დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი სტუდენტების აქცია უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ
2013/02/11 14:50:52

დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს სიმბოლურად ვარსკვლავიც გაუხსნეს სახელწოდებით, „გიორგი-ტურისტი“. სტუდენტები რექტორს სამსახურეობრივ გულგრილობასა და სახელმწიფოს ხარჯზე არამიზნობრივ მივლინებებში სიარულში ადანაშაულებენ.  „სამსახური ამ ადამიანისთვის გახდა მხოლოდ გავლითი, ის არ ინტერესდება იმ პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს  უნივერსიტეტში და დიდ როლს თამაშობს მის განვითარებაში. ამ აქციებს განვაგრძობთ მანამდე ვიდრე რაიმე კონკრეტულ ქმედებებს არ დავინახავთ რექტორის მხრიდან“. განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა მირიან გეწაძემ.

სტუდენტების ბრალდებას, რომ რექტორი არასდროს არის სამუშაო ადგილას, როდესაც მათ რაიმე პრობლემა აქვთ და მისი გადაჭრა ესაჭიროებათ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.  „უნივერსიტეტი ჩართულია მრავალ საერთაშორისო პროექტში სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ რექტორს ხშირად უწევს მივლინებებში სიარული. რექტორის მიერ დაგეგმილი ყველა ვიზიტი  უნივერსიტეტის მომავალ განვითარებასა და საერთაშორისო მასშტაბით მისი ცნობადობის გაზრდას ემსახურება. ბევრი ლექტორი დაადასტურებს იმას, რომ უნივერსიტეტი დღეს უფრო ცნობილია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში უკვე საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიან სტუდენტები. მაგალითად, გვყვას დოქტორანტები ერაყიდან და პოლონეთიდან“ იმერი ბასილაძე _ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელი.

სტუდენტების განცხადებით აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. მათი თქმით, საპროტესტო აქცია ხვალაც გაიმართება, მაგრამ უკვე სხვა ფორმით. 

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია