დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია
2012/07/02 12:44:20

ცნობილია საქართველოს საფეხბურთო კლუბების მეტოქეები, რომლებიც მათ ევროტურნირებში შეხვდებათ. 25 ივნისს უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პირველი ორი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

 

საქართველოს ჩემპიონს, ზესტაფონის „ზესტაფონს“, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, წილისყრის შედეგად, აზერბაიჯანული „ნეფთჩი“ ხვდა წილად. მათმა თავკაცმა ბეიუკაგა გაჯიევმა კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „შეიძლება ითქვას, რომ ქართული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ყველა ჩვენი პოტენციური მეტოქე ძლიერი იყო. „ზესტაფონის“ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია“. თუმცა „ზესტაფონის“ პრეზიდენტმა ილია კოკაიამ აზერბაიჯანულ სპორტულ გამოცემას azersports.com-თან განაცხადა: „გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ვაპირებთ, ჩვენი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!

თუ აზერბაიჯანელები ქართულ კლუბს ძლიერ მოწინააღმდეგედ არ თვლიან, მათ მოუწევთ, გაიხსენონ შარშანდელი სეზონი, როდესაც ზესტაფონელებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადასასვლელად. ზესტაფონის   მთავარი   მწვრთნელი    „ნეფთჩთან“  დაპირისპირების   წინ  ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჭიაბრიშვილი მისი კოლეგის განცხადებაზე, რომ „ზესტაფონის“ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ, აღნიშნავს: „თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის,“ - ასე განაცხადა მან სპორტულ გამოცემა „ლელოსთან“.

ზესტაფონელთა მსგავსად მოუწევთ ასპარეზობა ევროტურნირებზე ქუთაისის „ტორპედოს“ რუსთავის „მეტალურგს“ და გორის „დილას“.

ქუთათურ გუნდს ყაზახეთის ერთ-ერთი ძლიერი გუნდი „აქტობე“ ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ „ტორპედომ“ უკანასკნელი თამაში ევროტურნირზე 2005 წელს ჩაატარა, როცა უეფას თასზე ბელორუსულ „ბატეს“-თან ორივე თამაში წააგეს. ქუთათურებს ევროტურნირზე დაბრუნება გულშემატკივრების წინაშე ღირსეულად მოუწევთ - თუ „ტორპედოს“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილეთ.

რაც შეეხება რუსთავის „მეტალურგს“, მისი მოწინააღმდეგე ნაკლებად ცნობილი გუნდია. ალბანური „ტუეტა“-ს შესახებ მწირი ინფორმაციაა, რის გამოც გაჭირდება თქმა, თუ როგორი დონის მეტოქე ხვდა წილად ამ ქართულ კლუბს. ის, რაც ამ ორ გუნდს აერთიანებს, ისაა, რომ არც „მეტალურგს“ და არც „ტეუტას“ თავისი ვებ-გვერდი არ აქვს. არადა თუ გუნდს აქვს პრეტენზია, თავისი ქვეყანა ევროტურნირზე ღირსეულად წარმოაჩინოს, უნდა მისცენ გულშემატკივრებს იმის საშუალება, რომ კლუბის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს, მით უფრო 21-ე სააუკუნეში, როდესაც ყველგან ყველაფერი ტექნოლოგიებზეა აწყობილი.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს ასევე გორის „დილა“, რომელსაც კენჭისყრის შედეგად დანიელთა ერთ-ერთი ძლიერი გუნდი „ორჰუსი“ ხვდა წილად. გორელთა წინააღმდეგ „ორჰუსის“ შემადგენლობაში ქართველ ფეხბურთელებსაც მოუწევთ თამაში, რადგან დანიურ გუნდში დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი ასპარეზობენ. ეს ამ თამაშს მცირე ინტრიგას სძენს. „ორჰუსელთა“ შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც დანიის ეროვნულ ნაკრებშიც აქვთ ჩატარებული თამაშები. ესენი არიან მარტინ იორგენსენს და სორენ ლარსენი.

ქართულმა კლუბებმა ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ქართველმა გულშემატკივრებმა დაიჯეროს ქართული ფეხბურთის მომავალი.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია