დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების გაკოტრების პოლიტიკა დაიწყო?
2013/05/08 12:44:31

გოგი წულაია: „სადაზღვევო კომპანიებმა ადამიანთა სიცოცხლეზე უნდა იზრუნონ და არა ფულის შოვნაზე“

სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით: „ჯანდაცვა ადამიანების გადარჩენის საშუალება უნდა იყოს და არა ბიზნესის კეთების“.

ჯანდაცვისა და სადაზღვევო სექტორის დარეგულირების მიზნით, საკანომდებლო წინადადებით პარლამენტისათვის მიმართვას გეგმავენ „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო დაწესებულებებს თანხას არ ურიცხავენ, რის გამოც საავადმყოფოები ექიმების ხელფასების გაცემასა და სამედიცინო ინვენტარის შეძენას ვერ ახერხებენ. აღნიშნული ქმედება ხელოვნურად, სამედიცინო დაწესებულებების გასაკოტრებლად კეთდება. ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ამ საკითხს. სადაზღვეო კომპანიებს საავადმყოფოების გახსნისა და სხვა ბიზნესის კეთების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მათ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა იზრუნონ და არა ფულის შოვნაზე. ქუთაისში, თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სადაზღვევო კომპანიას არ ეკუთვნის, მსგავსი ვითარებაა," - აცხადებს წულაია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია