დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგა ბოკერია ოპოზიციას პასუხობს
2012/08/29 23:48:56

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უპასუხისმგებლოს უწოდებს ზოგიერთი ოპოზიციური სპექტრის განცხადებებს საქართველო–დაღესტნის საზღვართან განვითარებული მოვლენების შესახებ.

რუსთავი2–ის ეთერში მან ასეთი განცხადება გააკეთა:

"სამწუხაროდ ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ოპოზიციური სპექტრის ნაწილი რთულ სიტუაცაში იქცევა უპასუხისმგებლოდ, აკეთებს უსაფუძვლო და აბსოლუტურად უზნეო განცხადებებს. ამჯერადაც სამწუხაროა, რომ ეს ტრადიცია არ დაირღვა. ახლაც მოვისმინეთ აბსოლუტურად უაზრო და გაუაზრებელი განცხადებები. ეს არის სრული აბსურდი. არანაირი კავშირი ამ სიტუაციას არჩევნებთან არ გააჩნია. გასაგებია, რომ პოლიტიკოსებს და ვითომ ექსპერტებს აქვთ ინსტინქტი, რომ რთულ სიტუაციაში მთავარია რაღაც თქვან, მაგრამ არსებობს მინიმალური სტანდარტი საღი აზრის, პატიოსნების და ბოლო-ბოლო მოთმინების - ჯერ ხომ უნდა გაეგოთ რა ხდება, სანამ ხმამაღალ, უსაფუძვლო განცხადებებს გააკეთებდნენ ხელისუფლებისა და საკუთარი ქვეყნის წინააღდეგ",- განაცხადა გიგა ბოკერიამ და იქვე დასძინა, რომ საქართველოში არჩევნები დათქმულ დროს, დემოკრატიულ გარემოში და მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ იმ მძევლების ვინაობაზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ბოევიკებს ჰყავდათ ტყვედ აყვანილი. 
"რამდენიმე ჯგუფი იყო დაკავებული. თავდაპირველად მოტაცებული იქნენ ადგილობრივი ახალგაზრდები. ამის შემდეგ მესაზღვრეთა პატრული, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა ამ მოტაცების შესახებ და რომელიც ადგილზე გადაადგილდებოდა, სწორედ ისინი ამ ახალგაზრდების ნაცვლად იქნა მძევლად აყვანილი. მათ თვითონაც შეუწყვეს ხელი ამას. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიცრები გააგზავნა ამ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად, რომლებმაც დაიკავეს მესაზღვრეების ადგილი და სცადეს იმ გზავნილის მიტანა, რომ ერთადერთი რამ, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა ამ ჯგუფს, იყო მშვიდობიანად ჩაბარება. სამწუხაროდ, ამ ოფიცრებმა უარი მიიღეს და ბუნებრივია, ისინი დარჩნენ მძევლებად. შემდეგ განხორციელდა ოპერაცია ამ მძევლების გასათავისუფლებლად, რასაც მოჰყვა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება",- განაცხადა გიგა ბოკერიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია