დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯადოქარი კრაზანა
2011/10/17 12:34:26

ჩვენში კრაზანას ქვევრის სარეცხად ხმარობენ. ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე დიდი პატივით სარგებლობდა, იგი ოთხმოცდაცხრამეტი დაავადების სამკურნალო ბალახად მიაჩნდათ.

თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების მონაცემებით დასტურდება, რომ კრაზანა ძვირფას სამკურნალო მცენარეთა რიცხვს უნდა მიეკუთვნებოდეს. მასში არსებული მთრიმლავი ნივთიერებები, დამღუპველად მოქმედებს 40-ზე მეტი სახეობის მიკრობებზე, თავისი მოქმედებით ანტიბიოტიკია. მიღებულ პრეპარატს ეწოდება „იმანინი“ და გამოიყენება მწვავე სურდოს, ყურის ჩირქოვანი ანთების, ქრონიკული ტონზილიტის, ანგინისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. განსაკუთრებული თერაპიული ეფექტი გამოიღო „იმანინმა“ დამწვრობათა მკურნალობაში. იგი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მეშვეობით მორჩენილი დამწვრობის ადგილზე ნაწიბურები არ რჩება.

კრაზანას პრეპარატებს გამოიყენებენ როგორც სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მწვავე და ქრონიკული არაბაქტერიალური კოლიტის დროს.

კრაზანას ნაყენს აძლევენ ქრონიკული გასტრიტით დაავადებულებს ას მლ დღეში სამჯერ, 1-2 თვის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს ტკივილების გაქრობას, ნორმალური ხდება კუჭის მჟავიანობა და გულწვა.

გამოცდილია აგრეთვე კრაზანას ზეთი, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 500 გრამ ნედლ ყვავილებსა და ფოთლებს ასხამენ 1 ლ მზესუმზირას ზეთს და 500 მ ლ თეთრ ღვინოს, დგამენ 3 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ღვინოს აშორებენ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ, წყლულების, ნაწოლების წინააღმდეგ.

ეს ზეთი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ კუჭის წყლულის სამკურნალოდ - თითო სუფრის კოვზი უზმოზე ან 3 საათის შემდეგ საჭმლის მიღებიდან, 1-2 თვის განმავლობაში.

კრაზანის წყლიან ნაყენს, შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ბალახს, 250 მლ მდუღარე წყალს ასხამენ, დგამენ 2 საათის განმავლობაში და ერთ მესამედ ჭიქას იღებენ დღეში სამჯერ.

70%-იან სპირტზე კრაზანას ნაყენის მოსამზადებლად დაჭრილ ბალახს ასხამენ სპირტს 1:10 შეფარდებით. გამოიყენება პირში გამოსავლებად, 30-40 წვეთის რაოდენობით ½ ჭიქა წყალზე. დასალევად იყენებენ კოლიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებისა და ცისტიტის წინააღმდეგ.

მოგაწვდით კრაზანას საინტერესო რეცეპტებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ღვიძლის დაავადებებისა და ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობისას გამოიყენება ნარევი: კრაზანა 40 გ, მატიტელა - 30 გ. ნეგო - 40 გ. სააფთიაქო გვირილა - 10 გ. და ხეჭრელის ქერქი - 20 გ. ამ კომპონენტთა ნარევს იღებენ 4 სუფრის კოვზს, ასხამენ 1 ლ. ცივ წყალს და მთელი ღამის განმავლობაში დგამენ, ხოლო დილით კი 7-10 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით. სვამენ ერთი დღის განმავლობაში 5-ჯერ. დილით უზმოზე ერთ ჭიქას, რაც დარჩება, 4 ნაწილად ჰყოფენ და ნაწილ-ნაწილ სვამენ მთელი დღის განმავლობაში. კერძოდ, ყოველი საჭმლის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. ამასთან ღვიძლით დაავადებულთათვის რეკომენდებულ დიეტას იცავენ და ღვიძლის არეში სათბურს იდებენ.

თირკმელების მწვავე და ქრონიკული ანთებისას იყენებენ ნარევს: დათვიყურას ფოთლები - 40 გრ. არყის კვირტები - 30 გ. ქაფუნა - 20 გ, კრაზანა - 40 გ. სიმინდის მდედრობითი ყვავილის ულვაში - 20 გ. თავშავას ყვავილები - 20 გ, შვიტა - 30 გ, მატიტელა - 20 გ. ანწლის ფესვები - 20 გ. სააფთიაქო გვირილა - 15 გ. კუჭშეკრულობისას უმატებენ 30 გ ხეჭრელის ქერქს (რომელიც ერთი წლის წინანდელი შეგროვილი უნდა იყოს. ახალი პირღებინებას იწვევს). მომზადებისა და მოხმარების წესი იგივეა, რაც პირველი რეცეპტის შემთხვევაში.

შარდმდენი ნარევი, გამოიყენება სისხლის გასაწმენდად: შვიტა - 40 გ. ლობიოს ჩენჩი - 20 გ. შვრიის ჩალა - 20 გ, კრაზანა - 40 გ, მატიტელა - 20 გ, ანწლის ყვავილები - 30 გ, ღიღილოს ყვავილები - 30 გ. მოხმარება და გამოყენება იგივე, რაც პირველი რეცეპტის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელთ არ გაქვთ სამკურნალო ბალახების ფართო შემადგენლობა, ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ ნარევს: კრაზანა - 20 გ, ნეგო - 30 გ, აყენებენ და ამზადებენ როგორც წინა რეცეპტებს.

ძილის წინ მიცემული ერთი ჭიქა კრაზანის ჩაი ბავშვს ძილის პერიოდში შარდშეუკავებლობას თავიდან ააცილებს.

 

მოამზადა თამარ ასკურავამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია