დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა
2012/10/16 16:26:09

პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა ბიძინა ივანიშვილს. პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებულება გამოსცა. მანჯგალაძის განმარტებით, ბრძანებულება ამოქმედდება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის, ბ, ც პუნქტის და 33 მუხლის შესაბამისად,

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 4 აპრილის დასკვნით ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია