დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია: „მიშას ხუშტურების გამო, ქუთაისში პრიორიტეტები არასწორად იკვეთებოდა“
2013/06/22 16:12:28

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის სპორტის სასახლეში განხორციელებული სამუშაოები გააკრიტიკეს და ყოფილ ხელისუფლებას უხარისხო მშენებლობებსა და პრიორიტეტების არასწორად გამოვლენაში დასდეს ბრალი.

სააკაშვილის გაპიარებულ სპორტის სასახლეში უხარისხოდ გაკეთებული  სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული, იატაკზე პარკეტის ნაცვლად „ლინენიუმია“ დაგებული, რის გამოც თბილისური გუნდები ქუთაისში არ ჩამოდიან და ქორქიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი თბილისში ტარდება,  პროტესტის ნიშნად კი ქუთაისის გუნდი თბილისში არ ჩადის. სააკაშვილის ხუშტურის გამო გაკეთებულ ყინულის მოედანს 380 000 ლარი ააქვს დაფინანსება, რაგბისთვის მხოლოდ 60000 ლარია გამოყოფილი და  ქუთაისში არ არსებობს ძიუდოს საჭიდაო დარბაზი, მაშინ როდესაც, მსოფლიო და ოლიმპიური სპორტსმენები აღზარდა ამ ქალაქმა. ამიტომ  პრიორიტეტები სწორად უნდა შეირჩეს და ყინულის მოებნისათვის მიკუთვნებული 380000 ლარი სპორტის ყველა სახეობაზე უნდა გადანაწილდეს“-აღნიშნა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია