დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ („p.s.“) მთავარ რედაქტორს, ქალბატონ ნატო გუბელაძეს...
2010/04/13 14:07:41

გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ („p.s.“) მთავარ რედაქტორს, ქალბატონ ნატო გუბელაძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს

 

გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ („p.s.“) 5 აპრილის ნომერში  ზ. ფურცხვანიძის სახელით გამოქვეყნდა პასკვილი სათაურით: "80 სტუდენტს ჩემს "ALMA MATER"-ში", ხოლო ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ლიტერატურული დანართის 2010 წლის აპრილის ნომერში დაიბეჭდა ნ. დობორჯგინიძის მორიგი წერილი სათაურით: "ორიოდე სიტყვა მეცნიერების მართვისა და განკარგვის საფრთხეზე" (წერილი უფრო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საწინააღმდეგოდაა დაწერილი). უფრო ადრე, 2009 წლის 2 სექტემბრის "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა გ. გოგოლაშვილის ბოლშევიკური სულისკვეთების საგაზეთო მასალა (http://www.opentext.org.ge/09/sakartvelos-respublika/174/174-13.htm). სამაგალითოდ შევეხები მხოლოდ ნ. დობორჯგინიძის დეზინფორმაციას:

თავისი ერთ-ერთი წერილის დასკვნით ნაწილშიც ნ. დობორჯგინიძე მეგრელებსა და სვანებს უძველესი დროიდანვე საკუთარი “ენების” მქონე “ხალხებად" მიიჩნევს, რადგან, მისი არგუმენტით, “ეს არის იმდროინდელი განათლებული მსოფლიოს წარმოდგენა იმ ხალხებზე, რომელთაც საკუთარი ენა აქვთ” (ნ. დობორჯგინიძე, რელიგიური ისტორიოგრაფიის უძველესი წყაროები სამწერლობო და არასამწერლობო ქართველური ენების შესახებ. კრ., ქართული სალიტერატურო ენის საკითხები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. I კრებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო ენის პროგრამა.  რედაქტორი თ. ბოლქვაძე, თბ., 2007, გვ. 264).

სინამდვილე სხვაგვარია: ნ. დობორჯგინიძე ერთმანეთთან არასწორად ათანაბრებს ტერმინებს: სანი და სვანი, კოლხი და მეგრელი; კერძოდ, იპოლიტე რომაელის ტერმინი Σαύνοι მას სვანის აღმნიშვნელო ჰგონია სინამდვილეში Σαύνοι/Σαννοι არის სანი და არა სვანი! შდრ.: სვანი - Σοάνες (სამეცნიერო ლიტერატურაში ერთმანეთთან სამართლიანადაა გაიგივებული სანები და ჭანები, რომლებიც ასევე, ქართველები არიან; ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. ტ.ფუტკარაძე, 2005, გვ. 123-126).  

რაც შეეხება ტერმინ "კოლხს": ძველი ბერძნული წყარობის ტერმინი "კოლხი" მეტწილად ქართველურ თემთა გაერთიანების აღმნიშვნელი უფროა და სულ მცირე, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელ მოსახლეობას აღნიშნავს hemes/advanced/langs/en.js" type="text/javascript"> და არა მხოლოდ ამჟამინდელი მეგრელების წინაპრებს. შდრ.: ძველი ქართული და ბევრი სხვა უცხოური არქაული წყაროც ამტკიცებს, რომ მეგრელი, სვანი, მესხი, ხევსური, ლივანელი, რაჭველი, თუში... ყველა ერთად ქმნის მრავალსაუკუნოვან ქართველ ერს.

 

არ ვაპირებ, ჩემი შემდგომი მსჯელობა ავაგო გოგოლაშვილ-დობორჯგინიძე-ფურცხვანიძეების საეჭვო ღირებულების მასალების მიხედვით; მკითხველისთვის აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ დასახელებული ავტორები ბოლშევიკური პათოსითა და "პოლიტიკური ბეზღობის" ნაცადი სტილით ითხოვენ:

- ჩემი და ჩემი კოლეგების გამოკვლევებისა და სახელმძღვანელოების აკრძალვას;

- ჩემთვისა და ჩემი კოლეგებისთვის მეცნიერული მოღვაწეობის აკრძალვას (ნ. დობორჯგინიძე ქართველ საეკლესიო იარერქებსაც კი უკრძალავს ქართველოლოგიური თემებით დაინტერესებას)! 

 აშკარაა: ამათ კომუნისტური რეჟიმის ნოსტალგია შემოაწვათ.

 

ბოლო ათწლეულებში რუსეთის იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფი საქართველოდან ბრძოლისუუნარო ხალხი უცხოეთში რომ გარბოდა (და უკადრისი საბაბით პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა), ხოლო ზოგი უცხოური თუ სახელმწიფო გრანტებით ქურდულად რომ მდიდრდებოდა, მე და ჩემი კოლეგები ქუთაისში ვატარებდით ქართველოლოგიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, რომლის საერთო სახელი: "ქუთაისური საუბრები" მსოფლიოს ყველა ქართველოლოგმა გაიგო და დააფასა. ამავე კონფერენციებზე, ასევე, გამოქვეყნებულ კრებულებსა ("ქართველური მემკვიდრეობის" 13 ტომში) და მონოგრაფიებში, რომელსაც ყველა აკადემიური დონის მქონე ქართველოლოგი იმოწმებს, ჩვენ ვიმსჯელეთ სამეცნიერო ველში დასმული ბევრი პრობლემის შესახებ; ეს ნაშრომები ირიბი პასუხია აგრეთვე, გოგოლაშვილ-დობორჯგინიძეების მსგავსი "გამოსვლებისათვის"; კერძოდ, ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხები დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ იხილონ წიგნებში:

"ქართველურ ენა-კილოთა განდასების საკითხები, ქუთაისი, 2009;  http://www.scribd.com/doc/23255608/putkaradze-dadiani-L-xach-XXIX-Dialekt-Sesiis-Moxsen;

საქართველოში არსებული კონფლიქტი და მშვიდობის პერსპექტივები, საქართველოს საპატრიარქო, კონრად ადენაუერის ფონდი, თბ., 2009; http://www.scribd.com/doc/9100139/Tariel-Putkaradze-Some-Aspects-of-the-Geopolitical-Strategy-of-Georgia;

 "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ" და საქართველოში ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხი, თბ., 2009. "უნივერსალი"; http://www.scribd.com/doc/12621676/T-Putkaradze-European-Charter-for-Regional-or-Minority-Languages-and-An-Issue-of-Plannig-Linguistic-Policy-in-Georgia;

ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008; "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"; The national language and the dialects of Kartvels (Georgians), Kutaisi, 2008 http://www.scribd.com/doc/8727375/T-Putkaradze-Kartvelta-Dedaena-Da-Dialeqtebi-2008;

"ქართველები", ქუთაისი, 2005; სხვა მასალა იხ.: "ქართველური მემკვიდრეობის" სხვადასხვა ტომებში (ყველა ტომი იძებნება ვირტუალურ სივრცეშიც).

უცხოეთიდან კარგად დაფინანსებულმა მღვრიე საინფორმაციო თუ "სამეცნიერო" დეზინფორმაციებმა ვინმე რომ არ დააბრკოლოს, ქვემოთ მოკლედ შემოგთავაზებთ ჩვენეულ მოსაზრებებს ენობრივ-ეთნიკური კვალიფიკაციების სამეცნიერო პრობლემის პოლიტიზების ისტორიისა და საქართველოსთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. რამდენადაც წმინდა მეცნიერული კუთხით ეს პრობლემები განხილული გვაქვს წიგნში "ქართველები" (ქუთაისი, 2005) და სხვა გამოცემებში, აქ აქცენტს უფრო გავაკეთებთ მეცნიერების პოლიტიზების გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომ:

- გარკვევით გამოჩნდეს, თუ ვინ და რატომ ახდენს მეცნიერების პოლიტიზებას,

- ნათლად აიხსნას ჩვენი "ოპონენტების" არაეთიკური საქციელის რეალური მიზეზი,

- მკითხველს გაუადვილდეს ფსევდოლიბერალთა (ნ. დობორჯგინიძე) თუ ფსევდოპატრიოტთა (გ.გოგოლაშვილი) სახით შემორჩენილი  ბოლშევიზმის არსში გარკვევა.

 

 

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

 

ქართველი ერისა და საქართველოს დანაწევრების

"ევროპულად" შეფუთული რუსული გეგმა

 

პრობლემის გეოპოლიტიკური კონტექსტი

 

1587-1800 წლებ ქართული სამეფო-სამთავროები უშედეგოდ ცდილობდნენ, კეთილმეზობლური ურთიერთობა დაემყარებინათ ახალშექმნილ რუსეთის იმპერიასთან.

1801-1864 წლებ რუსეთის იმპერიამ იარაღის ძალით დაიპყრო ირანთან თუ ოსმალეთთან ბრძოლაში დასუსტებული საქართველო, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (1811) და კავკასიაში მესამე სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა; ამის შემდეგ რუსეთის იმპერია ცდილობს ენობრივ-ეთნიკური პოლიტიზებული "სამეცნიერო კონცეფციებით" საბოლოოდ დაშალოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერი და დაიპყროს მისი ტერიტორია. 1801-1917, 1921-1990 წლებში რუსეთს გეოპოლიტიკური კონტროლი უკანონოდ და უალტერნატივოდ ჰქონდა დამყარებული ამიერკავკასიაში და ახლა ვერ ეგუება რეგიონში სხვა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენას.

დღესაც ქართველი ერი კეთილმეზობლობას ესწრაფვის რუს ხალხთანაც, მაგრამ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებაც ყველა არალეგიტიმური ხერხით ცდილობს, თავისი გეოპოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილოს საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე.

საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება თავისი სასიცოცხლო ინტერესების შელახვას. ეს რუსეთმაც იცის, ამიტომაც, ამჟამად ყველა ხერხით ცდილობს, ევროპულ დონეზე "გააფორმოს" ქართველი ერის "დანაწევრება", თვისობრივად შეცვალოს დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში და დემოგრაფიული სიმძლავრის მართვით სამუდამოდ დამკვიდრდეს კავკასიაში.

ამ მიზნით, ბოლო 150 წელია, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების შეკვეთით პოლიტიზებული ენათმეცნიერები, ეთნოლოგები და ისტორიკოსები (პატკანიანი, უსლარი, გრენი...), ამახინჯებენ რა ქართველი ერის რეალურ ენობრივ-კულტურულ და ეთნიკურ-პოლიტიკურ ისტორიას, ცდილობენ, ქართველთა დიდი ნაწილი არაქართველებად, მათი ისტორიული საცხოვრისები კი - არაქართულ მიწებად გამოაცხადონ.

შენიშვნა: საუკუნისწინანდელი ცნობილი რუსი ემისრები, რომლებიც ცდილობდნენ არაქართველებად გამოეცხადებინათ იმერლები, მეგრელები, სვანები, იყვნენ:

კირილ პეტრეს ძე იანოვსკი (1822-1902) - რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველი 1878-1902 წლებში; აქტიურად იბრძოდა საქართველოში ქართული ენის აკრძალვისთვის (გარდაიცვალა სოხუმში).

 ივან ივანის ძე ვოსტორგოვი (1964-1918) - რუსი საეკლესიო მწერალი და მისიონერი; ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის საეკლესიო და საერო სკოლების ზედამხედველი; რედაქტორი ჟურნალისა: "Духовный вестник Грузинского Экзархата". აქტიურად იბრძოდა საქართველოში ქართული ენის აკრძალვისთვის.  ი. ვოსტორგოვი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2000 წელს წმინდანად შერაცხა. 

ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დღესაც  სამი მიმართულებით მუშაობს:

1. ფსევდომეცნიერული დებულებების საქართველოში პროპაგანდით ცდილობს, რომ ქართველთა ნაწილს მაინც შეუცვალოს ეროვნული მეობა (იდენტობა); მაგ., რუსეთისგან კარგად დაფინანსებული პირები (ი.კორიაკოვი, ვ. ფოიერშტაინი, ჯ. ჰიუიტი და სხვები) დღემდე წარუმატებლად ცდილობენ დააჯერონ სვანები, მეგრელები, ლაზები, აჭარლები, მესხები, იმერლები, თუშები, ხევსურები... რომ ისინი ქართველები არ არიან; უნებურად, ამგვარ პოზიციას საყრდენს უქმნის ზოგი მეცნიერიც, რომელიც დღესაც არასაკმარისი არგუმენტებით ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ენებია: ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური, მესხური, ხევსურული... (საკითხის ისტორიისთვის იხ.: http://www.scribd.com/doc/23255608/putkaradze-dadiani-L-xach-XXIX-Dialekt-Sesiis-Moxsen).

2. მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს, დააჯეროს მთელი მსოფლიო, რომ ქართველები არ არიან: აჭარლები, მეგრელები, ლაზები, სვანები, ხევსურები, მესხები, თუშები და ა.შ. მათი მონაცემებით, საქართველოდ წოდებულ სახელმწიფოში ეს "ეთნიკური ჯგუფები" "იჩაგრებიან" ქართველებისგან (/ქართლელებისგან), რამდენადაც მათ საკუთარი "დედაენების" მიხედვით არა აქვთ სამწიგნობრო კულტურა.  ამ "ხალხებს" ე.წ. "ქართიზაციით" თავს მოხვეული აქვთ "დამპყრობელი" ქართველების ენა; მსოფლიო უნდა დაეხმაროს ამ "დაჩაგრულ" "ეთნოსებს" (საკითხის ისტორიისთვის იხ.: http://bmu.li/HM8).

3. ზოგი უცხოელი თუ ადგილობრივი პირის ავტორიტეტისა და საეჭვო ღირებულების "სამეცნიერო კვლევების" გამოყენებით ცდილობს, დააჯეროს მსოფლიოს ელიტური წრეები, რომ არ არსებობს ერთიანი ქართული კულტურა; რომ საქართველო მცირე იმპერიაა (იხ., მაგ., ე. ბონერის ცნობილი ფრაზა); რომ ქართლელებმა თავის დროზე დაიპყრეს და დღესაც ჩაგრავენ "უმწიგნობრო ენების" მქონე "ხალხებს": მესხებს, აჭარლებს, მეგრელებს, ლაზებს, სვანებს (იხ. ე.წ. ქართიზაციის თეორია).

ამგვარი ფონის შექმნის შემდეგ რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, საქართველოში შექმნან ათამდე ავტონომია და ე.წ. ფედერაცია-კონფედერაციის გზით სამუდამოდ დაანაწევრონ საქართველო.

საერთაშორისო ასპარეზზე დღეს ჩვენ ნამდვილად ვაგებთ სამეცნიერო-საინფორმაციო ომს: ქართველობა დაშლილად ვართ წარმოდგენილნი ავტორიტეტულ ენციკლოპედიებსა და ცნობარებში; შესაბამისად, საქართველოს ეთნიკურ-ენობრივი ისტორიის მიმართ არაადეკვატურ შეფასებებს ავრცელებენ ნეიტრალური ექსპერტებიც კი (იხ., მაგ., ჰ. ტალიავინის დასკვნის ისტორიული ნაწილი; კრიტიკისათვის იხ.: http://www.scribd.com/doc/21919401/T-Putkaradze-Taliavni-Komisiis-Daskvnis-Kidev-Erti-Rusuli-Pasaji; http://www.scribd.com/doc/22580484/T-Putkaradze-pirveli-06-11-09).

ამ ფონზე რუსეთს აქვს რეალური შანსი, არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უკან დაახევინოს ცივილიზებულ დასავლეთს და გეოპოლიტიკური კონტროლი აღიდგინოს ცენტრალურ კავკასიაზე (/ამიერკავკასიაზე).

ჩვენი, ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს ხელისუფლების ვალია, სწორი სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვით დროულად (თუ უკვე დაგვიანებული არ არის!) მივაწოდოთ ცივილიზებულ მსოფლიოს ქართველი ერის (/საქართველოს) აკადემიური ენობრივ-ეთნიკურ-პოლიტიკური ისტორია და ობიექტურად აღწერილი თანამედროვე საქართველოს ენობრივ-ეთნიკური სიტუაცია.

 

რა სახის ინფორმაციებია

ქართველებისა და საქართველოს შესახებ თანამედროვე მსოფლიოში?

 

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის დიდი "მეცადინეობით" თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-საინფორმაციო სივრცეში თითქმის უალტერნატივოდ დღემდეა გაბატონებული პოლიტიზებული ანტიქართული დებულებები, რომლებიც რუსულ გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება; სამაგალითოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე კვალიფიკაციას:

1. 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატლასში "საფრანგეთი და სამყარო" ((La France et le Monde, Atlas) სხვადასხვა ფერით და ეთნიკური სახელით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, აჭარლები, სვანები და ოსები.

2. "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ წიგნში "Europe of the Peoples" სხვადასხვა დროშით და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, სვანები და ოსები.

3. მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2008 წლის მდგომარეობით), საქართველოში ცხოვრობენ შემდეგი ეთნოსები/ხალხები:

აზერბაიჯანელები - 308 000,

ასირიელები (აისორები) - 3 000,

აფხაზები - 101 000,

ბაცბები - 3 420,

ბერძნები - 38 000,

ლაზები - 2 000,

მეგრელები - 500 000,

ოსები - 100 000,

რუსები - 372 000,

სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) - 15 000,

სომხები - 448 000 ,

ურუმები (მუსულმანი ბერძნები) - 97 746,

ქართველები (იმერლები, რაჭა-ლეჩხუმლები, გურულები, აჭარლები, იმერხევლებ-ქართლელები (Imerxev Kartlian), კახელები, ინგილოები, თუშები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები, მთიულები, ფერეიდნელები, მესხებ-ჯავახები) - 3 901 380,

ქართველი ებრაელები - 20 000,

ქურთები - 40 000 და სხვ. (Ethnologue report for Georgia http://www.ethnologue.com).

4. ქართველთა ერთი ნაწილი (მეგრელები, ლაზები, სვანები) არაქართველებადაა გამოცხადებული მსოფლიოს ვირტუალური ისტორიის თანამედროვე გვერდზე; კერძოდ, აზიის განყოფილებაში არსებულ საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში მცხოვრებ "ეთნიკურ უმცირესობათა" განსახლების შემდეგი რუკა:

 

 

რუკას დართული განმარტებების მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებად მიიჩნევა: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ხუნძახური; 4. უდური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური; 7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ კვალიფიკაციების ჩამოსაყალიბებლად ავტორმა (P.J. Hillery) ცხრა წელი იშრომა (1996-2004); ასევე წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, - ადრიან რისკუს (იხ.http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).  

5. ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავისტიკური გამოკვლევების ცენტრის პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის კიმიტაკა მაცუზატოს შესავალი წერილით 2007 წელს გამოქვეყნდა კრებული: «Историографический диалог вокруг непризнанных государств: Приднестровье, Нагорный Карабах, Армения, Южная Осетия и Грузия». ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრი (საპპორო, იაპონია); მასში ვკითხულობთ (გვ. 7): საქართველოს ფარგლებში აფხაზებს ყველა პრივილიგია ჰქონდათ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ავტონომია; მაგრამ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, მაგალითად, მეგრელებს, რომ არ ჰქონდათ საკუთარი სახლმწიფოებრივი წარმონაქმნი, ამიტომაც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ, რათა შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა და იდენტობა.

6. ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია პროფ. ჯ. ჰიუიტის ანტიქართული მოღვაწეობა; ამ ეტაპზე ის "ახალი" ინიციატივით გამოდის; მისი აზრით, მეგრული ენის სახელმწიფო ენად აღიარებით უნდა შეიქმნას სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფო, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას... ასევე, უნდა შეიქმნას კავკასიის კონფედერაცია (რომლის სუბიექტებადაც ივარაუდება: აფხაზეთი, სამეგრელო, საქართველო, აზერბაიჯანი, ყარაბაღი, სომხეთი, სამხრეთი ოსეთი...).

ცნობისთვის: ჯ. ჰიუიტმა ეს მოსაზრება გამოთქვა 1999 წელს წერილში: "თანამშრომლობა კავკასიის საკეთილდღეოდ" (სტატია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას ინსტიტუტს სარეცენზიოდ გადასცა თურქეთში გამომავალი ჟურნალის "ჩვენებურების" რედაქციამ 1999 წელს); იხ., აგრეთვე: Hewitt, B.G. Abkhazia: a problem of identity and ownership. Central Asian Survey, vol. 12, no. 3, pp. 267–323, 1993; Hewitt, B.G. Demographic manipulation in the Caucasus. The Journal of Refugee Studies, vol. 8, no. 1, pp. 48–74, 1995; Hewitt, G. (ed.) The Abkhazians. Curzon Press, 1999. კრიტიკისათვის იხ.: http://www.scribd.com/doc/2273647/Conflict-in-Abkhazia-Cases-of-Cooperation-in-Favour-of-Caucasus-or-again-Confederation-of-Caucasus). "სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფოს" იდეის პროვოცირებით რუსეთის იმპერიულ წრეებს სურთ, საქართველოს საბოლოოდ წაართვან აფხაზეთი.

შდრ., მაგ., ა. დუგინის ხედვა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ (Москва: Арктогея-центр, 1999): "Новый геополитический порядок на Кавказе" предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центр-периферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания "Кавказской Федерации", которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурно-экономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм... (сс. 351-352).

7. პროფ. იური კორიაკოვის მიერ განხორციელებულ პროექტში: "მსოფლიოს ენათა რეესტრი"  ქართველური ენობრივ-ეთნიკური სამყარო წარმოდგენილია 5 ცოცხალ და 1 მკვდარ ენად; კერძოდ: დამოუკიდებელი ენებია: მეგრული, ლაზური, ახალი ქართული, ზემოსვანური (ბალური ენა) და ქვემოსვანური; მკვდარი ენაა ძველი ქართული. მისივე აზრით, დამოუკიდებელი ეთნოსებია (EG):  მეგრელი, ლაზი, ქართველი, ბალელი (ზემო სვანი) და ქვემო სვანი.

გასაკვირი ისიცაა, რომ თანამედროვე ქართველური ენობრივი სამყაროს აღსაწერად ქართულენოვან ვიკიპედიაშიც კი უალტერნატივოდაა წარმოდგენილი ი.კორიაკოვის პროდუქცია (2008 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებით); კერძოდ, ქართული ვიკიპედიის გვერდზე, ლინკით "კავკასიური ენების ატლასი, ქართველური ენები"  გავდივართ შემდეგ რუკაზე (http://linguarium.iling-ran.ru/maps/1-all.gif):

 

 

ცნობისთვის: ი. კორიაკოვი ქართველთა 6 ენას გამოყოფს: მეგრული, ლაზური, ძველი ქართული, საშუალი ქართული, საეკლესიო ქართული, სვანური (ი. კორიაკოვი, 2006, გვ. 39-42; შდრ., აქვე ი. კორიაკოვი 1 დარგუული ენის ნაცვლად 18 ენას გამოყოფს: დარგუულ კილოებს ენებად აცხადებს).

შდრ.: თითქმის ანალოგიურია პროფ. ი. გიპერტის მრავალწლიანი ნამუშევარიც:

 (http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm):

 

 

 

 

საერთაშორისო მიმოქცევაში საქართველოს შესახებ არსებობს ი. კორიაკოვის მესამე რუკაც, სადაც თანამედროვე ენობრივი "რეალობის" ამსახველ რუკაზე სამეგრელოს სახელად მითითებულია Colkhis:

 

ამ არსებითი "სიახლით" (Colkhis = სამეგრელო), ხაზგასმულია ქართულისა და მეგრულის დაცალკევება-დაშორების თითქოსდა ხანგრძლივი ისტორია: ი. კორიაკოვის რუკის მიხედვით გამოდის, რომ მეგრელები ენობრივ-კულტურულ-ეთნიკურად სხვა ქართველებისგან გამიჯნულნი არიან სულ მცირე 3 000 წელია.

 

მეცნიერული საკითხის პოლიტიზების ისტორიისათვის.

 

მეცნიერების პოლიტიზების თვალსაზრისით, საინტერესო მსჯელობა აქვს გ.მელიქიშვილს:

“ქართველთა ეროვნული თვითშეგნება ძლიერდება XIX საუკუნის ბოლოს; ამავე პერიოდში გამოქვეყნდა ფ.ჰომელის ახალი სამეცნიერო თეორია, რომლის მიხედვითაც ქართველობის წინაპრებად მიიჩნეოდა კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის დიდ ნაწილში განფენილი წინარეინდოევროპული მოსახლეობა - “ხალხთა ალაროდიული ოჯახი: ელამელები, კასიტები, ურარტუელები (მათი შთამომავლები არიან ქართველები), პელაზგები, ეტრუსკები, ბასკები... ფ.ჰომელის სამეცნიერო თეორიამ გააძლიერა ქართველთა კონსოლიდაცია, მაგრამ ამ დროს ქართველობის წინააღმდეგ ანტაგონისტურად განეწყვნენ რუსეთის იმპერიის მესვეურნი და ამიერკავკასიაში არსებული ძლიერი სომხური ბურჟუაზია…” (გ.მელიქიშვილი, ნარკვევები, I, გვ.329); ისინი შეეცადნენ, გაებატონებინათ ქართველთა დეზინტეგრაციის ხელშემწყობი სამეცნიერო  თეორიები.

ქართველთა ისტორიის მიმართ თვისობრივად ამგვარი (“გათიშე და იბატონე”) ინტერპრეტირება რუსეთსა თუ ზოგ საზღვარგარეთულ წრეში გრძელდება დღესაც (იხ., მაგ., ი. კორიაკოვის, ჯ.ჰიუიტის, ი.ზეირეკის, ვ.ფოირშტაინისა და სხვათა შემოქმედება). გარეშე ძალები ახლაც ცდილობენ საქართველოში ენობრივ-ეთნიკურ უმცირესობად გამოაცხადონ და ამ გზით წინაპრების მიერ შექმნილ დიდ სამწიგნობრო  კულტურას მოწყვიტონ: ლაზები, მეგრელები, სვანები (ვფიქრობ, ამგვარი "ენობრივ-კულტურული დივერსია" ზოგს უნებურად გამოსდის საკმარისი სამეცნიერო ინფორმაციის არფლობის გამო; იხ., მაგ., http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).

რუსეთის იმპერიის მიზანი უცვლელია: საერთაშორისო საზოგადოებისა თუ საქართველოს მოქალაქეების დეზორიენტირებით საქართველოს ტერიტორიის თანდათანობითი ოკუპაცია და ანექსია, პარალელურად, ქართველობის ენობრივ-ეთნიკური დაშლით ამ ტერიტორიის ისტორიული მფლობელი ერის სრული ასიმილაცია.

უცვლელია ქართველი ერის, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მიზანიც: საკუთარი სახელმწიფოებრიობის გადარჩენით ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენა.

 

დღეს როგორ ხდება "გათიშე და იბატონეს" რუსული გეგმის

ევროპულად "შეფუთვა"?

 

1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი; შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ ერთი წლის ვადაში მოეხდინა ევროკონვენციების რატიფიცირება. ევროკონვენციათაგან საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ დაუდასტურებია "რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტია", რომლის მიზანია მოცემული სახელმწიფოს არაძირითადი, მაგრამ ისტორიული (ავტოქთონი) ეთნოსის ენობრივ-კულტურული დაცვა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთი ნაწილი ჯერჯერობით "ქარტიას" ხელს არ აწერს (მაგ., თურქეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, პორტუგალია...).. მეორე ნაწილი (რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, აზერბაიჯანი, პოლონეთი...) კი რატიფიკაციას აყოვნებს (http://conventions.coe.int/Treaty/Commun/ChercheSig.asp?NT=148&CM=8&DF=12/18/2008&CL=ENG);

მიზეზი: პრობლემურია ისტორიული (ავტოქთონი) და ახალი უმცირესობების (ეთნიკური ჯგუფების) ენების გამიჯვნა; გარდა ამისა, ჩანს, მთავრობები უფრთხიან დეზინტეგრაციულ პროცესებს.

ამგვარივე შიშით შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილეც; საშიშროება მართლაც არსებობს, მაგრამ არა საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, არამედ "რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის" დებულებების არასწორი, საქართველოსთვის სახიფათო ინტერპრეტაციების გამო.

პრობლემას ქმნის ისიც, რომ საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების მიერ დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს რეგიონული თუ უმცირესობის ენების სიის შედგენა (არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ არსებობს კონსენსუსი იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა აღიწეროს ამა თუ იმ ქვეყნის ენობრივი სიტუაცია; ასევე, არც იმ კრიტერიუმების შესახებაა თანხმობა, რომელთა მიხედვით უნდა გაიმიჯნოს ენა და კილო). 

 

ასეთ ფონზე ექსპერტთა თუ დაინტერესებულ ჯგუფთა ინიციატივებით ფართო საზოგადოებასა თუ საერთაშორისო ქსელში განიხილება ურთიერთგამომრიცხავი კვალიფიკაციები საქართველოს ენობრივი სიტუაციის შესახებ; კერძოდ, იმ ენების ჩამონათვალი, რომლებზეც უნდა გავრცელდეს "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ" მერყეობს რამდენიმე ერთეულიდან 12-მდე. დავის საგანია როგორც საკუთრივ ქართველთა კუთხური მეტყველებების ერთი ნაწილის, ისე საქართველოში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით მიგრირებული ეთნიკური ჯგუფების ენების სტატუსი. წინასწარ წარმოვადგენთ ორ ძირითად მოსაზრებას:

I. საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულებების აღების შემდეგ მალევე გამოითქვა მოსაზრება, რომ დამოუკიდებელ თუ რეგიონულ (უმცირესობის) ენად არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო ენის ადგილობრივი ვარიანტები/დიალექტები: ლაზური, მეგრული, სვანური, წოვა-თუშური... ასევე, 180-300 წლის წინ საქართველოში შემოხიზნული და დღეს უკვე კომპაქტურად მცხოვრები  არაავტოქთონი ეთნიკური ჯგუფების ენები, რომლებიც მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო ენებია.

შენიშვნა: მსჯელობისათვის იხ.: ტ.ფუტკარაძე, ღვთისმსახურების ენა - "ყოველთა ქართველთა" ერთიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი (ოფიციალური ენისა და დიალექტების მიმართების საკითხისათვის); ქუთაისური საუბრები - VII, ქუთაისი, 2000; ტ.ფუტკარაძე, საერთოეროვნული სალიტერატურო ენისა და საშინაო სამეტყველო კოდების მიმართების საკითხი ქართული სალიტერატურო ენისა და ქართველური დიალექტების მიხედვით; XX რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები, ზუგდიდი, 2000; ტ. ფუტკარაძე, ნ. ნაკანი, "სვანები სალიტერატურო ენისა და სვანური მეტყველების შესახებ (ქართველთა ეროვნულ-ენობრივი თვითმიკუთვნებულობის საკითხი)", გაზ. "ქართული", 2001, № 7, გვ. 2; ტ.ფუტკარაძე, მონათესავე ენობრივ ერთეულთა კვალიფიკაციის საკითხისათვის, ქართველური მემკვიდრეობა, VII, ქუთაისი, 2003; ტ. ფუტკარაძე, ეთნოლინგვისტური ტერმინები და ევროპული ქარტია უმცირესობათა ენების შესახებ, 2005 (Ethnolinguistic Terms and European Charter for Regional or Minority Languages), "ქუთაისის უნივერსიტეტის გამო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია