დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვის სამინისტრო: მოიძიეთ აუცრელი ბავშვები!
2013/05/10 13:47:09

„საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებისთვის პირველი შეხვედრა გამართა. დავით სერგეენკომ ყველა იმ მნიშვნელოვან პროგრამასა და პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა, რითაც  სამინისტროს ახალი მენეჯმენტი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტუალური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სახელმწიფო იმუნიზაციის, კერძოდ კი, წითელას აცრების პროექტია, რომელსაც საქართვეოლოს მთავრობის ორი ახალი განკარგულება არეგულირებს.

მინისტრის ინფორმაციით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველანარი აცრა უფასოა, მათ შორის მათთვისაც, ვისაც აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, გეგმით გათვალისწინებული რომელიმე აცრა  აქვს გამოტოვებული. უფასოა ასევე ვისურუსული ინფექციის მქონე პირთან კონტაქტში მყოფი ყველა პირისა და მედპერსონალის ვაქცინაცია. დღეისათვის აცრილია 20 000-მდე კონტაქტში მყოფი პირი.

ოფიციალური სტატისტიკით,  საქართველოში წითელას 2 960 შემთხვევაა დაფიქსირებულ, მათ შორის 2 000 შემთხვევა - თბილისში, დანარჩენი კი საქართველოს 52 სხვადასხვა რეგიონში.

სამინისტროს ცნობით, მარტის თვის მონაცემებით, აცრაგამოტოვებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასტაბით 36 000 იყო, კამპანიის ფარგლებში გაწეული აგიტაციის შედეგად კი, ეს ციფრი 7 000-მდე შემცირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ხორციელდება სამხედრო მოსამსახურეთა უფასო აცრებიც.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებას, გაავრცელონ ინფორმაცია, მოიძიონ აუცრელი ბავშვები და  მოახდინონ უფასო ვაქცინაცია.

 ნატო პერანიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია