსტს შეინარჩუნებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე.

რაც შეეხება ვიცე-მერებს, მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ სამივე პოსტს უკვე დასახელებული კანდიდატები (თენგიზ თოფურიძე, კოტე ლომიძე, გია შარაბიძე) დაიკავებენ.  მღვდელაძე არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები ქვედა დონეებსაც შეეხოს.

„დიახ,  ეს ცვლილებები, ალბათ, შეეხება ქვედა დონეებსაც.  15 % -ით მაინც უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა.  ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ყველა ქვეყანაში.  თუUვინმე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი,  დიახ, ასეა და ამაში არც არაფერია უჩვეულო. ახალ მერს უნდა, რომ  საკუთარი გუნდი ჰყავდეს. ზუსტად ვიცი, რომ თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ ისინი, ვინც ამ ხნის განმავლობაში „ზონდერსაქმიანობას“ ეწეოდა მერიაში,“ -ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ქუთაისის მერიის ყველა თანამშრომელმა ე.წ. გაფრთხილების წერილი 17-დან 20 მაისის ჩათვლით მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ 20 ივნისამდე  გახდება ცნობილი,  ვინ  დატოვებს თანამდებობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია