დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დარჩება კობადავითაშვილი ფრაქცია „ქართულოცნებაში“ ?
2013/02/19 16:01:11

დღეს საქართველოს პარლამენტში 19:00 საათზე უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი, სადაც კობა დავითაშვილის საკითხის განხილვაც იგეგმება.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ამბობს,  კობა დავითაშვილის მწვავე განცხადებების მიუხედავად, არ არის მოსალოდნელი,რომ მან დღეს ფრაქცია დატოვოს.

„როგორც წესი, სასესიო კვირის დაწყების წინ პარლამენტში განსახილველ საკითხებზე უმრავლესობის შეხვედრა იმართება.  ერთ-ერთი საკითხი დღეს იქნება კობა დავითაშვილის ფრაქციაში დარჩენის საკითხი.  თუმცა მე არამგონია, რომ ამ საკითხის განხილვა ტრაგიკულად დასრულდეს.  მართალია დავითაშვილი გაცხარდა ერთ-ერთ გადაცემაში, მაგრამ არა მგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ მან დატოვოს უმრავლესობამ ან ფრაქციამ მოითხოვოს მისი წასვლა. მინდა ვთქვა ისიც, რომ თავად დავითაშვილმა მოითხოვა დღეს შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა“ - განაცხადა იმერლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავად კობა დავითაშვილი უმრავლესობის სხდომამდე კომენტარს არ აკეთებს.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია