დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხებალახა
2012/05/14 12:29:12

გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიაში. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებთან და არხისპირებში. შხამიანი მცენარეა, ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება კატარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებად.

 

ასევე გამოიყენება მუნის, ნევრალგიის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის სამკურნალოდ და ანთებითი პროცესების ჩასაქრობად ყურებსა და ყელში. გამოიყენება სპირტზე ნაყენი და ფხვნილი დღეში 1-2 გ დოზით რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შეგროვებულ ყლორტების ნახარშს იყენებენ. 1-1/2 კოვზი დაქუცმაცებული ყლორტი (15-20გ) ერთი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე იხარშება 2 ჩაის ჭიქა წყალში. მიიღება სუფრის კოვზით დღეში 2-3-ჯერ, როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და თავის ტკივილის საშუალება.

ასევე ყლორტების ნახარშს: 1 ჩაის კოვზი (1,5-3გ) ნედლეული 1ჩაის ჭიქა წყალზე (ერთი დღის დოზა) სახსრების ტკივილის, ბრონქების ქრონიკული დაავადების, აგრეთვე ნივთირებათა ცვლის მოშლის შედეგად გამოწვეული კანის დაავადებების (ექსუდატური დიათეზის, საყმაწვილო სურავანდის სხვადასხვა გამონაყარის, ეგზემის, პსორეაზის, დერმატოზების), ასთმის, ყივანახველის, ნიკრისის ქარის, წყალმანკის, სიყვითლის, კუჭაშლილობის და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.

ასევე გამოიყენება გაციების დროინდელი და მისი მიზეზებით გამოწვეული შედეგების, ნევრალგიის, რევმატიული ტკივილების, საშარდე ბუშტის ანთების, კუჭაშლილობის, არარეგულარული მენსტრუაციის, ყურების ტკივილის დროს. იყენებენ ნახარშის სახით: 1 ჩაის კოვზ (3გ) ფხვნილადქცეულ ნედლეულს 150გ წყალში 10 წუთს ხარშავენ (10 დღის დოზა) მიიღება 2 ჩაის კოვზი ერთი დღის განმავლობაში. კანის დაავადების დროს სამკურნალოდ ხებალახას ყლორტებისა და ფოთლების ფხვნილს იყენებენ იმდენს, რასაც დანის წვერი აიღებს, (0,10გ) დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

უფრო დიდხანს და მეტი დოზებით მიღება სახიფათოა. ხებალახა, როგორც უკვე აღინიშნა შხამიანია და ექიმის დანიშნულების გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია