დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ
2011/12/13 15:21:00

ქუთაისში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, დევნილ ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს და მამაკაცებს – პროსტატის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ. სამედიცინო შემოწმება ტარდება სკრინინგის ეროვნულ პროგრამასთან თანამშრომლობით, სამედიცინო ცენტრების „ბომონდი“ და  ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერას“ მხარდაჭერით. ასევე ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში მცხოვრებ 70 დევნილს ორი დღის განმავლობაში ჩაუტარდათ უფასო გამოკვლევები. სკრინინგი ტარდება პროექტ „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ( Un Women)  მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ  „ტასოსთან“ პარტნიორობით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია