დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლეგენდარული რაგბისტის დღე ქუთაისში
2013/06/19 15:52:36

დღეს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს და თასის მფლობელს, საბჭოთა კავშირის ორგზის და ევფროპის სამგზის, მსოფლიო უნივრსაიდის ბრინჯაოს პრიზიორს, ჩვენი ქვეყნის სიმბოლური ნაკრების წევრს, საქართველოს და საბჭოთა კავშირის საუკეთესო ბომბარდირს, მე-20 საუკუნის რაგბისტს და საერთაშორისო კლასის ოსტატს, მსოფლიო რეკორდსმენს, ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს, ნუგზარ ძაგნიძეს ეძღვნებოდა.

11 საათზე სახელოვანი სპორტსმენის საცხოვრებელი სახლის ფასადზე გაიხსნა მემორიალური დაფა, მოგვიანებით კი, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში  გაიმართა  ფოტოგამოფენა და ნუგზარ ძაგნიძის   ცხოვრებასა და საქმიანობაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია. წარმოდგენილი ფოტოები სპორტის მუზეუმსა და ოჯახის პირად არქივშია შენახული.

მეგობრებმა და რიგითმა ქუთაისელებმა დამსახურებული სპორტსმენი გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. დღის ბოლოს კი, რაგბში  ნუგზარ ძაგნიძის სახელობის ბავშვთა ფესტივალი გაიხსნა.

ნუგზარ ძაგნიძისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ორგანიზება  ქუთაისის მერიის კულტურის და სპორტის სამსახურმა გაუწია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია