დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კობა დავითაშვილი: „კონსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გვჭირდება“
2013/03/04 17:36:24

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რიგით მეორე შეხვედრამდე, რომლის მთავარი თემა,სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება, უმრავლესობის წარმომადგენლებმა კვირის ეს მთავარი პოლიტიკური მოვლენა შემდეგნაირად შეაფასეს:

„პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით მე, როგორც ერთ პარლამენტარს, დიდი მოლოდინი არ მაქვს. მე ვფიქრობ,  პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს რომ ქვეყანაშიგანსხვავებული პოლიტიკური მდგომარეობაა შექმნილი. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ სიცრუეს მისი მხრიდან, რომელიც ხუთ წუთში გაქარწყლდება ხოლმე. ის ასეთივესიცრუეში აცხოვრებდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, მაგრამ როგორც ჩანს, იმ დროს გარკვეული წრეები ვერ ბედავდნენ მისთვის პირადპირ ეთერშვე ეთქვათ, რომ ტყუოდა. დღეს გამართულ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული შემდეგი საპარლამენტო ცხოვრება. როგორც ჩემი კოლეგები უმცირესობიდან ამბობენ სავარაუდოდ, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. თუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ყველაფერი დაადასტურა დღევანდელ შეხვედრაზე, მაშინ ჩვენ მარტის ბოლოს კენჭს ვუყრთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მივიღებთ და შემდეგ ყველანი ერთად მოვუსმენთ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მაინც ვუყრით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს მარტის ბოლოს და ეს ცვლილებები მაინც გავა, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს აღარ მოუსმენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს პარლამენტში არ მივიღებთ და კონსტიტუციას დავარღვევთ. ის მობრძანდება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ სიტყვით გამოსვლა უმრავლესობის გარეშე, ცარიელ დარბაზში მოუწევს“ - ირინა იმერლიშვილი.

პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კობა დავითაშვილს. მისი აზრით, ამ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან „ვაჭრობა“ საჭირო საერთოდ არ არის.

„პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა შედგება, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები არ გამაჩნია. რაში გვჭირდება პრეზიდენტთან კონსულტაციები კონსტიტუციურ ცვლილებებზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა უკვე გვაქვს.         „დიდი ხანია, რაც 100 კაცზე მეტი გვყავს ანუ ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციის შესაცვლელად“ - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია