დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სვანებმა ფიცი დადეს, რომ „ხუდონჰესის“ აშენებას არ დაუშვებენ!
2013/05/08 17:11:45

მესტიის რაიონის დაბა ხაიშის მოსახლეობამ, იქვე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წმინდა გიორგის ხატთან ფიცი დადო, რომ “ხუდონჰესის” მშენებლობას შეეწინააღმდეგებიან და არ დაუშვებენ.                                 ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში ამასთან დაკავშირებით შვიდი თემის მაცხოვრებლები ჩავიდნენ. მათი განცხადებით “ხუდონჰესის” მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ხაიში და მთლიანად სვანეთი საფრთხის წინაშე დადგება.

“ხუდონჰესის” მშენებლობით წყლით დაიფარება მთლიანად სვანეთი, მათ შორის, ჩვენი სალოცავები და ის ეკლესია, რომელიც მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული და ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევებმა მოაღწია. ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით აღადგინა ეს სალოცავი. გარდა ამისა წყლით დაიფარება ჩვენი წინაპრების საფლავები. “ხუდონჰესის” მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ხაიშის მოსახლეობას, არამედ მთლიანად სვანეთს და საქართველოს. ჩვენ ხატზე დავიფიცეთ დღეს, რომ შევეწინააღმდეგებით აქ “ხუდონჰესის” მშენებლობას. ჩვენ ფიცს არ გავტეხავთ”-აცხადებენ ხაიშში მცხოვრები სვანები.

ფიცის დასადებად დაბა ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მხოლოდ მამაკაცები მივიდნენ. თითო ოჯახიდან თითო მამაკაცი. ფიცის დადების ცერემონიალი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია