დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვადაგასული კვერცხი და კიბოთი დაავადებული კარტოფილი იმპორტიორ ქვეყანაში დაბრუნდა
2013/06/20 09:48:56

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეალიზაციიდან ამოღებული 228405 ცალი ვადაგასული კვერცხი და 2 491 ტ დაავადებული კარტოფილი იმპორტიორ ქვეყანაში დაბრუნდა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 "სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. ზაფხულის ცხელი პერიოდის რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე გაკეთდება. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდება მალფუჭებადი პროდუქტები, მათი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.  სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეები - ინპექტორები ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებენ, მათ შორის აჭარის რეგიონში 60-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდება. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება გატარდება.  სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. ამ ეტაპისთვის ინსპექტირება ჩაუტარდა 585  ბიზნესოპერატორს; სხვადასხვა დარღვევებზე დაჯარიმდა 109 მათგანი; განადგურდა 563693 კგ საკვებად უვარგისი მყარი და თხევადი სურსათი.  რეალიზაციიდან ამოღებულია 228405 ცალი ვადაგასული კვერცხი; 2 491 ტ დაავადებული კარტოფილი იმპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა, ხოლო  25 ტ კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილი განადგურდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია