დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთში საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაახშო
2013/06/16 11:58:31

თურქეთის პოლიციის სპეცრაზმმა გეზის სკვერი ტაქსიმის მოედანზე დემონსტრანტებისაგან გაათავისუფლა. ამჟამად, პოლიცია და ქალაქის დასუფთავების სამსახურები სკვერის დასუფთავებას აწარმოებენ. მიმდებარე ქუჩებზე პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებები მოგვიანებითაც გაგრძელდა.

თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში მმართველი პარტიის მხარდამჭერ მრავალათასიან მიტინგზე, ყველა მომიტინგეს გეზის სკვერის დატოვებისაკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, "უშიშროების ძალებმა იციან ეს როგორ გააკეთონ". პრემირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეზის სკვერი "ეკუთვნის ხალხს და არა იქ დაფუძნებულ არალეგალურ ორგანიზაციებს".

ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები თითქმის ორი კვირა გრძელდებოდა. აქციების დროს მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. აქცია, რომელიც გეზის პარკში მრავალწლოვანი ხეების შენარუნების მოთხოვნით დაიწყო, პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც მარავალჯერ გამოიყენა. დემონსტრანტები ერდოღანს დიქტატურაში ადანაშაულებდნენ და მის გადადომას მოითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 3 000 კაცს გადააჭარბა. ექიმები 26 დაშავებულის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. 

 

ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია