დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი სპორტსმენები თემურ ცამციშვილს სოლიდარობას უცხადებენ
2013/03/04 17:10:01

დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში ქუთაისელმა ტიტულოვანმა სპორტსმენებმა და ოლომპიურმა ჩემპიონებმა ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამახურის უფროსს   თემურ ცამციშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქცია სოლოდარობის ხასიათს ატარებდა და მასში  ის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც წლების მანძილზე მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის  სამსახურთან საქმიანი თანამშრომლობა ჰქონდათ და რომელთაც  ერთობლივად არაერთი სპორტული პროექტი განახორციელეს.

დათო უსტიაშვილი (საკალადბურთო გუნდ "ქუთაისი 2000 მთავარი მწრთვნელი):                 " ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა  და თანადგომა თემურ ცამციშვილს. ჩვენს ქალაქში კალათბურთი  არ იყო წლების მანძილზე.  ახლა რომ არის და ამდენი მაყურებელი ჰყავს,  ეს სწორედ თემურ ცამციშვილის დამსახურებაა. ჩვენ კი დღეს ამ სამსახურის ხელმძღვანელის გარშემო არსებულ ვითარებაზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ."

ნინო უჩაძე (საქართველოს ნაკრების წევრი ტყვიის სროლაში): " მთელი ქალაქის სპორტული საზოგაოება შეიკრიბა სპორტის სასახლეში, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ თემურ ცამციშვილს,  ვინაიდან შემიძლია იმის თქმა, რომ თემური ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ძალიან მაღალი შედეგები ჰქონოდათ სპორტსმენებს. ყველას მხარში ედგა, ვინც იმსახურებდა."

 

მხარდასაჭერ აქციაზე იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც  ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა  აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირებით, უბრალოდ, მათ დღეს დაურეკეს და სპორტის სასახლეში მისვლა სთხოვეს, რესპონდენტებმა მოგვიანებით ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამახურის უფროსს ბრალი 182–ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი უფლება–მოსილების გადამეტებით გამოყენებას და თანხის გაფლანგვას გულისხმობს. წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცამციშვილს 4 -დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკითხვაზე მყოფმა თემურ ცამციშვილმა დუმილის უფლებით ისარგებლა, როდისთვის არის ჩანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდგომი პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია