დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლონდონის ოლიმპიადა იწყება
2012/07/27 13:06:13

დღეს ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის საპატივცემულოდ  დიდი ბრიტანეთში არსებული  ყველა ზარი დარეკავს, მათ შორის ცნობილი ბიგ-ბენიც. აქცია, რომელიც მხატვარ მარტინ კრიდის იდეაა,  გაგრძელდება სამი წუთის განმავლობაში.

ლონდონის დროით საღამოს 9 საათზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია დაიწყება ევროპაში ყველაზე დიდი ზარის დარეკვით. ცერემონიაზე დაიხარჯა 42 მილიონი დოლარი და მასში მონაწილეობას მიიღებს ათი ათასამდე მოხალისე. სცენა დაიკავებს 15 ათას კვადრატულ მეტრს, ცერემონიისათვის გამოიყენებენ  12956 დეკორაცის, მილიონი ვატის სიმძლავრის ხმის გამაძლიერებელი სისტემას და 500 დინამიკს. ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია  ჩატარდება ფეხბურთის მოედანზე, რომელსაც დაესწრება 80 ათასამდე ადამიანი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II.

ოლიმპიურ შეჯიბრებებში  მონაწილეობას მიიღებს 204 ქვეყნის ათი ათასამდე  წარმომადგენელი. ცერემონია გაგრძელდება სამი საათი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდამდე ადამიანი უყურებს. ამ მოვლენის მომზადებაზე დაიხარჯა შვიდი წელი და უამრავი ადამიანის შრომა.

ოლიმპიურ ჩირაღდანს ცერემონიაზე მიაბრძანებენ  სამეფო ხომალდით Gloriana მდინარე თემზის გავლით. ამის შემდეგ ჩირაღდანს აანთებენ ოლიმპიური ცეცხლით, რომელიც ანთებული იქნება 16 დღის განმავლობაში, სანამ არ დასრულდება ოლიმპიური თამაშები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია