დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსული სამხედრო შენაერთები საქართველოს საზღვრებთან?
2012/08/29 14:43:14

„რუსული სამხედრო ძალები კონცენტრირებულნი არიან დაღესტნის მთიან რაიონში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს“ - წერს ერთ-ერთი აზერბაიჯანული საიტი - contact.az-ი, რომელიც თავის მხრივ, დაღესტნულ საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობა. იმავე წყაროს ცნობით, სამხედრო კოლონას მსვლელობის დროს, ერთ-ერთი დაჯავშნული სამხედრო ტრანსპორტი ხეობაში გადავარდა და მასში მსხდომი რუსი სამხედროები დაიღუპნენ.

ადგილობრივი დაღესტნელი მოსახლეობა აცხადებს, რომ სამხედროები აპირებენ  საჰაერო იერიშების გამოყენებით დაბლოკონ ტყის მასივები, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს მოჯახედების ბანაკების განადგურებას. აზერბაიჯანული საიტი მეორე ვერსიასაც განიხილავს, რომლის თანახმად, რუსული სამხედროები საქართველოს წინააღმდეგ ამზადებენ საომარ ოპერაციას.

 საქართველოს საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრირება მიმდირეობს „სტრატეგიული სამხედრო წვრთნა „კავკასია- 2012“-ის სახელით, “რომლის ჩატარებაც სექტემბრისთვის იგეგმება. contact.az –ის განცხადებით, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ცდილობდეს, ზეწოლა მოახდინოს საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციაზე, იმ ძალების მხარდასაჭერად, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას აპირებენ.

თავის მხრივ, მორიგ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო- რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ოპერაციის თაობაზე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით.

"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც  ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო."

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია