დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და გურამ ოდიშარიას
2012/10/18 00:26:02

გავრცელდა საზოგადობის ნაწილის ღია წერილი  ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ დასახელებული კულტურის მინისტრობის კანდიდატს, გურამ ოდიშარიას  მიმართ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 

"ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებს, საჭიროდ ჩავთვალეთ ამთავითვე მოგმართოთ თხოვნით, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ კადრების შერჩევას, რომელიც გახდება კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის წინაპირობა.

 მოგეხსენებათ, კულტურა არის ის მთვარი ქვაკუთხედი, რითიც ერის იდენტიფიკაცია ხდება. კულტურა გვსაზღვრავს და გვადგენს, როგორც ერს. ჩვენი სურვილი, უპირველეს ყოვლისა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მიღებულმა არასასურველმა გამოცდილებამ განაპირობა: რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც კულტურის სამინისტრო კადრების შერჩევისას პრიორიტეტს ანიჭებდა პარტიულ ერთგულებას და არა პროფესიონალიზმს.

 ამის შედეგად კი მივიღეთ გაუცხოება კულტურის სამინისტროს, ხელოვანსა და საზოგადოებას შორის. გთხოვთ, აქედანვე გავმიჯნოთ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთისგან. კულტურას უთუოდ უნდა ჰქონდეს თავისი პოლიტიკა, მაგრამ იგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, როგორც წინა ხელისუფლებ(ებ)ის დროს. სახელოვნებო სფეროს ვერტიკალი არ უნდა იყოს ერთი კაცის ან ერთი ელიტური ჯგუფის ინტერესს მორგებული და ერთ რომელიმე სფეროზე კონცეტრირებული. სამინისტროს დარგობრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სრულად ვაცნობიერებთ მინისტრის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, უახლოეს პერიოდში განხორციელდეს კონსულტაციები ამავე დარგებში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კულტურის ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან, რომლებთან კონსულტაციის შედეგად განისაზღვრება და ჩამოყალიბდება კულტურის პოლიტიკა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არასდროს ყოფილა მკაფიოდ არტიკულირებული. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და შენარჩუნებული, არამედ შეიქმნას თანამედროვე ხელოვნების განვითარების პერსპექტივა.

 

თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე

თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე

ზაზა ბურჭულაძე, მწერალი

ნინი ფალავანშვილი GeoAIR, კურატორი

ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნე

სოფო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, გაზეთი “24 საათი”

ნინია კაკაბაძე, კინომცოდნე

სოფო ტაბატაძე, მხატვარი

სალომე მაჩაიძე, მხატვარი, რეჟისორი

ქეთი მაჭავარიანი, კინორეჟისორი

სალომე ჯაში, კინოდოკუმენტალისტი, “საქდოკ ფილმი”

ანნა ძიაპშიპა, კინოპროდიუსერი, “საქდოკ ფილმი”

ცირა ელისაშვილი, კულტურის მენეჯერი

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი, კინოჟურნალსტი (ჟურნალები “ფოკუსი”, “თბილისი აუთ”)

ლეო ნაფტა, პოეტი

ალექსანდრე ნავერიანი, მწერალი, პუბლიცისტი

ლიკა ჭკუასელი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის დირექტორი

ნინი სანადირაძე, კულტურის მენეჯერი

გიორგი ხასაია, პოეტი, მულტიმედია არტისტი

გიორგი პაპაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის

ეროვნული ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი

თამუნა ჭაბაშვილი, მხატვარი, თბილისის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი

ელისო სულაკაური, არქიტექტორი

თეა ჯორჯაძე, ხელოვანი

თომა ჩალაძე, DJ, პროდიუსერი

ნინო ჯინჭარაძე, კულტურის მენეჯერი, კინოპროდიუსერი

ანუკა ცერცვაძე, მხატვარი

სალომე ჯოგლიძე, რეჟისორი

ელენე ფასური, რეჟისორი

თეა თელია, მხატვარი

ნიკოლოზ ჰუმანოიდი, არტისტი

კოტე ჩლაიძე, რეჟისორი, კულტურის მენეჯერი, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

ნინო ორჯონიკიძე, კინოდოკუმენტალისტი, “არტეფაქტ პროდაქშენ”, ლექტორი, GIPA

ვანო არსენიშვილი, კინოდოკუმენტალისტი, “არტეფაქტ პროდაქშენ”

ლევან კიტია, რეჟისორი

ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი

ნინო ბურკვაძე, მხატვარი

სალომე სიხარულიძე, არქიტექტორი

თამთა-თამარ შავგულიძე, ხელოვნებათმცოდნე

ანუკა ლომიძე, კინომცოდნე, თანამედროვე კავკასიური კულტურის ინტერნეტ-ჟურნალი

ლალი პერტელავა, ხელოვნებათმცოდნე

ხათუნა ჩხეიძე, მთარგმნელი

ნინო მხეიძე, კინომცოდნე

მარინა ხატიაშვილი, ხელოვნების ისტორიკოსი

ანა შანშიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე

ბექა სუხიტაშვილი, ხელოვნებათმცოდნე

ნოდარ სუმბაძე, არქიტექტორი

რუსუდან მირცხულავა, ხელოვნების ფსიქოლოგი

ელენე მეჩითოვა, Kavkaz Jazz ფესტივალის დირექტორი

თამარ კიკნაველიძე, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი

მარიამ გაჩეჩილაძე, ხელოვნებათმცოდნე

ნინო დანელია, ხელოვნებათმცოდნე

მიხეილ გოგრიჭიანი, მხატვარი

ნინო ქორიძე, მსახიობი, მხატვარი

სოფო ლაპიაშვილი, ხელოვნების მენეჯერი

გიორგი სპანდერაშვილი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

გიორგი გიორგანაშვილი, მსახიობი

თამუნა გურჩიანი, კულტურის მენეჯერი

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, ჟურნალისტი, კულტურული ინოვაციის ცენტრის

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია