დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავტოქარხნის დასახლების „ბოსმა“ მოქალაქე სცემა
2009/09/21 13:06:20


ქუ­თა­­სის ავ­ტო­ქარხნის მარ­თვის ტე­რი­ტო­რი­­ლი ორ­გა­ნოს თავმჯდო­მა­რე კახა ხვა­რე­შია მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის მიყენებული ტრავ­მის გა­მო სა­სა­მარ­თლომ  2000 ლა­რით დააჯარი­მა.  

ხვა­რე­შია მე­ზობლის, ნარ­გი­ზა ნემ­სა­ძის მი­მართ გი­ნებას და სიტყვი­ერ შე­­რაცხყოფას არ დასჯერ­და და ქალბატონს რკი­ნის ბოძ­ზე მი­არტყმე­ვი­ნა თა­ვი.   რო­გორც  სა­სა­მარ­თლოს მა­სა­ლებიდან ირ­კვე­ვა, ამ ყვე­ლა­ფერს საჯარო მოხელე გა­მარ­თლებას თურ­მე იმით უძებნის, რომ ახლა მი­სი ხელი­სუფ­ლებაა და, რა­საც უნ­და, იმას იზამს - და­ზა­რა­ლებულს ეს ფრა­ზა მან რამ­დენჯერ­მე გა­­მე­­რა. 

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რით და­ი­მე­დებული ავ­ტო­ქარხნის „ბოსი“, რო­გორც მარ­თვის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ში აგ­ვიხსნეს, ახლა შვებულებაშია და, შე­საბამი­სად, მო­ქა­ლა­ქეებთან ურ­თი­ერ­თობასაც გა­რი­დებულია. არა­და, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობლე­მები მას ად­რეც რომ ჰქონ­და, ამა­ზე ჩვე­ნი გა­ზე­თიც წერ­და.

კახა ხვა­რე­შია სამ­სახურ­ში ვე­რა, მაგ­რამ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხალხში გა­სუ­ლი კი ვნახეთ - იქ, სა­დაც ქუ­თა­ი­სე­ლები სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობისა­გან ის­მენ­დნენ  „ან­გა­რიშს“.

... ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კი მი­სი გა­მამტყუნებული გა­ნა­ჩე­ნი 2009 წლის 16 ივ­ნისს გა­მო­ი­ტა­ნა.

ინ­ცი­დენ­ტი ერ­თი წლის წინ, 2008 წლის 8 სექ­ტემბერს მოხდა. და­ზა­რა­ლებული ნარ­გი­ზა ნემ­სა­ძე ყვება, რომ ის ჯიბლა­ძის ქ. ?29-ში, მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში იმყოფებოდა, რო­ცა მას­თან კახა ხვა­რე­შია შე­ვარ­და. პირ­და­პირ გი­ნებაზე გა­და­ვი­და და ეკა­მა­თებოდა, თუ რა­ტომ და­უნ­გრია მას აგუ­რებით შე­კა­ვებული საყვა­ვი­ლე. თა­ვად ქალბატო­ნი ნარ­გი­ზა ამ­ტკი­ცებს, რომ საყვა­ვი­ლე მი­სი სახლის წი­ნაა და ხვა­რე­ში­ას მას­თან შეხება არ აქვს. ის კი იმუქ­რებოდა, რომ თა­ვის თავ­ზე პა­სუხს არ აგებდა და მოკ­ლავ­და. „მითხრა, აგ­კუ­წავ და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­ზამ­სო,“- იხსე­ნებს და­ზა­რა­ლებული ქალბატო­ნი.

მოგ­ვი­ა­ნებით ნარ­გი­ზა ნემ­სა­ძე თა­ვად კახა ხვა­რე­ში­ას სახლში იმ იმე­დით მი­ვი­და, რომ ეგო­ნა, მე­ზობელი ამა­სობაში დამ­შვიდ­დებოდა და გა­არ­კვევ­და მის პრე­ტენ­ზიებს. „ხვა­რე­ში­ას შე­ვე­კითხე, რა­ტომ მა­გი­ნა, მაგ­რამ იგი იე­რი­შით წა­მო­ვი­და ჩემ­კენ და, რო­დე­საც მო­მიახლოვ­და, თა­ვი და­მარტყა შუბლის არე­ში. ინერ­ცი­ით სახლის საყრდენ ბოძს და­ვარტყი თა­ვის უკა­ნა მხარე და გო­ნი დავ­კარ­გე. იგი ამ დროს გა­სახლებითაც მე­მუქ­რებოდა,“ - გვი­ამბო ნარ­გი­ზა ნემ­სა­ძემ. ინ­ცი­დენ­ტი მას შემ­დეგ დამ­თავ­რდა, რო­ცა ხალხი შე­იკ­რიბა.

მე­ო­რე დღეს კი და­ზა­რა­ლებულ­მა ქალბატონ­მა შე­მა­წუხებელი ტკი­ვი­ლების გა­მო ქუ­თა­ი­სის საოჯახო მე­დი­ცი­ნის ცენტრს მი­მარ­თა. მკურ­ნალ­მა ექიმ-ნევ­რო­პა­თო­ლოგ­მა გო­ჩა ტო­ფა­ძემ მას ასე­თი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა - ქა­ლა-ტვი­ნის დახურუ­ლი ტრავ­მა, ცე­რებრა­ლუ­რი ან­გი­დის­ტო­ნი­ით.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე კახა ხვა­რე­ში­ამ თა­ვი დამ­ნა­შა­ვედ არ სცნო და ამ ამბის სა­კუ­თა­რი ვერ­სია წარ­მო­ად­გი­ნა: 8 სექ­ტემბერს სოფ­ლი­დან დაბრუ­ნებულ­მა შე­ამ­ჩნი­ა, რომ ნარ­გი­ზა ნემ­სა­ძეს ფი­ლა და­ე­ზი­ა­ნებინა და წყალი მიშ­ვებული იყო მი­სი სახლის­კენ, რის გა­მოც ის მი­ვი­და მა­ღა­ზი­ა­ში მას­თან და გა­აფრთხილა, რომ და­ზი­ა­ნებული შე­ე­კე­თებინა. მათ შო­რის ჩხუბი ნემ­სა­ძის მი­ერ დე­დის შე­გი­ნებას მოჰყვა, თვი­თონ მას კი და­ზა­რა­ლებულის­თვის არა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი არ მიუყენებია. სა­სა­მარ­თლომ გან­სასჯელის ეს ჩვე­ნება შეაჯერა წი­ნას­წარ გა­მო­ძიებასა და და გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცებულებებთან და ჩათ­ვა­ლა, რომ ხვა­რე­ში­ას ჩვე­ნება მო­გო­ნი­ლია პა­სუხის­მგებლობის თა­ვი­დან აცი­ლების მიზ­ნით.

სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლებით, კახაბერ ხვა­რე­შია ცნობილ იქ­ნა და­მ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მი­ე­საჯა ჯარი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნობით.

უც­ნა­უ­რი­ა, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლოს მი­ერ ამ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დე­გაც კი, რო­გორც ქალბატო­ნი ნარ­გი­ზა ამბობს, მას­ზე თავ­დასხმა სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ღა­მის სამ სა­ათ­ზე შინ შე­მო­ვარ­დნით და სიტყვი­ე­რი შე­უ­რაცხყოფით გან­მე­ორ­და. მი­სი თქმით, ის პატ­რუ­ლის გა­მო­ძახებას მო­ე­რი­და, იმ დღის შემ­დეგ კი ხვა­რე­შია ოჯახთან ერ­თად სა­კუ­თარ სახლს გა­ე­ცა­ლა.

თა­ვად კახა ხვა­რე­შია სუ­ლაც არ თვლის, რომ ჭირ­ვე­უ­ლი მე­ზობელია და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში ასა­ჩივ­რებს. რაც შეეხება მის ახლან­დელ თა­ნამ­დებობრივ სტა­ტუსს, რო­გორც აგ­ვიხსნა, განცხადება თა­ვად და­წე­რა და სა­სა­მარ­თლოს მი­ერ საბოლოო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე ავ­ტო­ქარხნის მარ­თვის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დებობაზე უფ­ლებამო­სი­ლება შე­ჩე­რებული აქვს. მე­ზობლურ კონ­ფლიქ­ტთან და­კავ­ში­რებით იგი აღ­ნიშ­ნავს: არა­რე­ა­ლუ­რი რო­მაა ბრალ­დება, იმი­ტომ გა­ვა­სა­ჩივ­რეო. შე­კითხვა­ზე - თუ კონ­ფლიქ­ტის ამბავი არა­რე­ა­ლუ­რია (მის რე­ა­ლუ­რობას რამ­დე­ნი­მე მოწ­მე ასაბუთებს) და ასე­ვე ბრალ­დებაც, მა­შინ მე­ზობელს რა მო­ტი­ვით შე­იძ­ლებოდა ეჩივ­ლა? - ის პა­სუხობს: „ეს განსჯის სა­გა­ნი არ არის, ძა­ან ში­ნა­უ­რუ­ლი და პი­რა­დუ­ლია,  სა­მე­ზობლო და­ვაა და სამ­სახურ­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­შია. სამ­წუხარო­ა, საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე რომ  მი­ვი­და, მაგ­რამ იმე­დი­ა, გა­დაწყდება ისე, რო­გორც გვერ­დით მე­ზობელს შე­ე­ფე­რება, თო­რემ მე­ზობელი შე­იძ­ლება იყოს ქუ­ჩის თავ­შიც. მე ვცდი­ლობ, მას­თან გა­მოვ­ძებნო ის ურ­თი­ერ­თობა, რაც ად­რე გვქონ­და, რო­გორც ძმას და დას“.

და­კარ­გავს თუ არა დედ­მა­მიშ­ვი­ლუ­რი გრძნობებით აღ­სავ­სე ხვა­რე­შია ორი­ა­თას ლარ­თან ერ­თად თა­ნამ­დებობას ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლობაში, ამა­ზე ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლების პო­ზი­ცია ჯერ ცნობილი არ არის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია