დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აიას“ შალიკიანთან არაფერი ესაქმება
2009/07/01 09:54:41

ბონდო შალიკიანის შვილთან დაკავშირებული კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას, 2009 წლის 16 ივნისს      „კურიერში“ გასულ რეპორტაჟს კომპანია „აია“ აპროტესტებს.

საინფორმაციო პროგრამის საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ამ რეპორტაჟში ბონდო შალიკიანი მოიხსენიება, როგორც კომპანია „აიას“ წილის მფლობელი.

კომპანია „აიას“ პიარ-მენეჯერმა ლელა სებუამ 18 ივნისს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აიას“ არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია ბონდო შალიკიანთან პარტნიორული ურთიერთობები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია წარსულით დაკავშირებულია მხოლოდ წარმატებულ წარმოებასთან. ტელევიზიით გასულ ინფორმაციას „აიაში“ არა სპეციალურად დისკრედიტაციის მცდელობად, არამედ - ინფორმაციის გადაუმოწმებლობად თვლიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია