დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მანანა არჩვაძის მომხრეები შიმშილობას ეტაპობრივად განაგრძობენ
2009/12/14 14:29:30

ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნით, პირველი პრეზიდენტის ქვრივის - მანანა არჩვაძის მომხრეები ქუთაისში შიმშილობას ეტაპობრივად განაგრძობენ.

დოდო იობიძეს და ჟანა ლეჟავას ჰელსინკის კავშირის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. შიმშილობის მე-17 დღეს მათთან ერთად კიდევ ოთხნი იყვნენ: იზო თოფურია, იზა ცხვირავაშვილი, გულიზა ასათიანი და დავით ბერაძე. ერთმანეთს ყოველ მეორე დღეს ენაცვლებიან, რადგან ასაკის და ჯანმრთელობის გამო უჭირთ - ყველაზე ასაკოვანი 70 წლისაა.

ამბობენ, რომ ცოტნეს უდანაშაულობის, სჯერათ და მათ მთავარ მოთხოვნას, ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ, ცოტნეს უპირობო გათავისუფლება წარმოადგენს.

„მის მიმართ წაყენებული ბრალდება ყოვლად უსაფუძვლოა, სიმართლისთვის ისიც საკმარისია, რომ მთავარ დაზარალებულს - ბარჯაძეს არ კითხავენ, ამას თავად ბარჯალაძეც ადასტურებს. ამასთანავე, კრიმინალური ბიუროს მიერ მომზადებულმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გამსახურდიას ქურთუკიდან აღებული 9 ანაწმენდის ნაცვლად 4-ის აღება მოხერხდა. გამოძიება არც მის დაკითხვას ცდილობს. მოვითხოვთ, საერთაშორისო ნორმების დაცვით დაიწყოს ობიექტური გამოძიება. მივმართავთ საზოგადოებას, ხმა აღიმაღლოს უკანონობის წინააღმდეგ, რაც ბოლო 20 წელია ხორციელდება ქართველი ერის წინაშე. სწორედ ამ უკანონობის მსხვერპლი ხდება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია“, - განაცხადა ჟანა ლეჟავამ.

მოშიმშილეების კიდევ ერთი მოთხოვნა ცოტნეს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაა.

„ამ ბოლო წლებში გამრავლებული საინფორმაციო საშუალებებიდან საზოგადოება უფრო ინფორმირებულია, თუ რა შედეგით მთავრდება ყველა მართალი ადამიანის ბრძოლა. ცოტნე გამსახურდიას დაუყოვნებლივ ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პირველ რიგში სისხლის გადასხმა, მხოლოდ - სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა დოდო იობიძემ.

„დიდი პიროვნებების ნივთს ინახავენ რელიქვიებად და ამხელა ოჯახის და წარმომავლობის ადამიანი ხომ ნამდვილი რელიქვიაა. ისეთი ოჯახის შვილს, როგორიც ცოტნე ბრძანდება, ასეთ საქმეს უკეთებენ, უბრალო ოჯახის შვილს რაღას უზამენ?“ - ამბობენ მოშიმშილეები და აცხადებენ, რომ ცოტნესთან ერთად ბოლომდე იბრძოლებენ სიმართლისთვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია