დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა მოხდა ლო­პო­ტის ხეობაში?
2012/09/10 14:37:23

ლო­პო­ტის ხეობაში ჩა­ტა­რებული სპე­ცო­პე­რა­ცია ჯერ კი­დევ განსჯის სა­გა­ნია. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ მი­სი ჩა­ტა­რებიდან კვი­რა­ზე მე­ტი გა­ვი­და, კითხვის ნიშ­ნები ჯერ კი­დევ არ მოხსნი­ლა. ოფი­ცი­­ლუ­რი ვერ­სია ექ­სპერ­ტებს და ოპო­ზი­ცი­­რად განწყობილ პო­ლი­ტი­კო­სებს არ­ცთუ და­მაჯერებლად მი­აჩ­ნი­ათ.

 

ლო­პო­ტის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ტა­ლები ასე­თია: და­ი­ღუ­პა 3 სპეც­რაზ­მე­ლი, და­იჭ­რა 5, ლიკ­ვი­დი­რებული იქ­ნა  შე­ი­ა­რა­ღებული დაჯგუ­ფების 11 წევ­რი, რო­მელ­თა­გან 7 პი­როვ­ნების იდენ­ტი­ფი­კა­ცია მოხდა. მათ შო­რის ორი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თავ­და­პირ­ვე­ლად გა­კე­თებულ განცხადებებში ხაზს უს­ვამ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეები არ იყვნენ და­ღუ­პულ ბოე­ვი­კებს შო­რის, თუმ­ცა შემ­დგომ­ში სა­მი­ნის­ტრო იძუ­ლებული გახდა ეღი­ა­რებინა შეც­დო­მა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­მო­აქ­ვეყნა სა­იტ­ზე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოპე­რა­ცი­ის დაწყების­თა­ნა­ვე გა­ნაცხადა, რომ შე­ი­ა­რა­ღებული ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ვერ­სი­უ­ლი მიზ­ნებით იმყოფებოდა.

„ჩვენს ხელთ არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო კი­დევ ერ­თი სპექ­ტაკ­ლი და კი­დევ ერ­თი სისხლი­ა­ნი ავა ბნ­ტი­უ­რა ხელი­სუფ­ლების­გან, რა­საც შე­ე­წირ­ნენ ადა­მი­ა­ნები.“ - ასე აფა­სებს ლო­პო­ტის ხეობაში ჩა­ტა­რებულ ან­ტი­ტე­რორის­ტულ ოპე­რა­ციას „სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს გზის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო მდი­ვა­ნი თე­­მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძე.

კავ­კა­სი­ის სა­კითხებში ექ­სპერ­ტის მა­მუ­კა    არე­ში­ძის   ინ­ფორ­მა­ცი­ით, „შე­ი­ა­რა­ღებული დაჯგუ­ფების 4 წევ­რი შსს-ს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­დუ­ლის შე­ნობაში ჰყავს“. ამის შე­სახებ არე­ში­ძემ „ფორ.გე“-ს პრეს­კლუბში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხადა. არე­ში­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ჯერჯერობით, გა­და­სა­მოწ­მებელია. რაც შეეხება შე­ი­ა­რა­ღებული დაჯგუ­ფების იმ წევ­რებს, რომ­ლებიც შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით იძებნებიან, ექ­სპერ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრები უკ­ვე და­ტო­ვეს.

მა­მუ­კა არე­ში­ძე: „ჯერჯერობით, კი­დევ უამ­რა­ვი პა­სუხგა­უ­ცე­მე­ლი კითხვა არ­სებობს. მო­გეხსე­ნებათ, არ­სებობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. ყვე­ლა­ზე მყარი ვერ­სია, რო­მელ­საც ეთანხმება სა­ზო­გა­დოება, გან­სა­კუთ­რებით ად­გი­ლობრი­ვი (ვგუ­ლისხმობ რო­გორც თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის, ასე­ვე ახმე­ტის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებლებს) არის ის, რომ ეს რაზ­მი სამხრე­თი­დან ჩრდი­ლო­ე­თი­სა­კენ მი­დი­ო­და და არა პი­რი­ქით, რო­გორც თა­ვი­დან ცდი­ლობდნენ სა­ზო­გა­დოების დარ­წმუ­ნებას. ეს რაზ­მი კვა­ლი­ფი­ცი­რებული მე­ომ­რებით იყო და­კომ­პლექ­ტებული... მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას გან­სა­კუთ­რებულად ამ­ტკი­ცებს ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტების მხრი­დან ნაკ­ლები ყურად­ღება მი­ექ­ცა, ეს არის შე­ი­ა­რა­ღება. რაზ­მი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის ია­რა­ღით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ­ლი­თაც ელი­ტა­რულ­ზე ელი­ტა­რუ­ლი სპეც-რაზ­მებია შე­ი­ა­რა­ღებული. სხვა­თა­შო­რის, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.“

ექ­სპერ­ტმა „ფორ.გე“-სთან საუბარ­ში გა­ნაცხადა, რომ არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ხელი­სუფ­ლების მხრი­დან იმის განცხადება, თით­ქოს ბოე­ვი­კებმა გზა ვერ გა­იკ­ვლი­ეს და ლა­ფანყურელ ბიჭებს სთხოვეს გზის ჩვე­ნება.

„სხვა­თა­შო­რის, ეტყობა, ზო­გი­ერთ ჩვენს ნა­ცი­ო­ნა­ლურ არხს გა­ე­პა­რა და აღ­ჭურ­ვი­ლობას­თან ერ­თად აჩ­ვე­ნეს, რო­გო­რი რუ­კა ჰქონ­დათ ამ ადა­მი­ა­ნებს. მათ ჰქონ­დათ აბსო­ლუ­ტუ­რად სპე­ცი­ფი­უ­რი რუ­კა, საბჭო­თა პე­რი­ო­დის გა­მოშ­ვების და მარჯვე­ნა ზე­და კუთხეში მას  ეწე­რა  „секретно“, ანუ ეს არის სამხედ­რო რუ­კა, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებთან ბრძო­ლა­ში ჩვენ სა­მი სპეც-რაზ­მე­ლი დავ­კარ­გეთ. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მა­თაც შეს­ძლებიათ ბრძო­ლა  - მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ იქ რა­ღაც ისე­თი მოხდა, რა­მაც 11 კა­ცის სიკ­ვდი­ლი გა­ნა­პი­რობა. რო­გორც ჩანს, გა­დარ­ჩე­ნი­ლებმა მი­ი­ღეს ბრძო­ლა და კარ­გა­დაც იბრძო­ლეს. მოკ­ლედ, მე იმის თქმა მინ­და, რომ ეს იყო კვა­ლი­ფი­ცი­რებული რაზ­მი, კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი და შე­საბამი­სი რუ­კებიც ჰქონ­დათ. ამ­დე­ნად, ისი­ნი იმ­დე­ნად კარ­გად იყვნენ მომ­ზა­დებულები, რომ მათ არა­ნა­ი­რი გამ­ცი­ლებელი არ სჭირ­დებოდათ,“ - ამბობს ბატო­ნი არე­ში­ძე.

ერთ-ერ­თი კითხვა, რო­მე­ლიც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გაჩ­ნდა, არის ის, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დებოდა კბილებამ­დე შე­ი­ა­რა­ღებული ბოე­ვი­კების რაზ­მი ქვეყნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

„სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლებამ ან უნ­და აღი­ა­როს, რომ ქვეყანა­ში არა­ნა­ი­რი უსაფრთხოების სის­ტე­მა არ არ­სებობს, ან ამ საქ­მე­ში თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლების თა­ნა­მო­მა­წი­ლეობა უნ­და აღი­ა­როს,“ - მი­აჩ­ნია მა­მუ­კა არე­ში­ძეს.

 

ინ­ტერ­ნე­ტის მა­სა­ლების მიხედ­ვით მო­ამ­ზა­და პა­­ტა ცნობილა­ძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია