დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში რუსული ოკუპაცია მდუმარე აქციით გააპროტესტეს
2013/05/31 20:24:42

საქართველოს საზღვრებთან განვითარებული მოვლენებს ქუთაისში მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ. ადგილობრივი მედიისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, დაგმეს საქართველოს სადემარკაციო ხაზის დარღვევის ფაქტი და ხელისუფლებას ქმედითი  ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. „დღევანდელი აქცია სიმბოლურად არის მდუმარე, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მაშინ, როცა ირღვევა ჩვენი ქვეყნის საზღვრები, დუმილის დრო არ არის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და  საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინონ რეაგირება და დაიცვან  ქვეყნის მთლიანობა. დღევანდელი აქციის სლოგანია: „ ჩვენ ერთ გოჯა მიწასაც არ დავთმობთ!“  –განაცხადა ასოციაცია „ჟურნალისტები რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ და აქციის ორგანიზატორმა, ნანა შენგელიამ.

„ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ვაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის საზღვრის კიდევ ერთხელ დარღვევის ფაქტს. აუცილებელია, ამაზე საზოგადოება რეაგირებდეს და აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას“ -ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“ წარმომადგენელი მანანა მანაგაძე.

აქციას ტრანსფარანტებით ხელში ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებიც. „თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის საზღვრები. ამ აქციით ვაპროტესტებთ საქართველოს ოკუპაციას და მოვითხოვთ მის დეოკუპაციას. “ -ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი მაია ერაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია