დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ სუქდება ზოგიერთი ადამიანი?
2013/07/23 15:38:44

ამ კითხვაზე პასუხი,  ნაწილობრივ, ბუნებაში უნდა ვეძიოთ.

ალბათ, არ იქნება უცხო, თუ ვიტყვით, რომ ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ.თუმცა ზოგჯერ ბიოლოგიური მიდრეკილებაც არ არის საკმარისი.დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას და როგორ ფიქრობს ადამიანი საკვებსა და საკვების მიღებასთან დაკავშირებულ ქცევაზე.

ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან და გამუდმებით საზღვრავენ მისაღები საკვების რაოდენობას, ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევენ სასურველ მიზანს,შედეგი ნაკლებ სახარბიელოა და მოლოდინის საწინააღმდეგოც.მაშინ, რატომ იმატებენ ადამიანები წონაში, თუ გამუდმებით დიეტაზე არიან?

მკვლევარების აზრით, როდესაც ადამიანები დიეტაზე გადადიან ,ხდებიან შეზღუდული მჭამელები და აკონტროლებენ კვების რაციონს მანამ, სანამ არ იგრძნობენ, რომ მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება ; ანუ, ნერვიულობის, სტრესის საფუძველზე ისინი ხდებიან თავშეუკავებელნი და აღარ ამბობენ უარს მაღალკალორიული საკვებით სავსე სუფრაზე. იღებენ ჭარბი რაოდენობის საკვებს.უზომოდ კვება კი იოლად იწვევს წონის მომატებას. თუმცა, მეორე მხრივ, საკვების მიღების ამგვარი ქცევა შეზღუდულ მჭამელს საშუალებას აძლევს, გადაერთოს იმ სტრესული მდგომარეობიდან, რაც მას ვნებს.მისი ცნობიერი, რაღაც დონეზე, აანალიზებს კიდეც  მოსალოდნელ შედეგს, რომელიც თან სდევს ჭარბ კვებას, მაგრამ ფსიქოლოგიური გავლენა იმდენად დიდია,რომ ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას და კვების შეწყვეტის დროს. სწორედ ამიტომ უძნელდებათ ამ ადამიანებს წონის დაკლება.

ამრიგად, პარადოქსია, მაგრამ მუდმივ დიეტაზე ყოფნას შეუძლია წონის მომატების გამოწვევა და არა – დაკლება.

ქეთი უგლავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია