დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მინდვრის შვიტა
2012/07/16 13:27:13

მინდვრის შვიტა შვიტასებრთა ოჯახს ეკუთვნის. მრავალწლიანი ფესურიანი ბალახია. მრავლდება სპორებით და ფესურის კოჟრებიდან   მიღებული   ამონაყარით. სპორები აპრილ-მაისში მწიფდება.

მედიცინაში შვიტას ვეგეტატიური ღერო და ფოთლები გამოიყენება. შვიტას პრეპარატები არასაკმაო სისხლმიმოქცევით გამოწვეული შეშუპების დროს შარდმდენ საშუალებად იხმარება, აგრეთვე - საშარდე ბუშტისა და შარდსადინარების ანთებითი პროცესების და პლევრიტის სამკურნალოდ.

ასევე, შვიტას წვენი და ნაყენი მიჩნეულია, როგორც დიურეტული საშუალება. წვენს უნიშნავენ ავადმყოფებს, რომელთაც გულის უკმარისობის ნიადაგზე გამოწვეული შეშუპება ჰქონდათ, 15 მლ დღეში სამჯერ, რის შედეგადაც დიურეზის მომატება აღინიშნება. შვიტას ნაყენის დიდი დოზით მიღება იწვევს თირკმლების გაღიზიანებას, ამიტომ მისი გამოყენება ყოველთვის უსაფრთხო არაა.

შვიტას ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: ბალახს აქუცმაცებენ, ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს 1:10 შეფარდებით, ადუღებენ 30 წუთი ნელი დუღილით, აგრილებენ 10 წუთს, ფილტრავენ, ბალახის ნარჩენ მასასაც ხელით წურავენ.

შვიტას წყლით გამონაწვლილს - 4 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი 2 ჭიქა მდუღარე წყალზე, შვიტას ექსტრატს - თითო ჩაის კოვზს დღეში 2-3-ჯერ სვამენ.

ჩემი საგვარეულო რეცეპტებიდან შემოგთავაზებთ რამდენიმეს:

1. მტკივნეული შარდვისას სვამენ თანაბარი რაოდენობით აღებულ შვიტასა და სააფთიაქო გვირილას ცხელ ნახარშს, დღეში 3 ჭიქას.

2. საშარდე ბუშტის სპაზმების დროს ყლუპ-ყლუპობით, მაგრამ ხშირ-ხშირად სვამენ თანაბარი რაოდენობით შერეული შვიტას ბალახისა და ღიღილოს ყვავილების ცხელ ნახარშს. ამავე დროს, საშარდე ბუშტის არეში მასაჟს იკეთებენ, ამის შემდეგ მუცლის ქვედა არეში იდებენ ცხელი ორთქლით დაორთქლილი შვიტათი ავსებულ, თხელი ქსოვილის ტომსიკას.

ხალხური მედიცინა, ჩვეულებრივ, შვიტას ნაყენს გამოიყენებს 20 გრამს ერთ ჭიქა წყალზე, ამ დოზას იღებენ ერთი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, იყენებენ ექსტრატს შარდმდენი ჩაის სახით.

შვიტა ეფექტური სისხლშემადედებელი საშუალებაა ფილტვებიდან, საშვილოსნოდან, თირკმლებიდან, ცხვირიდან და ბუასილური სისხლდენის დროს. ბავშვებში ღამით შარდშეუკავებლობის შემთხვევაში ხმარობენ შვიტასა და კრაზანას ბალახნარევის წყლიან გამონაწვლილს. ზოგი ექიმი აღნიშნავს შვიტას კარგ მოქმედებას ჭაბუკებში ფილტვის ტუბერკულოზის საწყის ფორმაზე.

ხალხურ მედიცინაში აღიარებულია, რომ შვიტას კუჭშემკვრელი, გუმოსტატიკური, შარდმდენი და ჩირქსაწინააღმდეგო თვისება გააჩნია. სვამენ ფილტვების ანთების, ტუბერკულოზის დროს, როგორც დამხმარე საშუალებას კლინიკური მკურნალობის პერიოდში და საშარდე ორგანოების დაავადებისას.

 

თამარ ასკურავა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია