დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზღვრის გადმოკვეთისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში აღარ დაიჭერენ
2013/02/07 14:37:50

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს კანონის პროექტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ“.

ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგელობისგან თავისუფლდება ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მხრიდან პირველად გადაკვეთს.

„ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაბრალებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება გვინდა. არავითარ შემთხვევაში არ ვგეგმავთ ამ კანონის გაუქმებას, უბრალოდ დავიწყეთ ზოგიერთი პოზიციის გადახედვა. ცვლილებების თანახმად, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლის წესის დარღვევაზე პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში გადაგვაქვს. ცვლილების თანახმად, თუ ადამიანი პირველად დაარღვევას ამ წესს, მას ჯარიმა დაეკისრება და მხოლოდ ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლის სამამართლის პასუხისგების საკითხი“, - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მინისტრი ფიქრობს, რომ ჯარიმის ოდენობა სერიოზული უნდა იყოს. ზაქარეიშვილის თქმით, ამ კანონის შედეგად ციხეებში ხვდებოდნენ ძირითადად საქართველოს მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები, რომელთათვისაც ქართული კანონმდებლობა უცხო იყო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია